კიდევ ერთი შინ დაბრუნებული
ენთუზიაზმი და ოპტიმიზმი

"ვალენსიამ" სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიგო. პელეგრინოს გაფუჭებული საქმის გამოსწორება ერნესტო ვალვერდეს მოუწია, თუმცა ევროპალიგის საგზური "ლოს ჩეს" მაქსიმუმი გამოდგა.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბს სურდა, ვალვერდემ კონტრაქტის გაგრძელება აღარ ინება. ასე გამოჩნდა ყოფილი ვალენსიელის, მიროსლავ ჯუკიჩის კანდიდატურა, რომლის "ვალიადოლიდმაც" მე-14 ადგილი დაიკავა. უნდა ითქვას, რომ დებიუტანტს სერიოზულად გავარდნის საფრთხე არც დამუქრებია, რაც უთუოდ სერბი სპეციალისტის დამსახურებაა.

მაშ ასე, 5 ივნისს საზეიმოდ მოეწერა ხელი ხელშეკრულებას, რომელიც ჯუკიჩთან 2015 წლის ზაფხულამდე თანამშრომლობას გულისხმობს. ჯუკიჩი დიდი ენთუზიაზმით უდგება საქმეს და... იუმორით - "მოდი, ვნახოთ, რა მოხდება, თუკი ჩემი გაწვრთნილი "ვალენსია" პირველივე სეზონში ვერ გახდება ესპანეთის ჩემპიონი", - აცხადებს სერბი სპეციალისტი.

"ბარსელონას" და "რეალის" გამო ასეთი რამ წარმოუდგენლად ჩანს. ასე რომ, ირგვლივ მყოფთა ხარხარი გამოიწვია ჯუკიჩის ამ სიტყვებმა. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწორედ "ღამურებმა" დაარღვიეს ბოლოს ამ ორი გრანდის ჰეგემონია.

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სახლში დავბრუნდი. აქ ყველაფერი ნაცნობი და ძვირფასია ჩემთვის. აქ მე დამხვდა დიდებული გუნდი, რომელსაც დიდი მიზნების მიღწევა შეუძლია. "ვალენსიას" მწვრთნელობა ჩემთვის ახდენილი ოცნებაა", - განაცხადა 47 წლის სერბმა, რომელმაც ფეხბურთელობის ჟამს თითქმის 7 წელი გაატარა "ვალენსიაში".

ჯუკიჩი-ფეხბურთელი

მოდი, ჩვენც უფრო ახლოს გავიცნოთ "ღამურების" ახალი თავკაცი. მიროსლავ ჯუკიჩი სერბულ შაბაკში დაიბადა. კარიერის საწყისი ეტაპი მცველმა ადგილობრივ "მაჩვასა" და "რადში" გაატარა. ის სასურველი ფეხბურთელი იყო, როგორც "ცრვენა ზვეზდასთვის", ისე "პარტიზანისთვის", მაგრამ 1990 წლის ზაფხულში მათ ლა კორუნიის "დეპორტივომ" აჯობა, რომელმაც იმხანად 40 მილიონი პესეტა გაიმეტა ჯუკიჩის სანაცვლოდ. "სუპერდეპორის" აყვავების ხანის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სწორედ სერბი იყო.

1994 წლის მაისში მას პერსონალური ტრაგედია დაემართა, სწორედ ჯუკიჩის გამო ვერ გახდა იმ წელს "დეპორტივო" ჩემპიონი: ბედის ირონიით, სწორედ "ვალენსიას" წინააღმდეგ ჯუკიჩმა ვერ გაიტანა პენალტი, თამაში 0:0 დასრულდა და "ბარსა" ჩემპიონი გახდა. იმ მომენტში "დეპორის" შტატიანი პენალტისტი დონატო შეცვლილი იყო, ხოლო ბებეტოს ფეხები აუკანკალდა და დარტყმაზე უარი განაცხადა. სიმამაცე ჯუკიჩს ეყო, მაგრამ...

როცა მიროსლავი 31 წლის გახდა, მას კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს. ასე აღმოჩნდა სერბი "ლოს ჩეს" შემადგენლობაში. "დეპორში" შეცდნენ, "ჩამოწერილმა" სერბმა ზედიზედ 3 სეზონში ლა ლიგის ყველა მატჩი სასტარტოში გაატარა და გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორი ფინალი (ორივე წაგებული) ითამაშა.

2002 წელს 31-წლიანი პაუზის შემდეგ "ვალენსია" ესპანეთის ჩემპიონი გახდა - 35 წლის ჯუკიჩმა 16 მატჩი ჩაატარა მაშინ.

2003 წელს მიროსლავი კარიერის დასასრულებლად "ტენერიფეში" წავიდა და ბუცები ლურსმანზე 38 წლის ასაკში ჩამოკიდა.

იუგოსლავიის ნაკრებში მან 48 მატჩი ითამაშა (2 გოლი), 1998 წლის მუნდიალზე ის განაცხადში იყო, მაგრამ ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

ჯუკიჩი-მწვრთნელი

მისი სამწვრთნელო კარიერა 2006 წელს სერბეთის ახალგაზრდული გუნდით დაიწყო (მე-2 ადგილი ევროპის ჩემპიონატზე). მერე იყო "პარტიზანი" (წლის მწვრთნელად დაასახელეს სერბეთში). ჯუკიჩი სერბეთის ნაკრებში მიიწვიეს. ის 8 თვის განმავლობაში იყო ნაკრების მწვრთნელი, თუმცა მისი ხელმძღვანელობით გუნდს ერთი ოფიციალური მატჩიც არ უთამაშია - სერბული ფეხბურთის მამებთან უთანხმოების გამო მას წასვლა მოუწია.

მიროსლავ ჯუკიჩის საზღვარგარეთული სამწვრთნელო კარიერა ცუდად დაიწყო - 2009 წელს მან "მუსკრონში" ენცო შიფო შეცვალა, მაგრამ კლუბი საშინელ ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა. და აი, 2011 წელს, მარტში მას ესპანეთში დაუძახეს და "ერკულესი" ჩააბარეს. ვალენსიურმა კლუბმა, მისი ხელმძღვანელობით, ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლო.

ზაფხულში ჯუკიჩმა სეგუნდა დივიზიონში მყოფ "ვალიადოლიდთან" 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, უკვე მეორე სეზონში ლა ლიგაში აიყვანა და აქაც შეუნარჩუნა ადგილი.

არის თუ არა ჯუკიჩი ხსნა

არის თუ არა ესპანეთის 6-ზის ჩემპიონისა და თასის 7-გზის მფლობელისთვის მიროსლავ ჯუკიჩი სწორი არჩევანი? ვნახოთ, დრო გვიჩვენებს. ყოველ შემთხვევაში, ერთი წლის წინათ პელეგრინოს შემთხვევაშიც ოპტიმისტური განწყობა იყო. სხვათა შორის, "ვალენსიაში" პელეგრინო და ჯუკიჩი დაცვის ცენტრში მეწყვილეები იყვნენ.

კაპიტნის გამოსათხოვარი

ამასობაში კაპიტანი დავიდ ალბელდა "ვალენსიას" ემშვიდობება. 35 წლის ნახევარმცველს ხელშეკრულება გაუთავდა, ახალს კი მას არ სთავაზობენ. თუ ალბელდა ფეხბურთს თავს არ დაანებებს, ის უცხოეთში წავა.

"ყველაზე კარგად მახსენდება ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ეს იყო დიდებული დრო. ცუდად კი ხუან სოლერის პრეზიდენტობა მახსოვს, რომელმაც კლუბს საშინელი ფინანსური სიტუაცია და უამრავი ვალი დაუტოვა", - აცხადებს ალბელდა.

საყრდენი ნახევარმცველი, თუ არ ჩავთვლით იჯარით ხანმოკლე თამაშს "ვილიარეალში", მხოლოდ "ვალენსიას" ერთგული იყო და ბოლო დეკადის განმავლობაში მისი კაპიტანიც გახლდათ. თუმცა ბევრი ამტკიცებს, რომ ბოლო წლებში ალბელდას გუნდში არა მისი საფეხბურთო თვისებების გამო ათამაშებდნენ, არამედ იმის გამო, რომ ის ბევრს ნიშნავდა "ვალენსიასთვის" მინდორს გარეთ. ალბელდამ ესპანეთის ნაკრებში 51 მატჩი ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მიროსლავ ჯუკიჩი "ვალენსიას" გაწვრთნაზე დათანხმდა

"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის!" - დემბელემ ხვიჩას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
იამალის "რკინის ლოგიკა" - "ოქროს ბურთი" არ უნდა გადაეცეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ პსჟ-ს ფეხბურთელს
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
ვალვერდე: უკეთესია, ხალხმა ჩემსა და მესიზე სიმართლე არ იცოდეს
"ბარსელონაში" ტიტო ვილანოვას ერნესტო ვალვერდე შეცვლის?
[VIDEO] იამალის დუბლი და ლამაზი გოლები - "ბარსელონამ" "მესტალიაზე" გაილაღა
[VIDEO] შენგელიას 17 ქულა - "ბარსელონა" "ვალენსიასთან" განადგურდა
არგენტინა. ტორნეო ფინალი. III ტური: სტუდენტები კვლავ პირველზე არიან
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტივოსთან" ქულები გაიყო
ესპანეთი. ლა ლიგა. XII ტურის შეჯამება და სიმბოლური: უკომპრომისო ტური
მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა - "ბილბაოს" სავარაუდოდ, ტერზიჩი ჩაიბარებს
ლა ლიგა. მწვრთნელები: ახლები და პრიმერა
"ვალენსიას" არგენტინელი გაწვრთნის?
ლა ლიგა: სასწაული, სახელად "ალავესი"
გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა, "რასინგმა" "რიასორზე" გაიმარჯვა და ლიდერობა გაიმყარა
"ვალენსიამ" 2012 წლის შემდეგ მე-11 მწვრთნელი გადააყენა
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
"საუთჰემპტონის" გადარჩენა მარკ ჰიუზს მიანდეს
ისევ ყოფილ კლუბში - ერნესტო ვალვერდე სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
"ვალენსიამ" მიროსლავ ჯუკიჩი დაითხოვა
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
ხუან ანტონიო პიცი "ვალენსიას" ახალი თავკაცია
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
ტერზიჩი "ატლეტიკს" გაწვრთნის
ქოჩორაშვილის კარგი მატჩი - "ლევანტემ" "დეპორტივოს" მოუგო
ესპანეთი. ლა ლიგა. XIII ტური: "რეალის" მორიგი შოუ [VIDEO]
დავიდ ალბელდამ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა
"ზამთრის თასი": ალბელდა, სალვა ბალესტა, ტიმოშჩუკი და სხვები თბილისში...
"ვალენსიაში" არეულობაა: მიროსლავ ჯუკიჩს ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
"საუთჰემპტონი: მაურისიო პელეგრინოს ახალი გამოწვევა
წიტაიშვილის და ქოჩორაშვილის გუნდებმა გაიმარჯვეს
კარასკო: გვარდიოლა ჭკვიანია და "ბარსაში" არ დაბრუნდება