საფრანგეთის ნაკრების მცველის, ვილიამ გალასის განცხადებით, მუნდიალზე სამფეროვანთა კრახის ერთადერთი მიზეზი რაიმონ დომენეკი იყო...
საფრანგეთის ნაკრების მცველის, ვილიამ გალასის განცხადებით, მუნდიალზე სამფეროვანთა კრახის ერთადერთი მიზეზი რაიმონ დომენეკი იყო. გალასის თქმით, ნაკრების აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს ფეხბურთელებთან დიალოგის უნარი არ ჰქონდა.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საფრანგეთის ნაკრების მთავარი და ფაქტობრივად, ერთადერთი პრობლემა დომენეკი იყო. მასთან ნორმალური ურთიერთობის აწყობა ვერა და ვერ მოვახერხეთ. შეუძლებელი იყო დომენეკთან ჯანსაღი დისკუსიის გამართვა. ჩვენი აზრი მისთვის აბსოლუტურად არაფერს ნიშნავდა და ამიტომაც მას საერთოდ აღარ ველაპარაკებოდით, მხოლოდ ვუსმენდით და იმას ვაკეთებდით, რასაც გვავალებდა.

როცა მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას დომენეკს ბოიკოტი გამოვუცხადეთ, რადგან მან ანელკა გუნდიდან არა სიტყვიერი შეურაცხყოფის, არამედ ურთიერთობის გაწყვეტისთვის გააგდო. არადა, ანელკასთან ლაპარაკი დომენეკმა შეწყვიტა და ნიკოლამ მხოლოდ ამის შემდეგ არჩია დუმილი.

ვარჯიშის ბოიკოტირება კი მთელმა გუნდმა ერთსულოვნად გადაწყვიტა. მცდარია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ვეტერანებმა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ზეწოლა მოვახდინეთ", - აცხადებს გალასი.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა