ქართული გუნდებიდან 2026 წელს პირველ თამაშს ‘შავი ლომი’ გამართავს. ჩელენჯ თასის მესამე ტურში ის საფრანგეთში ტოპ 14-ის ‘მონტობანს’ შეერკინება.

ქალაქ მონტობანის „სტად საპიაკიზე“შეხვედრა საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება. გუნდებმა აქამდე გამართული თამაშები დათმეს და სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით უქულოდ არიან.

‘კონახტთან’ ირლანდიაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ‘შავი ლომის’ სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილებაა.

ხაზში შალვა აფციაურის ნაცვლად, რომელმაც მარქაფაში გადაინაცვლა, თამაშს გამოცდილი სანდრო თოდუა იწყებს. მეორე ფრთა აკაკი ტაბუცაძე იქნება, ცენტრში თორნიკე კახოიძე და დემურ თაფლაძე შეწყვილდებიან, ფულბეკის პოზიციაზე კი ლუკა თაყაიშვილს ვიხილავთ. უცვლელია ღერძი - თენგიზ პერანიძედა ლუკა ცირეკიძე.

შერკინებაში შეიცვალა ორივე ბურჯი და თამაშს ვასილ კაკოვინი და გიორგი ჩხარტიშვილი იწყებენ. კვლავ დამწყებთა შორისაა კვაჭი ირაკლი ქვათაძე. უცვლელი დარჩა მეორე და მესამე ხაზი; მეორე ხაზში გუნდის კაპიტანი მიხეილ ბაბუნაშვილი დადემურ ეფრემიძე შეწყვილდებიან, ხოლო მესამე ხაზში თამაშს ლაშა ციხისთავი, გიორგი ცუცქირიძე და გიორგი სინაურიძე იწყებენ.

მარქაფაში ერთი დებიუტანტია - ‘შავი ლომის’ კვართით პირველ თამაშს ჩაატარებს ბურჯი გიგა კობახიძე. სასტარტოდან მარქაფაში გადაინაცვლა ასევე ბურჯმა კახაბერ დარბაიძემ, კვაჭის პოზიციაზე კი შეცვლაზე თამაზ ჭამიაშვილი შევა. 23-კაციან განაცხადში კვლავ ვიხილავთ გუგა ღანიაშვილს, გიორგი კერვალიშვილს, გიორგი სპანდერაშვილს და ზაურ ლუტიძეს. ასევე შეცვლაზეა ზემოთ ნახსენები შალვა აფციაური.

2025/2026 წლების ჩელენჯ თასი

პირველი ჯგუფი. მესამე ტური

10 იანვარი. შაბათი. 17:00 (საქ. დრო)

მონტობანი. „სტად საპიაკი“

შავი ლომი (საქართველო) - მონტობანი (საფრანგეთი)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. სანდრო თოდუა, 10. ლუკა ცირეკიძე, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1.ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე.

მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი, 17. გიგა კობახიძე, 18. კახაბერ დარბაიძე, 19. გუგა ღანიაშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი; 21. გიორგი სპანდერაშვილი, 22. ზაურ ლუტიძე, 23. შალვა აფციაური.

Rugby.ge

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | მიხეილ ბაბუნაშვილი: უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგი რაგბის თამაში შეგვიძლია
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავმა ლომმა" საფრანგეთში ტოპ 14-ის "მონტობანი" დაამარცხა
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"შავი ლომი" | წლის პირველი მეტოქე - "მონტობანი"
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"