ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

საკოორდინაციო კომისია ოლიმპიური სოფლის მშენებლობით აღფრთოვანდა

საკოორდინაციო კომისია ოლიმპიური სოფლის მშენებლობით აღფრთოვანდა

5 ივნისს ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საკოორდინაციო კომისიამ თბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტი დაამთავრა

5 ივნისს თბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტი დაამთავრა ევროპის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საკოორდინაციო კომისიამ, რომელშიც ამჯერად კატერინა ნიჩოვა, სტრატოს კარეტოსი და წინა ანალოგიური ვიზიტიდან ნაცნობი იოზეფ ლიბა შედიოდნენ.

სტუმრებმა ამ ჩამოსვლისას დაათვალიერეს თბილისის ზღვაზე მიმდინარე ოლიმპიური სოფლის მშენებლობა, საკალათბურთო სკოლა, სპორტკომპლექსი "არენა" და იმ სპორტული ობიექტების უმრავლესობა, სადაც მომავალი ფესტივალის პროგრამაში შემავალი ასპარეზობები უნდა გაიმართოს; შეხვდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს, დედაქალაქის მერ გიგი უგულავას; დაინტერესდნენ, როგორ მიმდინარეობს საორგანიზაციო სამუშაოები, ხომ არაა შეფერხებები და ხომ არ შესუსტდა მმართველი წრეების ყურადღება ამ ფესტივალისადმი; მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიური კედლის მოხატვაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მხატვრობა უკვე მეორედ ჩატარდა თბილისში - პირველი კედელი შარშან მოიხატა სულხან-საბას ქუჩაზე მდებარე სტადიონთან, ამჟამად კი საბურთალოს ქუჩაზე, ახალ გზაზე არსებული გვირაბის ფასადი შეარჩიეს და ერთიანად მოხატეს.

5 ივნისს სტუმარ-მასპინძელმა ოლიმპიურ კომიტეტში შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, რომელიც შესავალი სიტყვით "თბილისი-2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გეგენავამ გახსნა და შემდეგი განაცხადა:

"ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადება გეგმით გაწერილ ვადებში მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ შევძლებთ, 2015 წლის ზაფხულში ღირსეულად ვუმასპინძლოთ ამ თამაშებს, რომლის მსგავსი მასშტაბური ღონისძიება ჯერ საქართველოში არ გამართულა".

სტუმართაგან შთაბეჭდილებები ლიბამ გაგვიზიარა:

"ახლანდელი ვიზიტი ძალიან ნაყოფიერი იყო, შევხვდით ფესტივალის ორგანიზებაში ჩართულ ყველა მხარეს - ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, სპორტის სამინისტროს, დედაქალაქის ხელმძღვანელობას.

აღფრთოვანებულნი ვართ ოლიმპიური სოფლის მშენებლობის მიმდინარეობით, სადაც შარშან მხოლოდ საძირკველი იყო ჩაყრილი, ამ ერთ წელიწადში კი რამდენი რამე გაკეთებულა. ძალიან კმაყოფილები ვართ მიმდინარე პროცესებით".

ამ სტუმრობის შესახებ "თბილისი-2015"-ის პროექტის კოორდინატორ გიორგი ხაჩიძესაც გავესაუბრეთ:

"პრინციპული ხასიათის შენიშვნები არ გამოუთქვამთ არც ერთ საკითხზე, რეკომენდაციები კი მოგვცეს, რომ დრო არ დავკარგოთ არც ერთი წუთი. ვადებში კი ვეტევით და მშენებლობა-რეკონსტრუქცია გეგმის მიხედვით კი მიდის, მაგრამ ფესტივალამდე არც ისე დიდი დრო დარჩა და დაყოვნება უკვე აღარ შეიძლება.

რისი დაწყებაც ახლა შეიძლება, არ დავიწყოთ 3 თვის შემდეგ. საორგანიზაციო საკითხებს რაც შეეხება, ინფრასტრუქტურა და სოფლის მშენებლობა წინსწრებითაც კი მიდის, სპორტული ობიექტების რეკონსტრუქცია კი გეგმის მიხედვით ხორციელდება. თუმცა უკვე დაგვიანება არ შეიძლება.

აქამდე გვქონდა საშუალება, 2-3-თვიანი პერიოდი დაგვეტოვებინა თადარიგში, ახლა კი ამის ფუფუნება აღარაა.

უტრეხტიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც ანალოგიურ ფესტივალში ვიასპარეზებთ, დაახლოებით სექტემბრის ბოლოს კიდევ ერთხელ დაწვრილებით გავივლით ყველა საორგანიზაციო საკითხს. მაშინ კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება, ნოემბერში რომში გენერალურ ასამბლეაზე როგორი პრეზენტაციით წარვსდგეთ. იქ უკვე ოფიციალურად გადმოვიბარებთ ახალი თამაშების მასპინძლობას.

ობიექტური მიზეზებით, რაღაცების დაწყება გადაგვედო, მაგრამ ბაზების რეკონსტრუქცია მაინც დაგეგმილ ვადებში მიმდინარეობს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი

[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?

კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..

ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის

ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს

ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]

მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?