"სან ანტონიოს" ტონი პარკერმა მოაგებინა
"მაიამიმ" და "სან ანტონიომ" თითქოს რეგულარული ჩემპიონატის დროს იცოდნენ, რომ NBA-ის ფინალურ სერიაში ელოდათ შეხვედრა.

29 ნოემბერს, ფლორიდაში არ ჩავიდა სათამაშოდ ტექსასური "დიდი ტრიო" (ტიმ დანკანი, ტონი პარკერი და მანუ ჯინობილი), საპასუხო შეხვედრაში 31 მარტს, ფლორიდული "დიდი ტრიოდან" მოედანზე მხოლოდ კრის ბოში ვიხილეთ. უნებლიედ, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მათ არ უჩვენეს ერთმანეთს საკუთარი კოზირები.

"მაიამისთვის" ეს იყო ზედიზედ მესამე გამოჩენა ფინალში: შარშანწინ, ფლორიდელებმა დირკ ნოვიცკის "დალასთან" წააგეს, გასულ წელს კი კევინ დურანტის "ოკლაჰომა" გააწბილეს და პირველი ჩემპიონობა მოუტანეს ლებრონ ჯეიმსს. "სპურსისთვის" ეს იყო პირველი ფინალი 2007 წლის შემდეგ, როცა მას წინ გადაეღობა "კლივლენდი" ლებრონის მეთაურობით. "სპურსმა" მაშინ 4:0 გაანადგურა "კავალიერზი". ასე რომ, ამ სერიის სტარტის წინ, ჯეიმსს არც ერთი მოგება არ ჰქონდა პლეი ოფში "სან ანტონიოზე".

ბუნებრივია, მოქმედმა MVP-მ სერიოზულად განიზრახა ამ არასახარბიელო სტატისტიკის გამოსწორება, მაგრამ მისი სასტარტო აქტიურობა არად ჩააგდო "სპურსმა" და მატჩი 9:2 გაქცევით დაიწყო. თუმცა პირველ ნახევარში უკეთ მაინც "მაიამი" გამოიყურებოდა, რომელიც ძალიან სწრაფად გადადიოდა დაცვიდან შეტევაში და "სან ანტონიო" დიდი ხანი ამას ვერაფერს უხერხებდა. ხშირად "მაიამის" შეტევების დასრულება დუეინ უეიდს უწევდა. მიმდინარე პლეი ოფის დროს, ამ მცველს ხშირად აკრიტიკებდნენ, მაგრამ მან ბრწყინვალედ ჩაატარა "ინდიანასთან" სერიის მეშვიდე მატჩი და ახლაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო "ჰიტის" რიგებში. დენი გრინი ვერ ახერხებდა უეიდის შეჩერებას, რომელმაც პირველ ტაიმში 13 ქულა დააგროვა.

რას შვებოდა ამ დროს ჯეიმსი? ის ყველაზე შედეგიანი იყო თავის გუნდში, ფინალურ სერიებში მესამე სამმაგი-დუბლი შეასრულა (უფრო მეტი მეჯიქ ჯონსონს აქვს), 18 მოხსნა მიითვალა და კარიერის რეკორდამდე ერთი მოხსნა დააკლდა, მაგრამ, საერთო ჯამში, სტუმრებმა შეძლეს ლებრონის გაჩერება. ყოველ შემთხვევაში, ასე ცოტა ქულა მას ამ პლეი ოფში არ დაუგროვებია.

სამაგიეროდ, სამწამიანში შესული ლებრონი კარგად ურიგებდა პასებს თავისიანებს და სანამ ალენი, მილერი, ბოში და სხვები სტაბილურად ათავსებდნენ ბურთს კალათში, "მაიამი" წინ იყო, მაგრამ, როგორც კი "სპურსმა" ზეწოლა გააძლიერა, მოქმედ ჩემპიონს მაშინვე პრობლემები შეექმნა.

"სან ანტონიომ" თამაშში გარდატეხა მესამე მეოთხედის შუაში შეიტანა, როცა პარკერის ზუსტი საჯარიმოს შემდეგ, საწყისი მეოთხედიდან მოყოლებული პირველად გავიდა წინ - 77:76. იმის გათვალისწინებით, რომ მომდევნო ხუთი წუთის განმავლობაში "ჰიტმა" მხოლოდ სამი ქულის დაგროვება მოახერხა, საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე, "სან ანტონიოს" უპირატესობა შვიდ ქულას შეადგენდა - 88:81.

"სპურსის" რიგებში თამაში ორ ვეტერანს - ტიმ დანკანსა და ტონი პარკერს მიჰყავდათ. საკუთარი გუნდის ბოლო 15 ქულიდან ათი მათ ანგარიშზე მოდის. "ჰიტის" მხრიდან თამაშის გართულებას ცდილობდა ჯეიმსი, მაგრამ შარშანდელი დებიუტანტი კავაი ლეონარდი შესანიშნავად ართმევდა თავს "მეფის" მეურვეობას.

თუმცა ბოლო ორ წუთში კარგი დაცვა "მაიამისაც" გამოუვიდა და სტუმრებმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვეს. შედეგად, "ჰიტმა" სხვაობის მინიმუმამდე შემცირების კარგი შანსი მიიღო, როცა კრის ბოშმა აბსოლუტურად თავისუფალი სამქულიანი ისროლა, მაგრამ მიზანს ვერ მოარტყა.

მიუხედავად ამისა, მასპინძლები მაინც მიუხლოვდნენ მეტოქეს ერთი სროლის მანძილზე: სირენამდე 31 წამით ადრე, ჯეიმსმა ორი საჯარიმო ჩააგდო და "მაიამის" ჩამორჩენა ორ ქულამდე შეამცირა. საჭირო იყო კარგი დაცვა და "მაიამის" კიდევ დარჩებოდა მინიმუმ შვიდი წამი შეტევისთვის. ფლორიდელებმა თითქმის მოახერხეს "სპურსის" შეტევის მოგერიება. ტონი პარკერმა ტარებისას ორჯერ კინაღამ დაკარგა ბურთი, მოედანზეც დაეცა, მაგრამ მაინც მოახერხა ურთულესი სროლა და ჩააგდო, თანაც ეს გააკეთა მაშინ, როცა შეტევის დროის ამოწურვამდე 0.1 წამი რჩებოდა. დარჩენილ დროში ოთხქულიანი სხვაობის გაბათილება შეუძლებელი იყო.

მართალია, "სან ანტონიომ" საკუთარი მოედნის უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ "მაიამის" გულშემატკივრები პესიმიზმს არ უნდა მიეცენ, რადგან ბოლო სამი სეზონის განმავლობაში, "ჰიტმა" სამჯერ წააგო სერიის პირველი მატჩი და შემდეგ, ზედიზედ ოთხი შეხვედრაში გაიმარჯვა. რა მთავარია, წინ ძალიან საინტერესო სერია და ხარისხიანი კალათბურთი გველის. პირველ მატჩში ორივე გუნდმა ჯამში მხოლოდ 12 შეცდომა დაუშვა.

მატჩის შემდეგ

"ძალიან გაგვიმართლა, - აღიარა საფინალო სირენის შემდეგ "სან ანტონიოს" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა. - ბოლო შეტევის დროს სამჯერ მომეჩვენა, რომ პარკერი ბურთს დაკარგავდა. მაგრამ მას ეყო ტექნიკა და ოსტატობა ბურთზე კონტროლის შესანარჩუნებლად და სროლის შესასრულებლად. ტონის მადლობელი ვარ ამ არადამიანური მონდომების გამო".

"ჩემთვის სავსებით გასაგებია წაგების მიზეზი, - ეს "მაიამის" დამრიგებლის ერიკ სპოელსტრას სიტყვებია. - გადამწყვეტ მომენტებში ჩვენი შეტევა სრულიად არაეფექტური აღმოჩნდა. იმედია, მომდევნო შეხვედრაში ჩვენი ლიდერები უფრო პროდუქტიულები იქნებიან ბოლო მეოთხედში. უკანასკნელ 12-წუთეულში უეიდს 0 ქულა ჰქონდა. ასე "სან ანტონიოს" ვერ მოვუგებთ".

"ვფიქრობ, ბოლო მეოთხედში დაღლილობამ იჩინა თავი, - ამბობდა უეიდი. - მოედნისთვის ერთი თვალის გადავლებაც საკმარისი იყო იმის მისახვედრად, რომელმა გუნდმა ითამაშა ნახევარფინალში შვიდივე მატჩი".

"სპურსის" თამაშის სტილი ყველასთვის ნაცნობია. ისინი მაქსიმალურ დისკომფორტში გაიძულებენ თამაშს. და როგორც კი შეცდომას უშვებ, მაშინვე გსჯიან ამისთვის ზუსტი ტყორცნით", - ასე შეაფასა თამაში ლებრონ ჯეიმსმა.

"მნიშვნელობა არ აქვს, რამ ამბობენ ჩვენზე, - აღნიშნა მატჩის შემდეგ დანკანმა. - დაგვიძახონ ვეტერანები, "ბებრები", წინა თაობა... ჩვენ ვიცით, რომ საჩემპიონო ბეჭდების მოგების ბრწყინვალე შანსი გვაქვს".

მაიამი-სან ანტონიო 88:92

24:23, 28:26, 20:20, 16:23

მ: ჯეიმსი (18+18 მოხსნა+10 პასი), უეიდი (17), ბოში (13+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), ალენი (13).

ს-ა: პარკერი (21+6 პასი), დანკანი (20+14 მოხსნა+4 პასი+3 დაფარება), ჯინობილი (13+3 პასი), გრინი (12+5 მოხსნა), ლეონარდი (10+10 მოხსნა).

სერია: 0-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. პლეი ოფი: დიდი ტრიოს ზედიზედ მესამე ფინალი

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
საფრანგეთმა რიოს შესარჩევში უნდა ითამაშოს
NBA. პლეი ოფი: ლებრონ ჯეიმსმა მაიკლ ჯორდანს გაუსწრო
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
მშვიდი მკვლელი
კრის ბოშმა ვარჯიში დაიწყო
"მაიამი ჰიტის" განსაკუთრებული კულტურა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "უორიორზის" სერია, "ვაშინგტონის" ტიტული
ტონი პარკერი ნოემბერში დაბრუნებას გეგმავს
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
გამოუსადეგარი ბოში: "მაიამის" ლიდერს კარიერის განახლების უფლებას არ აძლევენ
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
კრის ბოში და პორნოინდუსტრია
NBA. 18 დეკემბერს დანკანს დააფასებენ
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ტონი პაკერი: "სპურსი" აგრძელებს სრულყოფას
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "სან ანტონიოს" შეტევა არ უვარგა
NBA-ს 6 ცნობილი მოთამაშე, რომლებიც ახალ კლუბებს ვერ შეეწყვნენ
ტიმ დანკანი MMA-ის მებრძოლი ხდება?
NBA. მატჩები: დურანტის გამარჯვების ორქულიანი, პარკერმა ბრაიანტს გაუსწრო [VIDEO]
NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილი
ასეთი მეორე აღარ იქნება: ტიმ დანკანის წასვლის გამოხმაურება
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
ჯიმი ბატლერმა დუეინ უეიდის ცოლის პიკანტურ ფოტოზე დააკომენტარა
პოლ პირსი ერთი სეზონისთვის დარჩა
გოგა ბითაძემ იაო მინისა და ტიმ დანკანის მიღწევა გაიმეორა!
NBA-ს ოთხგზის ჩემპიონი შეიძლება "ლიონის" პრეზიდენტი გახდეს
NBA: კრის ბოში საბოლოოდ წავიდა