21 წლის სოფიო შაფათავამ (293) შეძლო საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში 100-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გაღწევა

21 წლის სოფიო შაფათავამ (293) შეძლო საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში 100-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გაღწევა, მაგრამ, როგორც, ჩანს ეს მაქსიმუმი იყო ქართველი ჩოგბურთელისთვის - პირველ წრეში სოფიომ ულაპარაკოდ წააგო მე-5 ნომრად განთესილ რუმინელ სიმონა ჰალეპთან (111) - 0:6, 1:6. ჩვენებური ჯერჯერობით რჩება ბასკურ ქალაქში, ის რუს ელენა ჩალოვასთან (178) დუეტში წყვილთა თანრიგში თამაშობს. პირველ წრეში შაფათავა და ჩალოვა ადგილობრივ ჩოგბურთელებს პოლინ პარმენტიესა (107) და სტეფანი კოენ-ალოროს (142) ეთამაშებიან.

ბრიუსელში მანანა შაფაქიძე (400) მცირე საერთაშორისო ტურნირში (10 ათასი დოლარი) პირველ ნომრად იყო განთესილი. მანანამ უსიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა და მსოფლიოს 808-ე ჩოგან ჟოზან ვან ბენეკომთან (ჰოლანდია) სამ სეტში წააგო - 3:6, 6:0, 3:6. ეს ტურნირის პირველი წრის მატჩი იყო. შაფაქიძე სლოვაკ ჟუჟანა ზლოხოვასთან (510) ერთად წყვილთა ბადეში მე-2 ნომრად არის განთესილი და უკვე ნახევარფინალშია. ეს დუეტი პირველი წრისაგან თავისუფალი იყო, მეორეში კი ქართველმა და სლოვაკმა ინდოელ პჰადკეს და ფრან ვორს მოუგეს - 6:3, 6:3.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა