არგენტინელმა ბასკეთიდან ინგლისს მიაკითხა
"საუთჰემპტონის" მთავარ მწვრთნელად მაურისიო პელეგრინო დაინიშნა. 45 წლის სპეციალისტი პოსტზე კლოდ პუელის ნაცვლად მივიდა.

დიდი ბჭობისა და დავა-კამათის შემდეგ "წმინდანების" უფროსობამ ფრანგის გაშვება გადაწყვიტა და მიუხედავად იმისა, რომ პუელმა შესუსტებული "საუთჰემპტონი" თავის პირველსავე სეზონში თასის ფინალში გაიყვანა (გუნდი 2003 წლის მერე არცერთი ტურნირის ფინალში არ ყოფილა), მას პრემიერლიგაში არადამჯერებელი თამაში წამოაძახეს...

"ველეს სარსფილდის", "ბარსელონას", "ვალენსიას", "ლივერპულისა" და "ალავესის" ყოფილმა ფეხბურთელმა პირველი სამწვრთნელო გამოცდილება რაფაელ ბენიტესის ასისტენტად მუშაობისას მიიღო. დამოუკიდებლად 2012 წელს შეუდგა საქმიანობას და რამდენიმე თვე "ვალენსიაში" იმუშავა. იქ მწვრთნელების ხშირი ცვლა უყვართ და… მერე სამშობლოში დაბრუნდა, სადაც "ესტუდიანტესსა" და "ინდეპენდიენტეს" უთავკაცა. ბოლოს კი იგი "ალავესში" მუშაობდა და გუნდი ლა ლიგა-ში მე-9 ადგილზე გაიყვანა.

"წმინდანების" ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ახალგაზრდებთან კარგად მუშაობის უნარია ხოლმე და პელეგრინოს ასეთი კაცის სახელი აქვს.

"ჩემი ფილოსოფია და გუნდის კულტურა ერთმანეთს კარგად შეერწყმება. მსგავსი ხედვები გვაქვს. მინდა, რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგო და წარმატებული ვიყო. გუნდურობის ხარისხის მომატებაზე ვიმუშავებ. მსურს, ყველა 100%-ით იხრჯებოდეს და ყველა ერთმანეთს ეხმარებოდეს. წინ ბევრი საინტერესო გველოდება და სულმოუთქმელად ველი მომავალ სეზონს" - განაცხადა პელეგრინომ, რომელმაც "სენტ მერის" ბინადრებთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"წმინდანების" ვიცე-თავმჯდომარე ლეს რიდი: "მაურისიომ გაგვაოცა თავისი სიღრმისეული ცოდნით, ენთუზიაზმითა და შემართებით. ის მალევე იქცა ჩვენს პირველ არჩევნად. სხვა შემოთავაზებებიც ჰქონდა, მაგრამ გვახარებს, რომ მანაც "საუთჰემპტონი" აირჩია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
მამარდაშვილი "ლივერპულში" დებიუტისთვის ემზადება
ლა ლიგა: სასწაული, სახელად "ალავესი"
"საუთჰემპტონთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
"ბაიერნმა" მეკარე იჯარით "საუთჰემპტონში" გაუშვა
"ბარსელონაში" ტიტო ვილანოვას ერნესტო ვალვერდე შეცვლის?
[VIDEO] მამარდაშვილის დებიუტი, ისაკის პირველი გოლი და ეკიტიკეს უცნაური წითელი - "ლივერპულმა" "საუთჰემპტონი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა
არგენტინა. ტორნეო ფინალი. III ტური: სტუდენტები კვლავ პირველზე არიან
მიროსლავ ჯუკიჩი: ვნახოთ, რა მოხდება, თუ ესპანეთის ჩემპიონები ვერ გავხდებით
"საუთჰემპტონის" გადარჩენა მარკ ჰიუზს მიანდეს
სლოტი: მამარდაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა - საუკეთესოდ ვერ ვითამაშეთ
[VIDEO] გოგლიჩიძის უიღბლო დებიუტი და "უოტფორდის" წაგება "საუთჰემპტონთან"