რივერსი "ბოსტონს" ტოვებს?
ამერიკის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა იმ 27 ახალგაზრდა კალათბურთელის სია გამოაქვეყნა, რომლებმაც 22-25 ივლისს, ლას ვეგასში მინი საწვრთნელ შეკრებაში უნდა მიიღონ მონაწილეობა. ამ შეკრების შედეგად აირჩევენ რამდენიმე კალათბურთელს ძირითად შემადგენლობისთვის.

საწვრთნელი შეკრების მონაწილეები: რაიან ანდერსონი ("ნიუ ორლეანი"), ჰარისონ ბარნსი ("გოლდენ სტეიტი"), ბრედლი ბილი ("ვაშინგტონი"), დემარკუს კაზინსი ("საკრამენტო"), დემარ დეროზანი ("ტორონტო"), ანდრე დრამონდი ("დეტროიტი"), კენეტ ფარიდი ("დენვერი"), დერიკ ფეივორსი ("იუტა"), პოლ ჯორჯი ("ინდიანა"), ტაჯ გიბსონი ("ჩიკაგო"), გორდონ ჰეივორდი ("იუტა"), დრიუ ჰოლიდეი ("ფილადელფია"), დეანდრე ჯორდანი ("კლიპერსი"), ტაი ლოუსონი ("დენვერი"), კავაი ლეონარდი ("სან ანტონიო"), გრეგ მონრო ("დეტროიტი"), ჩენდლერ პარსონსი ("ჰიუსტონი"), ლარი სანდერსი ("მილუოკი"), კლეი ტომპსონი ("გოლდენ სტეიტი"), კემბა უოკერი ("შარლოტი"), ჯონ უოლი ("ვაშინგტონი"), კაირი ირვინგი ("კლივლენდი"), ენტონი დევისი ("ნიუ ორლეანი"), მაიკლ კონლი ("მემფისი"), მეტიუ ლილარდი ("პორტლენდი"), დიონ უეიტერსი ("კლივლენდი"), აილერ ზელერი ("კლივლენდი").

რივერსი "ბოსტონს" ტოვებს?

როგორც ESPN-ის ვებგვერდი წერს, "ბოსტონის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ცხრაწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, დოკ რივერსი მზად არის ძალები სხვა გუნდში მოსინჯოს.

"დოკს უყვარს მწვრთნელად მუშაობა, მოსწონს "ბოსტონი", მაგრამ ის გრძნობს, რომ ცვლილებების დრო მოვიდა", - ამბობს "სელტიქსთან" დაახლოებული წყარო.

რივერსს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს "სელტიქსთან", რომელიც კიდევ სამი წელია ძალაში და ამ დროის განმავლობაში, სპეციალისტმა 21 მილიონი დოლარი უნდა გამოიმუშავოს.

ბოლო ინფორაციით, დოკი "ლოს ანჯელეს კლიპერსში" მუშაობით არის დააინტერესებული.

ლუისი ახალ კლუბს მოძებნის

"მაიამი ჰიტის" ფორვარდი რაშარდ ლუისი ამ ზაფხულს არ აპირებს თავის კონტრაქტში არსებული პუნქტის გამოყენებას და თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლას გეგმავს.

"არ ვაპირებ კონტრაქტის ავტომატურად გაგრძელებას და ახალ ხელშეკრულებაზე ვიზრუნებ", - ამბობს ვეტერანი კალათბურთელი.

მომავალ სეზონში, ლუისმა 1.4 მილიონი დოლარი უნდა გამოიმუშავოს.

ბრიტანეთს ამერიკელი დაუნიშნეს

წლევანდელ ევრობასკეტზე ბრიტანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება - კონტინენტის პირველობაზე გუნდს უხელმძღვანელებს ჯო პრანტი.

ეს არის ამერიკელი სპეციალისტი, რომელსაც თავისი კარიერის დიდი ნაწილი NBA-ის კლუბებში აქვს გატარებული - ძირითადად, მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. 2010 წლიდან დღემდე, პრანტი "კლივლენდში" ბაირონ სკოტის სამწვრთნელო შტაბში შედიოდა.

"ჩემთვის დიდი პატივია ბრიტანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა", - ასეთი კომენტარი გაუკეთა თავის დანიშვნას ამერიკელმა.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური თამაშის შემდეგ, ბრიტანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა კრისტოფერ ფინჩმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
"გთხოვთ... "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - დუემ თანაგუნდელი გამოარჩია
მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა
16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს
ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]
"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"
ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს
პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს
ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება
ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
"უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს" - კროოსმა გერმანიის ნაკრების გეგმებზე ისაუბრა
სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
"ლოს ანჯელეს კლიპერსის" წარუმატებლობის მიზეზები
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ლეიკერსი" კობისთვის თამაშობს
NBA. პლეი ოფი: კარი დაბრუნდა და... ისევ დაიმტვრა
ბლეიკ გრიფინი პარკეტს იანვრამდე დაუბრუნდება?
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები უოკერი და ტომპსონი
კობი ბრაიანტი ყველაფრისთვის მზადაა
"ᓚᓔᓘᓙᓔᓠᓡᓘ" ᓑᓐᓘᓔᓠᓝᓜ ᓡᓙᓝᓢᓡ ᓩᓐᓐᓑᓐᓠᓔᓡ
ნიკოლოზ ცქიტიშვილი: სწორედ ახლა ვთამაშობ კარიერაში საუკეთესო კალათბურთს
NBA. ᓞᕚᓔᓘ ᓝᓤᓘ: "ᓰᓘᓢᓘᓡ" ᓖᓔᓓᓘᓖᓔᓓ ᓛᕔᓝᓗᕮᓔ ᓤᓘᓜᓐᓚᓘ
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დანკანი არ ბერდება
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უქმეების ჰაილაითები