ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სერია A: სკუდეტოს ტოლფასი

სერია A: სკუდეტოს ტოლფასი

"ლაციო"-"რომა" - რომაული დერბის ემოციები
ეს უკვე კატასტროფაა - იტალიური გუნდების ასპარეზობა ევროარენაზე ვერავითარ კრიტიკას ვეღარ უძლებს: თავად განსაჯეთ, ევროპის ლიგაში ოთხმა აპენინურმა გუნდმა გამართა პაექრობა და ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოიგო - "იუვენტუსი" საკუთარ მოედანზე "ზალცბურგს" დაუზავდა, "სამპდორიამ" "მეტალისტს" ვერ მოუგო, "ნაპოლი" "ლივერპულთან" დამარცხდა უშანსოდ, ხოლო "პალერმომ" მეორე მატჩიც წააგო მოსკოვის ცსკა-სთან. მოკლედ, შედეგები ისეთია, მტერს რომ არ უსურვებ და ბუნებრივია, იტალიელი ჟურნალისტები ამაზე აქტიურად წერენ. დავამატოთ ამას ჩემპიონთა ლიგაზე არც თუ წარმატებული ასპარეზობა: "მილანი" აშკარად დაიჩაგრა "რეალთან" პაექრობაში, მაგრამ უბერებელი ფილიპო ინძაგის წყალობით ქულა გადაარჩინა - მართალია, მადრიდელებმა მსაჯის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე გაათანაბრეს ანგარიში, მაგრამ თუ თამაშის მიმდინარეობას გავიხსენებთ, გადასარჩენად საქმე უფრო ლომბარდიელებს ჰქონდათ. "ინტერმა" უშანსოდ წააგო "ტოტენჰემთან" - ერთი "რომამ" გაიმარჯვა, რასაც გუნდის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრი არ მოელოდა. მოკლედ, იტალიურ საკლუბო ფეხბურთში რთული ვითარებაა და სად არის გამოსავალი, დღეს ძნელი სათქმელია.

მთავარი მატჩი

ტურის ცენტრალური შეხვედრა უდავოდ რომის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, სადაც დედაქალაქის ორი გუნდი შეერკინება ერთმანეთს. დიახ, ხვალ რომაული დერბია, თამაში, რომელიც სცილდება ქულების და სატურნირო ცხრილის ფარგლებს. ალბათ შეამჩნიეთ კიდეც, რომ ღამის მატჩი "პალერმო"-"ჯენოაა" და არა დედაქალაქური დერბი - როგორც წესი, ღამით ტურის ცენტრალური შეხვედრები იმართება, თუმცა ამჯერად, "ლეგა კალჩოს" მესვეურებმა თავი დაიზღვიეს და დღისით გადმოწიეს. ეს ყველაფერი კი უსაფრთხოების ზომების მიღებით გახლავთ განპირობებული, რათა თავიდან აიცილონ ტიფოზთა დაპირისპირება. დღისით უფრო იოლია სტადიონზე მიმდინარე მოვლენების კონტროლი და შესაბამისად, არეულობის ინსპირირების საფრთხე მნიშვნელოვნად იკლებს.

"რომა" დიდი დანაკლისით ხვდება დერბის - ფრანჩესკო ტოტის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს და "ლაციოს" წინააღმდეგ ვერ იასპარეზებს. პრინციპში, მიმდინარე სეზონში პუპონე ისედაც ვერ ბრწყინავს და შესაძლოა, მისმა ტრავმამ "რომას" კარგი სამსახურიც კი გაუწიოს. კლაუდიო რანიერი ორ ფორვარდს დააყენებს ძირითად შემადგენლობაში და მარკო ბორიელოს სავარაუდოდ მირკო ვუჩინიჩს შეუწყვილებს. თავდამსხმელთა უკან კი ჟერემი მენეზი ითამაშებს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში "ბაზელის" წინააღმდეგ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. ტრავმირებულნი არიან როდრიგო ტადეი და მატეო ბრიგი, შესაბამისად, ვერც მათ ვიხილავთ "ლაციოსთან" პაექრობაში. ანუ, კლაუდიო რანიერი 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს და შეეცდება, რომ თამაში მეტოქის ნახევარზე წარმართოს - ამაზე მისი სიტყვები მეტყველებს:

"მიუხედავად იმისა, რო სტუმრები ვართ და გულშემატკივრები მეტოქეს დაუჭერენ მხარს, მეორე ნომრიდან თამაშს არ ვაპირებთ. გვინდა, რომ ინიციატივა ავიღოთ და თამაში წავიყვანოთ. სწორედ ასე შეიძლება "ლაციოს" დამარცხება, გუნდის, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია. მინდა კომპლიმენტები ვუძღვნა ედუარდო რეიას, რომელმაც მართლაც რომ ძლიერი გუნდი გააკეთა. წინ დიდი მატჩია, დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი ბრწყინვალე სანახაობას იხილავს".

დიდი სამზადისია "ლაციოს" ბანაკში და მოდით, პირდაპირ მაურო სარატეს კომენტარით დავიწყოთ: "სატურნირო ცხრილში თანააქალაქელები ძალიან ჩამოგვრჩებიან, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. როდესაც დერბია, ცხრილს არც უნდა ჩახედო - ეს ის შემთხვევაა, როდესაც არსებობს მხოლოდ "ლაციო" და "რომა", დანარჩენი მეორეხარისხოვანია. ერთი სული მაქვს როდის დაიწყება შეხვედრა, რადგან დერბის დროს სტადიონზე განსაკუთრებული ატმოსფეროა. ვფიქრობ, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, რადგან "ლაციო" ერთ მუშტად შეკრული და ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული გუნდია. თავს არ დავზოგავთ, ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ, რადგან დერბიში გამარჯვება სკუდეტოს მოგების ტოლფასია".

სარატე კი იმუქრება, თავს არ დავზოგავო, მაგრამ იტალიელი ჟურნალისტები მას ძირითად შემადგენლობაში არ მოიაზრებენ. ედუარდო რეია ალბათ ისეთივე ტაქტიკას აირჩევს, როგორსაც კლაუდიო რანიერი: 4-3-1-2-ს. შეტევის წინა ხაზზე ტომაზო როკის და სერჯო ფლოკარის ვიხილავთ, უკნიდან კი ერნანესი გაირჯება. აპრობირებული ტრიუმვირატია და ვნახოთ, ამჯერად როგორ წარმოაჩენენ თავს.

"ლაციო" საბრძოლო შემადგენლობით ხვდება პრინციპულ პაექრობას, ერთადერთი ბიავას აქვს ტრავმა და "რომასთან" ჯახის გამოტოვება მოუწევს. თუმცა, არა გვგონია ეს დიდი დანაკლისი იყოს, რადგან ბოლო პერიოდში, ბიავა ისედაც იშვიათად ხვდებოდა ძირითად შემადგენლობაში. აი, რაც შეეხება სარატეს - მიმდინარე სეზონში ვერაფრით გაიხსნა და სრულიად ბუნებრივად გვეჩვენება, რომ სათადარიგოთა სკამზე საკმაოდ დიდ დროს ატარებს. არადა, ერთ-ერთ ინტერვიუში ედი რეიამ პირდაპირ განაცხადა: სარატე რომ ისევე თამაშობდეს, როგორც გასულ სეზონში, ბევრად უფრო ძლიერი გუნდი გვეყოლებოდაო. ვნახოთ, იქნებ გაიხსნას არგენტინელიც და გავიგებთ, როგორია კიდევ უფრო ძლიერი "ლაციო"... იქამდე კი ვიხილოთ მართლაც დიდი ჯახი, რომაული დერბი.

სავარაუდო შემადგენლობები

ლაციო (4-3-1-2): მუსლერა - ლიხტშტაინერი, სტენდარდო, დიასი, რადუ - ბროკი, ლედესმა, მაური - ერნანესი, როკი, ფლოკარი.

რომა (4-3-1-2): ჟულიო სერჟიო - კასეტი, მექსე, ჟუანი, რიისე - სიმპილისიო, დე როსი, პეროტა - მენეზი - ვუჩინიჩი, ბორიელო.

მილანური გრანდები

ცოტა უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ "ლაციოს" პირველი მდევარი "ინტერია", გუნდი, რომელიც ამ უქმეებზე "ბრეშას" უმასპინძლებს. მილანელებს სარეაბილიტაციოდ აქვთ საქმე, რადგან ჩემპიონთა ლიგაში "ტოტენჰემთან" სასტიკი მარცხი განიცადეს. აქ საქმე მხოლოდ შედეგში არაა, პრემიერლიგის საშუალოზე ოდნავ მაღალი კლასის გუნდმა იტალიური და ევროპული ფეხბურთის გრანს შანსი არ დაუტოვა. ის, რაც გარეთ ბეილმა დუგლას მაიკონს დამართა, ცალკე სალაპარაკო თემაა - გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ახალგაზრდა უელსელმა საშინელ დღეში ჩააგდო, შეიძლება ითქვას, რომ მასხრადაც კი აიგდო. მოკლედ, "ინტერმა" უნდა დაამტკიცოს, რომ გამოვიდა ლონდონური შოკიდან და აგრძელებს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლას.

რაფაელ ბენიტესი ხუთ ნახევარმცველს მოისაკლისებს: ესტებან კამბიასოს, მკდონალდ მარიგას, დეიან სტანკოვიჩს, ტიაგო მოტას და სალი მუნტარის. დანაკლისი მართლაც დიდია, ამიტომ საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ორი ნომინალური მცველი გაირჯება: ხავიერ ძანეტი და კრისტიან კივუ. არგენტნელს უფრო მეტი გამოცდილება აქვს ნახევარდაცვაში ასპარეზობის, აი რუმინელისთვის კი შუახაზში ანაცვლება ახალი ხილია. სამაგიეროდ, ზირითად ჩშემადგენლობაში ბრუნდება დიეგო მილიტო, რომელიც ცენტრფორვარდის პოზიციას დაიკავებს. შესაბამისად, ფლანგზე გადაინაცვლებს სამუელ ეტოო, ვის მხარდამხარაც ვესლი სნეიდერი და გორან პანდევი გაირჯებიან. ამჯერად, თადარიგში მოუწევთ დარჩენა ახალგაზრდა გარემარბებს: კოუტინიოს და ბიაბიანს.

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (4-2-3-1): კასტელაცი - მაიკონი, ლუსიო, სამუელი, სანტონი - ძანეტი, კივუ - ეტოო, სნეიდერი, პანდევი - მილიტო.

ბრეშა (4-3-2-1): არკარი - ბერარდი, ძებინა, მარტინესი, დალამანო - ჰეტემაი, ბუდელი, ვასი - დიამანტი, კონე - კარაჩოლო.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დიდი ვერაფერი ფეხბურთი ითამაშა მადრიდის "რეალთან" "მილანმა" და ბედს უნდა უმადლოდეს, რომ ქულას გამოკრა ხელი. აქვე, კიდევ ერთხელ აღვნმიშნოთ, რომ, კარგად გვახსოვს ესპანელთა მეოთხე დამატებულ წუთზე გატანილი გამათანაბრებელი გოლი, მაგრამ ჩვენ პოზიციაზე ბოლომდე ვრჩებით. "როსონერის" თამაშში უამრავი ხარვეზი შეინიშნება, რომელსაც გამოსწორება სჭირდება. რამდენად მზად არის ამისთვის მასიმილიანო ალეგრი, დღეს რთული სათქმელია, მაგრამ ჯერჯერობით, პროგრესი არ იგრძნობა. გუნდი ისევ და ისევ ძალიან ნელა თამაშობს და შესაბამისად, მეტოქისთვის იოლად წასაკითხია. ის, რამაც შეიძლება "კიევოსთან" ან "ბარისთან" იმუშავოს, "რეალთან" უბრალოდ ვერ გაჭრის. ამჯერად კი "მილანს" სწორედ "ბარისთან" აქვს თამაში და შეიძლება გაჭრას კიდეც...

თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, რონალდინიო სათადარიგოთა სკამზე დარჩება. როგირც ჩანს, ჯერ კიდევ ვერ მოიშუშა ბოლომდე ტრავმა და "რეალთან" გამაყუჩებლებით იასპარეზა. სასტარტოში უნდა ვიხილოთ რობინიო, რომელიც გამთამაშებლის პოზიციას დაიკავებს. ძირითდში მოიაზრებიან ალეშანდრე პატო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც რეზერვისთვის გამეტებული ფილიპო ინძაგი იპყრობს - ბოლოს, სწორედ მის კომენტარს გაგაცნობთ:

"ჩემპიონთა ლიგაში "რეალის" წინააღმდეგ გატანილი გოლები ბუნებრივია ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება, მაგრამ თუ დამიჯერებთ, მე ყველა შეხვედრაზე ერთნაირი მოტივაციით ვთამაშობ. ვერ გეტყვით ვიქნები თუ არა "ბარისთან" პაექრობაში ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ თუ შანსი მომეცა, ცდას არ დავაკლებ, რომ გულშემატკივრები კვლავ გავახარო. მართალია, ხშირად არ მიწევს მოედანზე ყოფნა, მაგრამ "მილანში" მაინც ბედნიერი ვარ - მინდა კარიერა სწორედ "როსონერიში" დავასრულო".

სავარაუდო შემადგენლობები

ბარი (4-4-2): ჟილე - ბელმონტე, ა. მაზიელო, როსი, პარიზი - ალვარესი, დონატი, ალმირონი, პულცეტი - ბარეტო, კუტუზოვი.

მილანი (4-3-1-2): აბიატი - ძამბროტა, ნესტა, ტიაგო სილვა, ანტონინი - გატუზო, პირლო, ზეედორფი - რობინიო - პატო, იბრაჰიმოვიჩი.

დღეს

ბოლონია-ლეჩე 21:00

ინტერი-ბრეშა 23:45

ხვალ

ფიორენტინა-კიევო 15:30

ბარი-მილანი 18:00

იუვენტუსი-ჩეზენა 18:00

ლაციო-რომა 18:00

ნაპოლი-პარმა 18:00

სამპდორია-კატანია 18:00

უდინეზე-კალიარი 18:00

პალერმო-ჯენოა 23:45

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლაციო 9 7 1 1 13-6 22

2. ინტერი 9 5 3 1 11-4 18

3. მილანი 9 5 2 2 14-8 17

4. იუვენტუსი 9 4 3 2 18-10 15

5. ნაპოლი 9 4 3 2 15-11 15

6. სამპდორია 9 3 5 1 11-8 14

7. კიევო 9 4 2 3 11-9 14

8. უდინეზე 9 4 1 4 8-10 13

9. რომა 9 3 3 3 9-12 12

10. პალერმო 9 3 2 4 15-13 11

11. ჯენოა 9 3 2 4 8-10 11

12. ლეჩე 9 3 2 4 7-15 11

13. კალიარი 9 2 4 3 10-8 10

14. კატანია 8 2 3 3 8-8 9

15. ბრეშა 9 3 0 6 8-11 9

16. ფიორენტინა 8 2 2 4 9-10 8

17. პარმა 9 1 5 3 6-8 8

18. ჩეზენა 9 2 2 5 6-11 8

19. ბოლონია 9 1 5 3 8-14 8

20. ბარი 9 2 2 5 7-15 8

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს

40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!