ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

La Gazzetta dello Sport: გიორგი ჭანტურია "რომას" და "პარმას" სამიზნეში

La Gazzetta dello Sport: გიორგი ჭანტურია "რომას" და "პარმას" სამიზნეში

"პარმა" არნემის "ვიტესთან" შეთანხმებას მიუახლოვდა და მზად არის, ქართველის სანაცვლოდ კლუბს 4 მილიონი ევრო გადაუხადოს
გიორგი ჭანტურია კვლავ აქტუალური ფეხბურთელია. პოპულარული იტალიური გამოცემა "გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ქართველი თავდამსხმელით იტალიური "პარმა" დაინტერესდა.

"შესაძლოა, უახლოეს პერიოდში "პარმამ" ახალი თავდამსხმელი შეიძინოს. კლუბის მთავარი მწვრთნელის, რობერტო დონადონის სატრანსფერო სიაში ჰოლანდიური "ვიტესის" თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია მოხვდა.

"პარმას" გარდა, ჭანტურიას სერია A-ს კიდევ ორი კლუბი იწვევს - "ჯენოა" და "რომა".

"პარმა" შეთანხმებას მიუახლოვდა და მზად არის, არნემელებს 4 მილიონი ევრო გადაუხადოს", - წერს "გაძეტა დელო სპორტი".

გიორგის კონტრაქტი "ვიტესთან" აკავშირებს და 2013 წლის იანვრიდან იჯარით რუსეთის პრემიერლიგის ვლადიკავკაზის "ალანიაში" ითამაშა.

სერია A-ს დასრულებულ სეზონში "პარმამ" მე-10 ადგილი დაიკავა. იტალიის საფეხბურთო ელიტაში ქართველს კახა კალაძის წამოსვლის შემდეგ არ უთამაშია და ცხადია, ასეთ გუნდში ჩვენებურის მოხვედრა და "გაძეტა დელო სპორტის" ცნობის დადასტურება გაგვახარებს.

თუმცა, ჯერაც უცნობია, "ვიტესის" მეპატრონე მერაბ ჟორდანია დაიტოვებს თუ გუნდიდან გაუშვებს გიორგი ჭანტურიას.

ვრცელდებოდა სხვა ინფორმაციაც, თითქოს, 20 წლის ქართველი თავდამსხმელის შეძენა რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთ უმდიდრეს კლუბს, ყაზანის "რუბინს" სურს. დასახელებული კლუბების გარდა, ადრე ცნობები "ტორინოსა" და "კალიარის" ინტერესებზეც იყო.

ჩვენი ინფორმაციით, გიორგის საკითხი ორ კვირაში გადაწყდება.

საერთოდ, გიორგისა და მის რთულ ხასიათზე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ სასაცილოა იმის მტკიცება, რომ ფორვარდმა რუსეთის ჩემპიონატში თავი მხოლოდ მოსკოვის "დინამოსთან" უხეშობით გამოიჩინა. ქართველს ვლადიკავკაზელთა პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი ვალერი გაზაევი ბოლო ტურებში ენდო და გიორგიმ იმედები გაუმართლა: გასვლაზე სანკტ-პეტერბურგის "ზენიტთან", შინ "კრასნოდართან" და მოსკოვის "დინამოსთან" ძალიან შთამბეჭდავად ითამაშა.

სხვა თუ არაფერი, ახსნა არ სჭირდება, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რას ნიშნავდა, ვლადიკავკაზში ოსები ქართველის გვარს ერთხმად რომ იძახდნენ - "ჭან-ტუ-რია! ჭან-ტუ-რია!"

ეს იმ დროს, როდესაც ზოგიერთი ოსური გამოცემა "ალანიაში" ქართველების ჩაყვანას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

რატომღაც ამ ბიჭის ხსენება ბევრს აღიზიანებს, მაგრამ წმინდა სპორტული კუთხით, ჭანტურია მართლაც გამორჩეულია. რაც შეეხება ხასიათს - რთული ტიპების გამოყენება-გამოუყენებლობაში ვლინდება მწვრთნელის ნიჭი. სამწუხაროდ, ქართველებს დღეისათვის დიდი სანაკრებო რესურსი არ გაგვაჩნია და ყველა რთულ მოთამაშეს ასე უნდა გადავუსვათ ხაზი?

მხოლოდ ხასიათებით რომ ემსჯელათ, ირლანდიელები როი კინს დაიწუნებდნენ, ინგლისელები - პოლ გასკოინსა და ტონი ადამსს, გერმანელები - შტეფან ეფენბერგს.

რაღა შორს წავიდეთ, არც ვასილ მაისურაძესა და გია ცეცაძეს ჰყოლიათ თითით საჩვენებელი ბიჭები, მაგრამ ყველა ე.წ. რთული მოთამაშე გამოიყენეს და შედეგსაც მიაღწიეს.

საკუთარ თავზე თამაშის აღება ასეთებს უფრო ეხერხებათ - ფეხბურთი კი სულად არ არის "პიონერების" თამაში. არ ვამტკიცებთ, რომ გიორგის მიწვევით ნაკრები რადიკალურად შეიცვლება და "იფრენს", მაგრამ იტალიური კლუბების დაინტერესებისა და პრემიერლიგაში გამოსვლის მიუხედავად, ჭანტურიასთვის სანაკრებო კარი რომ დაკეტილია, ამის გაგება ძნელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ჭანტურია: ქართველები შეურაცხყოფას კაცურად ვპასუხობთ

მოსკოვის "დინამოს" პრეზიდენტმა ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა

"დინამოს" პრეზიდენტი: მაგ ქართველს ხელს გავარტყამდი კი არა, მოვკლავდი!

გიორგი ჭანტურია: სერია A-ში დაუფიქრებლად გადავიდოდი

• akhali

გასამართლებელი არაა!დინამოს ყველა დიდი ფეხბურთელი ღირსეული საკციელითაც გამოირჩეოდა! ნუთუ კეცბაიას 20წლის ბიჭისთვის ვერ ,,მოუვლია,,?თუ მაგით თავის შეწუხება არ უნდა,მაშინ მართლაც წავიდეს ნაკრებიდან!ყოველთვის ვაკებდი,როგორც წესიერ,პატიოსან,პატრიოტ პიროვნებას,მაგრამ შემადგენლობის შერჩევაში და პრიორიტეტებში შეცდომები გააჩნია

• murtalo

...ნეტა კითხვა თუ იცით?...არავინ არ ამართლებს იდიოტურ გამოხტომებს...სტატიაში სწორედ ისაა ნათქვამი, რომ ასეთი ფეხბურთელების მოთოკვა და გამოყენება მაართებს ნამდვილ მწვრთნელს... ჩამოთვლილთა გარდა გაიხსენეთ კასანოს გამოხტომები და როგორ იყენებდა მას თუნდაც კაპელო...ან ერიკ კანტონა მოიგონეთ...არ შეიძლება ნიჭიერი ფეხბურთელების დაკარგვა... ახლა არა თქვათ, რომ ჭანტურიას საფეხბურთO ნიჭი არა აქვს.

• ჰალერი

ყოჩაღ, უფრო წაახალისეთ ამ უტვინოების უდისციპლინო საქციელი. ნაგავი სტატიაა.

• eeeeh

''საკუთარ თავზე თამაშის აღება ასეთებს უფრო ეხერხებათ - ფეხბურთი კი სულად არ არის "პიონერების" თამაში. '' რა სისულელეებს წერთ ხალხო ვინ გითხრათ ასეთებს უფრო რომ ეხერხებათ და ამით აპრავებთ ამის საქციელებს თუნდაც ქეცბაიას რო აგინა ფეისბუქზე დელპიერო გიგიზი და ძალიან ბევრი კიდე სულაც არ იყვნენ ''ძველი ბიჭები'' პირიქით მაგრამ ქვას ქვაზე არ ტოვებდნენ ან ვინებს ადარებთ როი კინი და ეფენბერგი როგორ უნდა შეადარო:(

• dudu

"საკუთარ თავზე თამაშის აღება ასეთებს უფრო ეხერხებათ" და ა. შ. თავმოყვარე გამოცემაში არსებული სტატიიდან ამონარიდს კი არა, საპარიკმახეროს რიგში მოსმენილს გავს. სიტყვას ჭკუა მიაყოლეთ. ჭანტრურიას მილიონი შანსი ქონდა უკვე ცხოვრებაში და იმედია, კიდე ექნება. თუ გამოიყენებს, ხო კაი და თქვენგან მაგის არასწორი საქციელების წახალისება არ გამოადგება არაფერში.

დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს

[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა

კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?

თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს

მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე

მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში

საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან

"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა

ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა

რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ

პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა

კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?

უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს

"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს

"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა

[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა

"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება

"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა

[VIDEO] ტრაგედია ესპანეთში - მატჩისას მიღებული ტრავმის შედეგად ფეხბურთელი გარდაიცვალა

თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში

"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა

გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი

"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]

ამოაგდებს საფონოვს? - პსჟ ახალი მეკარის დამატებასთან ძალიან ახლოსაა

კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს

"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება

სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" პირველი ქულა

პსჟ-მა სუძუკის ტრანსფერი შეათანხმა - იაპონელის ამ სეზონის მომავალი შევალიეს გადაწყვეტილებაზე გადის

[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა

გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ

ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები

[VIDEO] "მხითარიანი კვარაცხელიაზე უკეთესი ფეხბურთელია" - რა რეაქცია ჰქონდა კალაძეს სომხური წარმოშობის რუსი ჟურნალისტის ამ ნათქვამზე

[VIDEO] "ხვიჩაზე ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ..." - კალაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?

"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...

როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა

"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!

მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა

РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა

ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა

6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს

[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს

"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა

"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია

"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია

"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა

[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა

[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა

პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს

"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა

"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა

ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა

Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]

მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა

დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია

აგენტების გამო პსჟ იაპონელ მეკარეს აღარ შეიძენს

"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა