თბილისის ჭადრაკის სასახლეში გრძელდება მოჭადრაკე ვაჟთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატი 12 უძლიერესის მონაწილეობით
თბილისის ჭადრაკის სასახლეში გრძელდება მოჭადრაკე ვაჟთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატი 12 უძლიერესის მონაწილეობით.

მედლების მფლობელებს წრიული სისტემით 11 ტური გამოავლენს (ტურნირის საპრიზო ფონდია 16.000 ლარი, საიდანაც გამარჯვებული 5.000 ლარით დაჯილდოვდება).

ორი ტურის შემდეგ დიდოსტატი დავით ჯოჯუა (2548) უდანაკარგოდ მეწინავეობდა. 14 ივნისს მან შავი ფიგურებით ფრიდონ ყალაგაშვილთან (2171) მესამე გამარჯვება ჩაიწერა.

ლევან ფანცულაია (2567) და გიგა ყუფარაძე (2486) 77 სვლის განმავლობაში ეძებდნენ შანსს წარმატების მისაღწევად, მაგრამ ამაოდ, ამიტომაც მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს.

ასევე, ყაიმზე შეთანხმდნენ მერაბ გაგუნაშვილი (2601) და ტურნირის რეიტინგფავორიტი მიხეილ მჭედლიშვილი (2637). დანარჩენი სამი პარტია ასე დამთავრდა: დავით ზარქუა (2441) - ლუკა პაიჭაძე (2516) 0:1, დავით ლომსაძე (2342) - კონსტანტინე შანავა (2563) 0:1, გაიოზ ნიგალიძე (2456) - დავით მაღალაშვილი (2521) 1:0.

სამი ტურის შემდეგ: ჯოჯუა - 3, პაიჭაძე, შანავა - 2,5-2,5, გაგუნაშვილი, ყუფარაძე, მჭედლიშვილი, ნიგალიძე - 2-2, ფანცულაია - 1, ლომსაძე, მაღალაშვილი - 0,5-0,5, ზარქუა, ყალაგაშვილი - 0 ქულა.

15 ივნისს მე-4 ტურში ითამაშებენ: ყუფარაძე - ჯოჯუა, მაღალაშვილი - ყალაგაშვილი, შანავა - ნიგალიძე, მჭედლიშვილი - ლომსაძე, პაიჭაძე - გაგუნაშვილი, ფანცულაია - ზარქუა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქომაგი
ყოჩაღ დავით 4-დან 4 ქულა,მშვენიერია!წარმატებები!!!
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დღეიდან რეიკიავიკში მოჭადრაკე ქალ-ვაჟთა ევროპის გუნდური ჩემპიონატი იწყება
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ბრინჯაო
კოსოვოში, მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის მე-17 ჩემპიონატზე ხუთი ქართველი გამოვა
ქართველი მოჭადრაკე ქალები ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ითამაშებენ
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი: ქართველი ქალების ზედიზედ ორი ფრე
ჭადრაკი. თბილისის მერიის თასი: გიგა ყუფარაძემ შესანიშნავი შედეგი აჩვენა