თურქეთის ჩემპიონატში მეორე და მესამე ადგილებზე გასულ "ფენერბახჩეს" და "ბეშიქთაშს" ფინანსური პრობლემები შეექმნათ და შესაძლოა, საკლუბო ლიცენზირება ვერ გაიარონ
შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ქასიმფაშამ" 2012-13 წლების თურქულ სუპერლიგაში მეექვსე ადგილი დაიკავა, რაც ევროპალიგის საგზურისთვის საკმარისი არ იყო.

ამ მიზნისთვის შოთას გუნდი მინიმუმ მეოთხე ადგილზე უნდა გასულიყო, ან თურქეთის თასზე უნდა ეასპარეზა წარმატებით. ახლა კი გაჩნდა შანსი, რომ "ქასიმფაშამ" ევროსარბიელზე მაინც ითამაშოს.

საქმე ისაა, რომ "ფენერბახჩეს" და "ბეშიქთაშს" ფინანსური პრობლემები შეექმნათ და შესაძლოა, საკლუბო ლიცენზირება ვერ გაიარონ, ლიცენზიის გარეშე კი გუნდი ევროსარბიელზე ვერ ითამაშებს და ვინძლო თურქეთის ქვედა ლიგაში ჩაყურყუმელავებაც კი მოუწიოთ "ფენერბახჩესაც" და "ბეშიქთაშსაც", რომლებიც თურქეთის ჩემპიონატში, შესამაბისად, მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ.

"ფენერბახჩესა" და "ბეშიქთაშს" ძვირად ღირებული ფეხბურთელების ვალი მართებთ, ორივე კლუბი მოთამაშეთა მსუყე ჯამაგირის გადახდას ვერ აუვიდა და ფეხბურთელებმაც ეს არ შეარჩინეს.

თუ "ფენერბახჩე" და "ბეშიქთაში" ლიცენზიას ვერ აიღებენ, ევროპალიგაზე თამაში ზურაბ ხიზანიშვილის "ქაისერისფორსაც" მოუწევს, რობერტ პროსინეჩკის გაწვრთნილი გუნდი თურქეთის წინა ჩემპიონატში ხომ მეხუთე ადგილზე გავიდა.

ყველაფერი რამდენიმე დღეში გაირკვევაო, იუწყება თურქული მედია და ვნახოთ, იქნებ ჩარხი ჩვენებურთა სასარგებლოდ დატრიალდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]
ექსკლუზივი: ლაშა დვალმა "დუისბურგთან" კონტრაქტი გააფორმა
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
სომხეთთან წაგების შემდეგ ბოსნიის ნაკრების მწვრთნელი გადადგა
"საქართველოს ნაკრები ის გუნდი აღარაა" - მონტენეგროელთა მწვრთნელი
რობერტ პროსინეჩკი აზერბაიჯანის ნაკრებს ტოვებს
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
რობერტ პროსინეჩკიმ აზერბაიჯანის ნაკრები დატოვა
ოთარ გოშაძე: ყველაფერი "ქასიმფაშასთან" კონტრაქტისკენ მიდის
ბოსნიის ნაკრების მწვრთნელი რობერტ პროსინეჩკი გადადგა
რობერტ პროსინეჩკი: საქართველოს ნაკრებს წარმოუდგენელი კონტრშეტევები აქვს
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
შოთა არველაძე სამუშაოდ "ქაისერისფორში" ბრუნდება?
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა
შოთა არველაძე მწვრთნელად ყოფილ კლუბს სურს
"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე