გია ცეცაძის გაწვრთნილებთან და თურქებთან ერთად, ლიტვის საგზური პორტუგალიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და ჰოლანდიამ მოიპოვეს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდზე წარმატებით ითამაშა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ცნობილი იყო ფინალის მხოლოდ სამი მონაწილე - ჩვენ, მასპინძელი ლიტვა და თურქეთი.

გია ცეცაძე და მისი გუნდი მოუთმენლად ელოდნენ მომავალი მეტოქეების ვინაობას. ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენიმე ფინალისტი კიდევ გაირკვა.

მე-3 ჯგუფის მატჩებს პორტუგალიამ უმასპინძლა. მასპინძლებთან გადამწყვეტ შეხვედრაში დანიას ორი მოთამაშე გაუძევეს: მე-6 წუთზე მეკარე, 93-ე წუთზე კი ნახევარმცველი. პორტუგალიამ ევროფინალის საგზური "სპორტინგის" თავდამსხმელის, ბრუმას გოლით (1:0) მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ბრუმამ 6 მატჩში 7 გოლი გაიტანა!

პირველი ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში ექვს-ექვსქულიანი მეტოქეების - საფრანგეთისა და მასპინძელი ავსტრიის დაპირისპირება ფრანგების გამარჯვებით (1:0) დასრულდა და ევროფინალშიც სწორედ ისინი მიემგზავრებიან.

მე-4 ჯგუფს პოლონეთმა უმასპინძლა. ფავორიტების - ესპანეთისა (6 ქულა) და ხორვატიის (4 ქულა) მატჩი 1:1 დასრულდა და სასურველ მიზანს ესპანეთმა მიაღწია.

ყველაზე ჩახლართული ვითარება მე-5 ჯგუფში იყო: ბოლო ტურამდე გერმანიას, ჰოლანდიას, მასპინძელ ნორვეგიასა და კვიპროსს 3-3 ქულა ჰქონდათ. ჰოლანდიამ 92-ე წუთზე გატანილი ბურთით გერმანიას 1:0 სძლია, ნორვეგიამ კი კვიპროსს 3:0 მოუგო. ლიტვაში "ნარინჯისფერები" ითამაშებენ, რადგან უშუალო შეხვედრაში ნორვეგია 2:1 დაამარცხეს.

ამგვარად, ცნობილი გახდა ევროფინალის შვიდი მონაწილე: ლიტვა, თურქეთი, საქართველო, პორტუგალია, საფრანგეთი, ესპანეთი და ჰოლანდია. მერვე ფინალისტი 11 ივნისს სერბეთში გაირკვევა. ბოლო ტურამდე შანსებს მინი-ტურნირის ოთხივე მონაწილე ინარჩუნებს: შვეიცარია (4 ქულა), სერბეთი (3 ქულა), ირლანდია (2 ქულა) და სლოვაკეთი (1 ქულა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია

გია ცეცაძე: მინდა, უეფას გასაგონად ვთქვა, რომ ქართველები მათხოვრები არ ვართ!

U19. ბელგია - საქართველო 0:2 - მზიანი ღამე ბელგიაში [VIDEO]

U19. საქართველო-შოტლანდია 3:1 - ძლევაი საკვირველი [VIDEO]

U19. საქართველო - ინგლისი 1:1 - პირველი ფრე და შენარჩუნებული შანსი

გია
ითამაშებს ნორვეგია და არა ჰოლანდია.
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
საფრანგეთის ნაკრების ისტორიული გამარჯვება
თურქეთი 2013 ციფრებში
ვინ მოდის მანდ მომავლიდან? - ევროპის საუკეთესო ახალგაზრდები
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U21. ევროპის ჩემპიონატი. ჯგუფური ეტაპის მიმოხილვა: სუპერწყვილები ნახევარფინალში
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
ჯგუფური ეტაპი დასრულდა: ერაყის სიურპრიზი, ინგლისელთა ფიასკო
ესპანეთი პირველია, რიზეში სენსაცია მოხდა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა