თბილისის "დინამოს" ყოფილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ "დილაში" გადასვლის ვარიანტი რამდენიმე დღეში გაირკვევა
თბილისის "დინამოს" პრეს-სამსახურის ცნობით, სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდი 5 მოთამაშეს დაემშვიდობა.

"ოთარ ხიზანეიშვილს, დიმიტრი ტატანაშვილს, კარლეს კოტოს, პატრიკ მილხრაუმს და ემანუელ მენდის მოქმედი კონტრაქტები დაუსრულდათ. "დინამო" მადლობას უხდის მათ გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს საფეხბურთო კარიერაში" - ვკითხულობთ განცხადებაში.

ამ ყველაფერში იყო ლოგიკა, გაშვებულთა უმრავლესობას თამაში არ უწევდა. გამონაკლისი ოთარ ხიზანეიშვილია, რომელთან დამშვიდობებაც მოულოდნელი აღმოჩნდა - საქართველოს ნაკრების ყოფილმა წევრმა და გერმანია-რუსეთში ნათამაშებმა გამოცდილმა მცველმა საშემოდგომო ეტაპზე 20 მატჩი ჩაატარა, მაგრამ ზამთრის შეკრებაზე დაშავდა და საგაზაფხულო ეტაპი გაუცდა.

ოთარი "დინამოდან" მესამედ წამოვიდა - პირველად 17 წლისა მოსკოვის "სპარტაკმა" მიიწვია, მეორედ - მოსკოვის "დინამომ", ახლა კი კარიერას, ალბათ, საქართველოში გააგრძელებს:

- კონტრაქტი დამიმთავრდა და გუნდმა მისი გაგრძელება არ მოინდომა. ეს ჩემთვის მოულოდნელი ამბავი იყო, რადგან შესვენებაზე წასვლამდე დუშან უჰრინისგან ვიცოდი, რომ ჩემი დატოვება სურდა.

არ ვიცი, მერე რა მოხდა, მაგრამ წამოსვლაც ღირსეული უნდა იცოდე და ყველაფერზე წინ სწორედ ამას ვაყენებ. სულ ვცდილობდი, "დინამოსთვის" კაცურად მემსახურა და შრომა არ დამიკლია, რადგან ჩემი საყვარელი კლუბია.

ისიც ბევრს ნიშნავდა, რომ "დინამოს" აღორძინება დაიწყო. ბევრგან მითამაშია, "დინამოს" მსგავსი ბაზა კი არსად მინახავს. იქ ვარჯიშზე მისვლაც მახარებდა. რომან ფიფიამ გუნდისთვის ბევრი გააკეთა და ევროსარბიელზე ბევრად უკეთ გამოსვლის იმედი მქონდა.

ასეთ დროს წამოვედი და გული მწყდება, მაგრამ მინდა მადლობა მოვუხადო დამლაგებლებით დაწყებული, გუნდელებს, მწვრთნელებს, პრეზიდენტს, "გლადიატორებს", საერთოდ, ვინც ადამიანი და კაცია და ვისი ნახვაც ძალიან მიხაროდა.

"დინამოსთვის" თავი დავდე და ყველაფერი გავაკეთე, ჩემპიონები რომ გავმხდარიყავით. მაგრამ კუნთი გამიწყდა, მეორე წრე გამიცდა და ჩემი დატოვება აღარ ისურვეს.

რას ვიზამთ, ფეხბურთი ასეა, გუნდიდან ჩემზე დიდი მოთამაშეები წასულან, მე იმითაც ბედნიერი ვარ, წლების განმავლობაში დინამოელი რომ ვიყავი.

- შევიტყვეთ, რომ გორის "დილა" გიწვევს.

- სხვათა შორის, "დილაში" შარშანაც მიწვევდნენ. ახლაც დამიკავშირდნენ და გამიხარდა, ასეთი ამბიციური კლუბი რომ დაინტერესდა. ეს ამბავი რამდენიმე დღეში გადაწყდება, თუ სხვა მიწვევაზე დროული პასუხი არ მეცოდინება.

- სხვა რა მიწვევა გაქვს?

- ერთ-ერთ რუსულ კლუბზეა ლაპარაკი. რა დასამალია, თუ გამორჩეული პირობები არ იქნება, უცხოეთისკენ ძველებურად გული არც მიმიწევს. ძნელია, ოჯახის, მეუღლისა და შვილების აყრა და აქეთ-იქით ტარება.

- მერე წრეში ფორმა ვერ აღიდგინე?

- აღვიდგინე და ორ თამაშზე სათადარიგოებშიც ვიყავი, მაგრამ რატომღაც, უჰრინმა მოედანზე ერთხელაც არ შემიშვა.

გული მწყდებოდა, შანსი რომ არ მომეცა. თუმცა "დინამოში" დაბრუნებულმა ჩემს თავს მაინც დავუმტკიცე, რომ თამაში კიდევ შემეძლო.

- წარსულზეც ვთქვათ: ეროვნულ ნაკრებში 17 წლისამ ითამაშე, მაგრამ იმას ვერ მიაღწიე, რასაც შენგან ელოდნენ - რატომ?

- მოხარული ვიქნები, ჩვენს ინტერვიუს ახალგაზრდა ფეხბურთელები თუ წაიკითხავენ. ჩემი გამოცდილებიდან ვეტყვი, ნიჭიერი კაცი თუ მოინდომებს და ფეხბურთისთვის ბევრს გასცემს, ფეხბურთის ღმერთი შრომას აუცილებლად დაუფასებს.

სანამ კარიერას არ დაასრულებენ, სხვა რამეზე არც უნდა იფიქრონ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ცხოვრებაში რაღაცები შემემთხვა, რაც ფეხბურთს არ უხდებოდა...

გაჭირვებაში გავიზარდე და ბევრის მიღწევა მსურდა. თავიდან ძალიან ვინდომებდი, მაგრამ ბოლომდე ფეხბურთით არ ვიცხოვრე და ამიტომაც დავისაჯე - ეს ტრავმები და აუწყობელი კარიერა სხვა არაფრის შედეგია. არადა, დიდი ფეხბურთის თამაში შემეძლო და განვლილი წლების შეცდომებს ძალიან განვიცდი და ვნანობ.

- შენი აზრით, ეროვნულ ნაკრებში კიდევ ითამაშებდი?

- ნაკრებში ყოველთვის სულსა და გულს ვდებდი. წელიწად-ნახევარი სწორედ ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო გამიცდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია და დღეს ჩემგან ნაკრებში მოხვედრაზე ლაპარაკი უხერხული იქნება - არ ვარ ღირსი და არც მიწვევენ. გული სხვა რამეზე მწყდება - სამწუხაროა, რომ გუნდი ვერ თამაშობს.

მე ჩემს თავზე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ჩემი გადასახედიდან, ჯაბა დვალი მიწვევას იმსახურებს.

ბოლო წლებში ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელია, გოლები გააქვს და თავდამსხმელს მეტს რას სთხოვენ? ვფიქრობ, მას შანსი უნდა მიეცეს.

- ფეხბურთის ღმერთი ახსენე - ნიჭიერი მოთამაშეები ვერ იზრდებიან, სუსტი კლუბები და ეროვნული ნაკრები გვყავს. ეტყობა, ყველა ერთად რაღაცას ვაკლებთ და შედეგი ამიტომაც არ გვაქვს.

- ნიჭიერი ბავშვები მოდიან, მაგრამ უცებ ჩერდებიან და ქრებიან. ქართველების უმრავლესობას პრობლემა ხასიათში გვაქვს.

ყველაზე არ ვლაპარაკობ. მაგალითად, კახა კალაძემ რამდენს მიაღწია და ვენაცვალე, ახალგაზრდა ფეხბურთელებს მაგალითი რომ მისცა.

უმრავლესობა კი მცირედსაც კმაყოფილდება და ამიტომ მსურს ახალგაზრდებს ვურჩიო, ფეხბურთში მხოლოდ დიდ მიზნებზე იფიქრონ და არასოდეს შეჩერდნენ.

ფეხბურთს სახელმწიფო და ბიზნესი ყველანაირად უნდა დაეხმაროს, ბავშვებს საზრუნავი რომ არ უნდა ჰქონდეთ, სახლში რა შეჭამოს და ვარჯიშზე როგორ გამოცხადდეს.

დამიჯერეთ, ბევრი მოედანზე გაფანტული გონებით სწორედ ამ პრობლემების გამო გადის და მერე ვკითხულობთ, რატომ არ იყო ესა თუ ის მოთამაშე მობილიზებული. გაჭირვებული ადამიანი მოედანზეც პრობლემებზე ფიქრობს.

მეორე მიზეზი ისაა, რომ ბევრი უცხოეთში ნაადრევად მიდის. ჩემი აზრით კი, სანამ ფეხბურთელი სპორტულად და მორალურად არ მომწიფდება, არ უნდა გავუშვათ, რადგან ეს სარისკოა: ბევრმა ენაც არ იცის, უცხო გარემოსთან, კულტურასთან და გუნდთან შეგუებას დრო სჭირდება და სანამ ადაპტაციას გაივლიან, შესაძლოა, გაუშვან.

აქ თუ პირობები ექნებათ, 18-19 წლის მოუმწიფებელი ბიჭები უცხოეთში არ წავლენ, კარგი ჩემპიონატიც გვექნება და ასე გაზრდილ მოთამაშეებში გუნდები 20-25 ათას დოლარს კი არ აიღებენ, არამედ, გაცილებით მეტს.

- ამასაც შენი გამოცდილებიდან ყვები?

- რა თქმა უნდა. მოსკოვის "სპარტაკში" 17 წლის წავედი, რუსული არ ვიცოდი, ხალხის მენტალიტეტს არ ვიცნობდი და სულ დაძაბული დავდიოდი.

- მოსკოვის "სპარტაკში" ქართველებს დამკვიდრება ყოველთვის უჭირდათ.

- საერთოდ, ფეხბურთელს ვერავინ დაღუპავს, საკუთარი თავის გარდა. იმას ვერ ვიტყვი, რომ ქართველებს ვერ იტანდნენ და "სპარტაკმა" დამღუპა. მაგრამ მოუმწიფებელიც წავედი და ბარიერები მქონდა. ბოლოს და ბოლოს, რუსული არ ვიცოდი და საქმეს რაღაც დავაკელი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zuzu
დუდუს ვეთანხმები , ნამდვილად ასეა, საქართველოში მაგალითად საკუთარ თავზე მეტად სხვებო გუპავენ ნიჩიერ ბავშვებს ეს ასეა და აბა ვინმე შემედავოს უფრო ვრცლადაც ავხსნი ტუ რირი თქმა მინდა
dudu
ეჰ, მეგობრებო, კომენტარების პატივცემულო ავტორებო, ხიზანეიშვილს ნუ დაეთანხმებით, რო "საერთოდ, ფეხბურთელს ვერავინ დაღუპავს, საკუთარი თავის გარდა." ნებისმიერი უნამუსო მწვრთნელი დაღუპავს ნეიმარს, ან ნებისმიერ სხვას, თუ მოინდომებს. ფეხბურთში ოდნავ მაინც ჩახედული ნებისმიერი ადამიანი დამემოწმება. წარმოიდგინეთ, რო საქართველოში, სადაც მაღალი დონის ფეხბურთელი (თუნდაც, ერთი) წლებია, არ გაზრდილა, გამოჩნდა ახალგაზრდა (17-19 წლის), რომელსაც აქვს ამბიცია, რო გარკვეულ დონეზე (საქართველოში:)) ითამაშოს. რა ქნას? ის კი არა, რო არ მიიღებენ, არც გ ა ს ი ნ ჯ ა ვ ე ნ! ან, "გააფუჭEბენ" უბრალოდ. მაგალიუთად, თუ რამეს ვაჭარბებდე,
niniko
მართლაც რომ კარგი პიროვნებაა ძალიან წადგება ყველა ქარტველ კაცს. გისურვებ ბედნიერებას ისე ძალიან სიმპატიური მამაკაცია
Nako
შენი სტატია ახალგაზდებს ძალიან დაეხმარება და გამოადგება ..გისურვებ წარმატებებს
თამაზი
ოთარი ძალიან ნიჭიერი იყო თუ არ ვცდები 1981-შია დაბადებული,სამწუხაროდ მან თავისი ნიჭის 30% პროცენტი გამოიყენა.გაიხსენეთ მარადონას სიტყვები: მე მხოლოდ 5% პროცენტი ნიჭი ვარ დანარჩენი-95% შრომაო,აბა ის რომ მაგას იტყვის, სხვამ რა თქვას,ასეა ოთარი,ძალიან ბევრის მიღწევა შეგეძლო-მაგრამ...
Tosi
ჯიგარი ხარ ოთარ
guja
ხიზანეი მაგარი ადამიანი და მაგრი ფეხბურტელი ხარ ამ დინამოში კიდე ყ... ბის დოგია როგორ გაუშვეს. წარმატებები ჯიგარო
Tosi
ჯიგარი ხარ ოთარ!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0:3 ტორპედო. ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ძელი რომ არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
[VIDEO] უკვე დუბლი - კვარაცხელიამ "ბაიერნს" ისევ გაუტანა
[VIDEO] კვარაცხელიამ ნოიერს გაუტანა და "ბაიერნთან" ანგარიში გაათანაბრა
პსჟ - "ბაიერნი". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
"შავი ლომი" დიდი 10-ის ნაკრებთან გახურდება
გორეცკა სერია A-ს უახლოვდება - "მილანმა" კონტრაქტი უკვე გაამზადა
კომპანი პსჟ-ს მხრიდან ქარიშხალს ელის
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0:3 ტორპედო. ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი...
Geo Team: დავითაშვილისთვის სეზონი დასრულებულია
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ძელი რომ არა...
რაგბი7 | უმაღლესი დონის გუნდებთან ჰაგუენაუში
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
ლუის ენრიკე: პსჟ საუკეთესოა, "კვარადონა" - ფანტასტიკური
"ნუ სვამ, გრილიშ, "ნაპიტოკებს", სიბერეში დაგიტოკებს" - ჯეკს აღდგენის თავისებური მეთოდი აქვს
"ძალიან მოტივირებულები ვართ, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით" - ხვიჩა კვარაცხელიას პრესკონფერენცია
ქუთაისმა თელავი კვლავ დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა
"ბავშვივით თამაშობ" - დი კანიომ რაფა ლეაო გააკრიტიკა
ბადრი კვარაცხელია: მამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი აღარ არის
[VIDEO] პროფესიონალი მოკრივეც ხელს მოაწერდა - დიდი მუშტი-კრივი ესპანეთის ჩემპიონატში
დუდა სანაძის 23 ქულა და პალმერის ბრძოლაში გამარჯვება | ლეგიონერთა ამბები
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
"მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა წარმოუდგენელია სახელმწიფოს და სფფ-ს გარეშე"
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ოთარ ხიზანეიშვილი: სუფთა ვარ და ყველაფერს კანონიერად, ფუტსალისთვის ვაკეთებ
ოთარ ხიზანეიშვილი სფა-ს პრეზიდენტად რეგისტრაციაში გაატარეს
ფუტსალში ახალი გამგეობაა - ოთარ ხიზანეიშვილმა ვეტერანები აქციაში ჩართო
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
Geo Team: ქეცბაია თბილისის "დინამოს" მწვრთნელი გახდება
კვიპროსული პრესა მსჯელობს - ქეცბაია "დინამოში" დანიშვნის შემდეგ, "ანორთოსისისგან" კომპენსაციას ვეღარ მიიღებს?
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
ოფიციალურად: თემურ ქეცბაია თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
მიეცემა თუ არა ხვიჩა კვარაცხელიას ძმას "დინამოს" ძირითად გუნდში თამაშის შანსი - ქეცბაიამ ამ თემაზე ისაუბრა
ვეტერანები აკაკი დევაძის დასახმარებლად 120 ათასი ლარის შეგროვებას ვარაუდობენ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
მხარდაჭერა დევას! საქველმოქმედო კონცერტი და შემოსავალი ქართული კლასიკოდან