განახლებული "დალასი" და მოდანოს ცხრიანი
წლევანდელ პლეი ოფში "ლოს ანჯელესს" ერთხელ უკვე მოუწია 0:2-დან სერიის გადარჩენაზე ზრუნვა - სტენლის თასის პირველ რაუნდში მან ეს "სენტ ლუისის" წინააღმდეგ მოახერხა, თუმცა "ბლუზსა" და "ჩიკაგოს" შორის უდიდესი განსხვავებაა და შესაბამისად, "კინგზი" ამჯერად გაცილებით რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ვიდრე პლეი ოფის სტარტზე.

ასეა თუ ისე, კალიფორნიელებს მესამე მატჩში მხოლოდ მოგებაზე უნდა ეფიქრათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ.

მნიშვნელოვანი მომენტი იყო "ლოს ანჯელესის" საუკეთესო ბომბარდირის მაიკ რიჩარდსის ტრავმა, რის გამოც ამ ჰოკეისტმა სერიის მეორე მატჩი გამოტოვა. დეივ ბოლანდთან შეჯახებისას მიღებული ტვინის შერყევა მსუბუქი აღმოჩნდა და ფორვარდის მოედანზე გასვლის საკითხი უშუალოდ მატჩის წინ უნდა გარკვეულიყო. გარდა ამისა, გაჩნდა ინფორმაცია "ლოს ანჯელესის" კიდევ ერთი ლიდერის - ანჟე კოპიტარის ტრავმის შესახებ. ორი წამყვანი ცენტრფორვარდის არყოფნას, შესაძლოა, ხაზი გადაესვა კალიფორნიელთა იმედებისთვის, მაგრამ ცუდი პროგნოზი არ გამართლდა: რიჩარდსი მოედანზე მაინც ვერ გავიდა, სამაგიეროდ, კოპიტარმა ითამაშა მეტად პროდუქტიულად.

"ლოს ანჯელესმა" პირველივე წუთებიდან შტურმი მოუწყო სტუმრებს და ძალიან მალე წაიყვანა ანგარიში. ვიაჩესლავ ვოინოვმა მარცხენა ფლანგზე გახსნილი ჯასტინ უილიამსი შეამჩნია, დიაგონალური პასი არ დაუგვიანა და ფორვარდისთვის პრობლემა არ აღმოჩნდა ახლო კუთხეში გატანა. "ჩიკაგომ" ვერ შეძლო გაშვებულ გოლზე დროული რეაგირება და მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ დაღლილი გამოიყურებოდა.

მეორე ოცწუთეულის შუაში მასპინძლებმა ორამდე გაზარდეს სხვაობა და აქაც, პირველ პლანზე გამოვიდა "კინგზის" რუსი მცველი ვოინოვი. ტაილერ ტოფოლიმ დროული პასი მისცა ვოინოვს, რომელმაც ერთი შეხებით ძლიერი დარტყმა გადაწყვიტა, მაგრამ ყვანჯი გატყდა და შაიბა ნელი სიჩქარით გასრიალდა ყინულზე: რუსს გაუმართლა - "ჩიკაგოს" მეკარე კორი კროუფორდმა ხელმეორედ რეაგირება ვერ მოასწრო და კურიოზული გოლი გაუშვა.

სწორედ ვოინოვის გოლი გახდა გამარჯვების. ამ ჰოკეისტს წლევანდელ პლეი ოფში ხუთი შაიბა აქვს გატანილი აქედან ოთხმა "ლოს ანჯელესს" გამარჯვება მოუტანა.

მეორე გოლის შემდეგ მოხდა ეპიზოდი, რომელიც ცალკე აღნიშვნის ღირსია. "ბლეკჰოქსის" მცველი დანკან კიტი ყინულზე დავარდნილი ხელთათმანის აღებას ცდილობდა, როცა ხელში დაარტყმა მიიღო ჯეფ კარტერისგან. კიტმა იქვე უპასუხა მეტოქეს - სახეში ჯოხი ჩაარტყა. ამის გამო, "ჩიკაგოს" მცველმა თავისი გუნდი ოთხი წუთით დატოვა რიცხობრივ უმცირესობაში, ხოლო, როცა მოედანზე დაბრუნდა, კარტერთან მივიდა ბოდიშის მოსახდელად. პლეი ოფის ასეთ მაღალ ეტაპზე, როცა ფეარ პლეის პრინციპებს იშვიათად იცავენ, ეს მართლაც უნიკალური შემთხვევაა.

"ჩიკაგომ" მეორე პერიოდის ბოლოს გატანილი შაიბით შეუნარჩუნა შეხვედრას ინტრიგა, მაგრამ მესამე ოცწუთეულის ბოლოსკენ "კინგზის" მიერ ცარიელ კარში გატანილმა გოლმა მასპინძლებს ნერვული ფინალი ააცილა თავიდან.

წლევანდელ პლეი ოფში "ლოს ანჯელესს" ჯერ საკუთარ მოედანზე მატჩი არ წაუგია და თუ "მეფეები" მეოთხე შეხვედრაშიც გაიმეორებენ წარმატებას, სერიაში ყველაფრის თავიდან დაწყება გახდება საჭირო.

ლოს ანჯელესი-ჩიკაგო 3:1

1:0, 1:1, 1:0

გოლები: 1:0 ჯასტინ უილიამსი-6 (ვოინოვი-6, სკუდერი-3), 2:0 ვოინოვი-5 (ტოფოლი-3, ჯ. კარტერი-4), 2:1 ბიკელი-7, 3:1 დ. კინგი-1 (ჯ. კარტერი-5, მეტ გრინ-2).

სერია: 1-2

განახლებული "დალასი" და მოდანოს ცხრიანი

"დალას სტარზის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ხმარებიდან ამოიღოს მე-9 ნომერი, რომლითაც "ვარსკვლავების" რიგებში ამერიკელი ფორვარდი მაიკ მოდანო თამაშობდა.

"დალასის" საშინაო არენის თაღზე მოდანოს მაისურის აღმართის საზეიმო ცერემონია 2014 წლის 8 მარტს გაიმართება. მაიკი მეოთხე მოთამაშეა "დალასის" ისტორიაში, ვისაც ამგვარი პატივი ხვდა წილად. მანამდე, "სტარზმა" შემდეგი მოთამაშეები დააფასა: ნილ ბროტენი (მე-7 ნომერი), ბილ გოლდსუორთი (8) და ბილ მასტერტონი (19).

შეგახსენებთ, რომ მაიკ მოდანო "დალასის" ყველა დროის ლიდერია ჩატარებული მატჩების (1459), გატანილი გოლების (557), შედეგიანი გადაცემებისა (802) და ქულების (1359) რაოდენობით.

გარდა ამისა, "სტარზმა" წარმოადგინა სათამაშო ფორმის განახლებული დიზაინი, აგრეთვე კლუბის ახალი ლოგო. ამ მაისურებით "დალასი" უკვე შემდეგ სეზონში გამოჩნდება მოედანზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. პლეი ოფი: "პინგვინებს" თამაში დაავიწყდათ

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
"ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმროს მარტის ბოლოს დატოვებს" - რას აცხადებს ადვოკატი
ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
"ბარსელონა" ერიკ გარსიას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მესი თუ რონალდო?" - ლინეკერმა არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან
შერმადინმა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მე-2000 ბურთი მოხსნა
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
ნაკრები სოფიაში დანაკლისით ჩავიდა | 17 ნოემბრის განრიგი
უკრაინამ ისლანდიას სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] სრული დომინაციით! საბა ინანეიშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] ლუკა მაისურაძე დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
18 წ. | პოლონეთის გავლით მასპინძელ ჩეხეთზე
NHL. ᓤᓘᓜᓐᓚᓘ: ᓛᓝᓣᓗᓕᓘᓜᓘᓔᓠᓔᓑᓔᓚᓘ "ᓛᓔᓤᓔᓔᓑᓘ"
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
NHL. პლეი ოფი: ტიტულის დაცვა გრძელდება
უესტბრუქის მორიგი სამმაგი და მარცხი "ჩიკაგოსთან" [VIDEO]
NHL. პლეი ოფი: ჩემპიონი გავარდნის პირასაა
ლილარდის საღამო და გამარჯვება "მეფეებთან" [VIDEO]
სრული დომინირება ფარზე და 26 მოხსნა! "ატლანტას" ცენტრმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩააატარა [VIDEO]
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "დიდების დარბაზში" დიდი მატებაა
10 რეკორდი, რომელიც უეინ გრეტცკის არ ეკუთვნის
მარიო რუის ამერიკული კლუბი ეპატიჟება
NHL. პლეი ოფი: მეშვიდე მატჩი იქნება
მესი გაჩერებას არ აპირებს - არგენტინელის მორიგი შოუ "დალასთან" [VIDEO]
ჰოკეი: ყველაზე დიდი ამერიკელები
ჰოკეი. მსოფლიოს ჩემპიონატის წინ: კანადა თითქმის დაკომპლექტდა
ᓐᓜᓟᓔ ᓙᓝᓞᓘᓢᓐᓠᓘᓡ ᓡᓐᓣᓖᓛᓔ ᓡᓢᓔᓜᓚᓘᓡ ᓗᓐᓡᓘᓓᓐᓜ
ევროპელების სუპერ დაპირისპირება მოქმედი MVP-ის სასარგებლოდ დასრულდა [VIDEO]
გამარჯვების მომტანი სამქულიანი საკუთარი ნახევრიდან - საოცარი მატჩი NBA-ში [VIDEO]
NHL. პლეი ოფი: ჩემპიონი ჩემპიონი ვერ ხდება
NHL. პლეი ოფი: ფინალი ბოსტონი VS ჩიკაგო
ლავინის 10 სამქულიანი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]
ბევერლი: "ლეიკერსში" ჩანგლის ფუნქციებს მანიჭებდნენ
"ყველა ვარსკვლავის" სათადარიგო მოთამაშეების ვინაობა ცნობილია [PHOTO]
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
სოჭი 2014: ოლიმპიადის მონაწილეებმა შემადგენლობები დაასახელეს
სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსი" მისსავე მოედანზე დაამარცხეს [VIDEO]