ქართულ ფეხბურთში არსებულმა კრიზისულმა ვითარებამ ყველა გუნდის გეგმები არია - გამონაკლისები არც საჩხერელები არიან
საჩხერის "ჩიხურა" წლეულს ევროთასებზე პირველად ითამაშებს. გუნდმა თავისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა, ჩემპიონატში მე-4 ადგილი დაიკავა, ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება კი ეროვნული თასის ფინალში გასვლით მოიპოვა.

სეზონის დასრულების შემდეგ "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე იმედოვნებდა, რომ გუნდს გააძლიერებდა, მაგრამ ქართულ ფეხბურთში არსებულმა კრიზისულმა ვითარებამ ყველა გუნდის გეგმები არია - გამონაკლისები არც საჩხერელები არიან.

ფრუიძეს ბოლო დღეებში გავრცელებულ ხმებზე დავეკითხეთ, თითქოს, "ქართუ ჯგუფმა" "ჩიხურას" დაფინანსება შეუმცირა.

"ჩვენ წარმატებას "ქართუ ჯგუფის" დახმარებით მივაღწიეთ. სწორედ ამ ჰოლდინგის დამსახურებაა, საჩხერეში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა რომ გაუმჯობესდა და გუნდი გაძლიერდა.

არსებობს სტადიონის პროექტი და იმედია, მშენებლობის საკითხი მალე გადაწყდება.

"ქართუ ჯგუფი" გუნდის დახმარებას კვლავაც აგრძელებს. კატასტროფულ მდგომარეობაში ნამდვილად არ ვართ. წლის დასაწყისში 2,14 მილიონი ლარი გამოგვიყვეს, საიდანაც 1,3 უკვე დაიხარჯა, მაგრამ არ ვიცით, დანარჩენი ფინანსები ევროთასებამდე ძლიერი გუნდის დასაკომპლექტებლად საკმარისი იქნება თუ არა.

ასე რომ, არსებული თანხებიდან უნდა გამოვიდეთ, თუ სეზონის დაწყებამდე რაიმე არ შეიცვალა", - ამბობს ფრუიძე.

საჩხერელთა მთავარმა მწვრთნელმა გაურკვევლობის მიზეზები დააასახელა:

"წლეულს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად ვითამაშებთ და სეზონის დასრულების მერე გუნდის გაძლიერებაზე ვფიქრობდით. გვსურს, რომ ევროპის ლიგაზე საჩხერის გუნდს ღირსეული დებიუტი ჰქონდეს, მომავალ ჩემპიონატშიც კარგად გამოვიდეს და ხალხი გაახაროს.

გაძლიერება უფრო ნახევარდაცვასა და შეტევაში გვჭირდებოდა, დაცვაში კი ერთი მცველის აყვანა გვსურდა, მაგრამ ქართულ ფეხბურთში შექმნილი ვითარების გამო გაურკვევლობაში ვართ. ჯერ ისიც არ ვიცით, არსებულ შემადგენლობას შევინარჩუნებთ თუ არა, ვის დავიმატებთ და ვის გავუშვებთ.

გუნდს "ქართუ ჯგუფი" ინახავს, მაგრამ დამატებითი თანხები ვერ მოვიძიეთ. კარგი იქნება, სახელმწიფო უმაღლესი ლიგის გუნდებს 2 მილიონს მართლა თუ დაურიცხავს. ასე ყველანი ბევრად უკეთ ვიქნებით".

სოსო ფრუიძე ამბობს, რომ გუნდების უმრავლესობა ასეთ მდგომარეობაშია:

"ასე თუ გაგრძელდა და დამატებით არ დაგვაფინანსებენ, შარშანდელი შემადგენლობის შენარჩუნებაც გაგვიჭირდება და უეფაზე იმ სიძლიერის გუნდი არ გვეყოლება, ჩვენი გულშემატკივარი რომ იმედოვნებს.

კონტრაქტი მხოლოდ 2-3 მოთამაშეს აქვს, ყველა დანარჩენს დაუსრულდა. ჯერჯერობით წასვლის სურვილი არავის გამოუთქვამს, მაგრამ გაურკვევლობის გამო ფეხბურთელებს ახალ ხელშეკრულებებს ვერ ვთავაზობთ.

გეგმაში გვაქვს უცხოეთში შეკრების მოწყობა და საკონტროლო თამაშების გამართვა, მაგრამ ჯერ ვარჯიშის დაწყების დროც არ ვიცით.

დაფინანსებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პასუხი უახლოეს დღეებში გვეცოდინება. ახლა კი ფეხბურთელებს მხოლოდ სამი გუნდი იმატებს - თბილისის "დინამო", გორის "დილა" და რუსთავის "მეტალურგი". სხვა ყველა გაჩერებულია და საფიქრალი გაგვჩენია - დაგვაფინანსებს თუ არა სახელმწიფო.

არადა, ევროთასები კარს მოგვადგა და გადაწყვეტილება საჩქაროდაა მისაღები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლევან ყიფიანი: წელსვე დაფინანსების ილუზია არავის შეიძლება ჰქონდეს

საჩხერის "ჩიხურა" - გზა ევროპისკენ

guja_kakhadze
ამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა გყავდეს და ფეხბურთი ბიზნესად ვერ გადააქციო... ეს მარტო საქართველოში შეიძლება მოხდეს. ვისაც კი შევთავაზე ფეხბურთელის სატრანსფერო ფასის გაზრდაში დახმარება, ყველამ წაუყრუა. მხოლოდ სხვისი ფულის იმედად ქართულ ფეხბურთს არ ეშველება!!!!
roma
ჩემო სოსო,რა მნიშვნელობა აქვს გაძლიერდებით თუ არა,ანდა გახვალთ თუ არა ევრიპაზე, შედეგი მაინც 0-ი იქნება.მასე დაფინანსებას არა მარტო ფეხბურთი,არამედ ყველა დარგი ითხოვს,რა სხვები არ უნდა დაფინანსდნენ?არაა ეს ჩვენი საქმე და დიდად ნუ მოვიკლავთ თავს ფეხბურთისთვის,ჯერ ქვეყანა გადავარჩინოთ და მერე მივხედოთ ფეხბურთს.
Georgi
სანამ ვერ გადავაქცევთ ქართულ ფეხბურთს ბიზნესად, მანამდე ასე გაურკვევლობაში ვიქნებით. ამისათვის საჭიროა: 1. სამართლიანი და მიუკერძოებელი მსაჯობა. 2. შემტევი და ლამაზი ფეხბურთის თამაში. 3. ტელევიზიების და სტადიონზე დამსწრე მაყურებლების გაზრდა, სხვადასხვა გათამაშებებით..
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
კახა კალაძე: მივესალმები, თუ ფეხბურთში "ქართუ ჯგუფის" მონაწილეობა იქნება
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს