ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ხარები ალონსოს მიუახლოვდნენ

ხარები ალონსოს მიუახლოვდნენ

ფორმულა 1. ბრაზილიის გრან-პრი
სენსაციურად დაწყებული ბრაზილიის გრან-პრი სავსებით ლოგიკური შედეგით დასრულდა - "რედ ბულმა" დაამტკიცა, რომ ჩემპიონატში ყველაზე სწრაფი მანქანა ჰყავს, ამას სტაბილურობაც დაუმატა და დუბლი შეასრულა, რამაც კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია საერთო ჩათვლაში. სენსაცია კი შაბათს კვალიფიკაციაში "უილიამსის" პილოტის - ნიკო ჰიულკენბერგის გამარჯვება იყო.

მაგრამ გერმანელმა სტარტზე უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო - პილოტები პირველ მოსახვევამდე არ იყვნენ მისულნი, როცა სებასტიან ფეტელმა ("რედ ბული") შიდა რადიუსით გაუსწრო ნიკოს. იყოჩაღა მარკ უებერმაც ("რედ ბული"), რომელმაც ნიკო არასასურველი ტრაექტორიით შეუშვა მოსახვევში. ასე დაწინაურდა რბოლაში ავსტრიული საჯინიბოს დუეტი.

რაც შეეხება ჩემპიონობის კიდევ ერთი პრეტენდენტ ლუის ჰემილტონს ("მაკლარენი"), ის თავიდანვე ვერ გაუსწორდა ჰიულკენბერგს და ცოტა ხანში თავად დამარცხდა საერთო ჩათვლის ლიდერთან, ფერნანდო ალონსოსთან ("ფერარი") ბრძოლაში: ესპანელმა დამაჯერებელი მანევრით ჩამოიცილა კონკურენტი, ცოტა ხანში კი თამამი სვლით "უილიამსის" პილოტსაც გაუსწრო. ჰემილტონი დაელოდა იმ მომენტს, როცა ნიკო ნაადრევ პიტ-სტოპზე ბოქსებში გაემართა და მხოლოდ ამის შემდეგ გაუსწრო შაბათის გმირს.

პიტ-სტოპების პირველი სერია ადრეულად დაიწყო: უკვე მე-12 წრეზე სხვებს მაგალითი მისცა ჯენსონ ბატონმა ("მაკლარენი"). ბრიტანელის ტაქტიკამ გაამართლა: მოქმედმა ჩემპიონმა ერთი ხელის მოსმით გაუსწრო პილოტთა მთელს ჯგუფს და საბოლოოდ მეხუთე პოზიციაზე აღმოჩნდა. არ გაუმართლა ჰიულკენბერგს - ბოქსებში ვიზიტის შემდეგ ის ბატონისა და "მერსედესის" დუეტის უკან აღმოჩნდა.

ლიდერთა შორის სრული სიმშვიდე შეინიშნებოდა: "რედ ბულის" პილოტებს შორის სტაბილურად ორი-სამი წამი იყო განსხვევება. მათ პაექრობაში მცირე დაძაბულობა შეინიშნებოდა, მაგრამ კონტაქტურ ბრძოლამდე საქმე არ მისულა. ფეტელი და უებერი კონკურეტებზე ოდნავ სწრაფები იყვნენ, ამიტომაც ალონსოს სავსებით აკმაყოფილებდა მესამე პოზიცია (მით უმეტეს, რომ მისი მთავარი კონკურენტი - უებერი მხოლოდ მეორე იყო), ჰემილტონი კი უბრალოდ ვერ ეწეოდა "ფერარის" პილოტს.

მოსაწყენი რბოლა ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლამ გაახალისა. ამის მიზეზი კი ვიტანტონიო ლიუცი ("ფორს ინდია") იყო, რომელმაც პირველ მოსახვევთან დაამტვრია თავისი ბოლიდი.

სიტუაციით ისარგებლეს "მაკლარენის" პილოტებმა - ისინი ნიკო როსბერგთან ("მერსედესი") და კიდევ რამდენიმე ავტომრბოლთან ერთად ბოქსებში შევიდნენ. წესით, უსაფრთხოების მანქანის გასვლის შემდეგ რბოლას საინტერესო დასასრული უნდა ჰქონოდა: ორივე "მაკლარენს" ახალი საბურავებით იერიში უნდა მიეტანათ "რედ ბულებზე" და ალონსოზე. მაგრამ ჰემილტონმა და ბატონმა ბევრი დრო დაკარგეს წრეზე ჩამორჩენილების გასასწრებად და დაწინაურებული სამეულის შევიწროება შეუძლებელი აღმოჩნდა. თავად ლიდერებს შორისაც საინტერესო არაფერი მომხდარა.

საერთო ჯამში, სანახაობრივი თვალსაზრისით რბოლამ არ გაამართლა, მაგრამ მთავარი ამოცანა შეასრულა - ტიტულს ბედი ერთი კვირის შემდეგ აბუ დაბიში გაირკვევა. კონსტრუქტორთა თასს კი უკვე ჰყავს მფლობელი - "რედ ბულმა" თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო გუნდური პირველობა.

სებსატიან ფეტელი: "შესანიშნავი დღეა! რბოლა რთული აღმოჩნდა. სტარტზე არც ისე მომგებიან სიტუაციაში ვიყავით, მაგრამ ყველაფერი წარმატებით განვითარდა. ჰიულკენბერგი წამით შეყოვნდა, რითაც კარგად ვისარგებლე. ნიკოს გასასწრებად დიდი ადგილი არ დაუტოვებია, მაგრამ ესეც სავსებით საკმარისი აღმოჩნდა. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, რის შემდეგაც გაქცევაზე ზრუნვა დავიწყე.

ახლა უკვე მნიშვნელობა არ აქვს კორეაში განცდილ ფიასკოს. ამ დუბლით კონსტრუქტორთა თასი მოვიგეთ - ეს შესანიშნავია! რა თქმა უნდა, ტიტულისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ და ძალიან გვინდა ფერნანდო ალონსოს დამარცხება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ვამაყობ ჩვენი გუნდით - მან უდიდეს შედეგს მიაღწია.

კვლავინდებურად მჯერა, რომ შემიძლია მსოფლიოს ჩემპიონობის მოპოვება. 26 ქულით რომ ვიყო ჩამორჩენილი - ეს შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ 16 ქულის გაბათილება სავსებით რეალურია".

ფერნანდო ალონსომ შეინარჩუნა ლიდერობა და ახლა ორი რეალური კონკურენტი ჰყავს "რედ ბულის" პილოტების სახით. ბატონი ოფიციალურად ჩამოშორდა საჩემპიონო რბოლას, ჰემილტონს კი რჩება შანსი, მაგრამ მინიმალური - ის 24 ქულით ჩამორჩება ესპანელს.

"აბუ დაბიში მეორე ადგილიც მომიტანს ჩემპიონობას, თუნდაც უებერი პირველი მივიდეს ფინიშთან. ხოლო ფეტელის გამარჯვების შემთხვევაში მეხუთე ადგილიც დამაკმაყოფილებს, - განაცხადა ალონსომ ფინიშის შემდეგ. - დღეს კარგად დავინახეთ, რა მარტივად იცვლება რბოლის დროს ყველაფერი. ამიტომაც წინ ურთულესი უქმეები გველის. აბუ დაბიში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ვნახოთ, ამ შვიდი დღის განმავლობაში ვინ უკეთ შეასრულებს თავის სამუშაოს".

რბოლის შემდეგ ჟურნალისტებმა მარკ უებერს ჰკითხეს - ელოდა თუ არა ავსტრალიელი თანაგუნდელისგან დახმარებას: ხომ შეეძლო ფეტელს პირველი პოზიცია დაეთმო მარკისთვის, რაც ერთი ორად გაზრდიდა "რედ ბულის" შანსებს პირად ჩათვლაში. ასეთ შემთხვევაში, ალონსოსა და უებერს შორის სხვაობა არა ექვსი, არამედ ერთი ქულა იქნებოდა.

"გუნდი სულ სხვა ფილოსოფიით ცხოვრობს. სებასტიანმა ბრწყინვალე რბოლა ჩაატარა და დაიმსახურა ეს გამარჯვება. "რედ ბული" სპორტულ პრინციპს ირჩევს და ასე იქნება მომავალში.

ჩვენი საჯინიბოს გამო ძალიან გახარებული ვარ. "მაკლარენთან" და "ფერარისთან" კონკურენციაში კონსტრუქტორთა თასის მოგება - უდიდესი მიღწევაა", - განაცხადა უებერმა.

ბრაზილიის გრან-პრი. XVIII ეტაპი

ინტერლაგუში (71 წრე, 305.909 კმ)

1(2). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 1:33.11,803

2(3). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +4,243

3(5). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +6,807

4(4). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +14,634

5(11). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +15,593

6(13). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +35,320

7(8). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +43,456

8(1). ნიკო ჰიულკენბერგი (უილიამსი, გერმანია) 1 წრე

9(7). რობერტ კუბიცა (რენო, პოლონეთი) 1 წრე

10(12). კამუი კობაიაში (BMW-ზაუბერი, იაპონია) 1 წრე

11(14). ხაიმე ალგერსუარი (ტორო როსო, ესპანეთი) 1 წრე

12(18). ადრიან სუტილი (ფორს ინდია, გერმანია) 1 წრე

13(15). სებასტიან ბუემი (ტორო როსო, შვეიცარია) 1 წრე

14(6). რუბენს ბარიკელო (უილიამსი, ბრაზილია) 1 წრე

15(9). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) 1 წრე

16(10). ვიტალი პეტროვი (რენო, რუსეთი) 1 წრე

17(16). ნიკ ჰაიდფელდი (BMW-ზაუბერი, გერმანის) 1 წრე

18(21). ჰეიკი კოვალაინენი (ლოტუსი, ფინეთი) 2 წრე

19(20). იარნო ტრული (ლოტუსი, იტალია) 2 წრე

20(19). ტიმო გლოკი (ვირჯინი, გერმანია) 2 წრე

21(14). ბრუნო სენა (HRT F1, ბრაზილია) 2 წრე

22(23). კრისტიან კლინი (HRT F1, ავსტრია) 2 წრე

23(22). ლუკას დე გრასი (ვირჯინი, ესპანეთი) 2 წრე

24(17). ვიტანტონიო ლიუცი (ფორს ინდია, იტალია) 20 წრე

კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბული - 469 ქულა; 2. მაკლარენი - 421; 3. ფერარი - 389; 4. მერსედესი - 202; 5. რენო - 145; 5. უილიამსი - 69; 7. ფორს ინდია - 68; 8. BMW-ზაუბერი - 44; 7. ტორო როსო - 11.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი

[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა