როგორ არის ჩვენთან დაცული ადამიანი? მხოლოდ იმით, რომ სახელმწიფო გადაუდებელ ოპერაციას აფინანსებს?..
რა არის კაცობრიობის უმთავრესი მონაპოვარი?

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამ კითხვაზე სწორ პასუხს ზოგი ქართველი პოლიტიკოსიც ვერ გაგცემთ. ამ კითხვაზე სწორი პასუხი ყველას რომ ჰქონდეს, ალბათ, ცოტათი მაინც უკეთესი ქვეყანა გვექნებოდა.

გიორგი ონიანის ამბავი გემახსოვრებათ. წინა სეზონში, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეოთხედფინალში, ბოლნისის "სიონთან" საპასუხო მატჩის მიწურულს ქუთაისის "ტორპედოს" მცველი მავთულღობის ბოძს შეეჯახა და მძიმე ტრავმა მიიღო - კისრის ერთი მალა ამოუვარდა, მეორე კი მოტყდა.

იხილეთ ვიდეო

ონიანის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, თუმცა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა - ფეხბურთელს ოპერაცია გაუკეთეს და გადარჩა.

"ლელო" დაახლოებით ორი კვირის წინათ შეეხმიანა ონიანს. მაშინ მან გვითხრა, ვარჯიშს სავარაუდოდ, შემოდგომაზე დავიწყებო.

ახლა ხელმეორედ მოვიკითხეთ ონიანი, რომელსაც "ტორპედომ" კონტრაქტის გაგრძელება არ შესთავაზა და შესაბამისად, თავისუფალი აგენტია.

"უკეთესად ვარ. ფიქსატორი რა ხანია, მომხსნეს, თუმცა ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ მეთქმის. მოძრაობის დროს ტკივილი ისევ მაწუხებს, შეხორცებას კიდევ მოუნდება გარკვეული დრო.

სარეაბილიტაციო პროცესი აუცილებლად დამჭირდება. ჩემი ბიძაშვილი გერმანიაში ქირურგია და ის დამაკვალიანებს.

ცხადია, რეაბილიტაცია ხარჯებთან არის დაკავშირებული. საქართველოში ასეთი სარეაბილიტაციო ცენტრი არ არის და ყველა ვარიანტში უცხოეთში მომიწევს წასვლა.

"ტორპედოსთან" კონტრაქტი დამიმთავრდა და კლუბი ვალდებული ალბათ არ არის, სარეაბილიტაციო კურსი რომ დამიფინანსოს, მაგრამ, ადამიანური თვალსაზრისით, ამ მხრივ უნდა დამეხმაროს. კლუბს ამის ინიციატივა არ გამოუჩენია, ჯერ არც მე მიმიმართავს "ტორპედოსთვის".

ეს ტრავმა რომ მივიღე, "ტორპედოს" საქმეს ვაკეთებდი. ამ ამბავთან დაკავშირებით კლუბის პრეზიდენტს ჩემთვის არ დაურეკავს, კლუბის დირექტორი გოგა პაპიაშვილი მეხმიანებოდა.

საავადმყოფოში მოვიდა ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე. მოგვიანებით მან ტელეფონითაც მომიკითხა.

ოპერაცია სახელმწიფოს ხარჯებით გამიკეთეს, რადგან ეს გადაუდებელი დახმარება გახლდათ. ამ ოპერაციის ხარჯების დასაფარად კლუბიც მზად იყო.

ვითამაშებ თუ არა ფეხბურთს, ამის გარანტიას ჯერ ვერავინ მაძლევს, სარეაბილიტაციო პროცესი კი ყველა ვარიანტში დამჭირდება", - გვითხრა ონიანმა.

ფეხბურთელმა ამ მცირე ინტერვიუში ადამიანური თვალსაზრისიც ახსენა, რაც იმ კითხვის პასუხია, თავში რომ დავსვით - კაცობრიობის მთავარი მონაპოვარი ადამიანია.

თუ ჯანმრთელობამ ხელი შეუწყო, ონიანი ისევ ითამაშებს ფეხბურთს, რადგან ეს საქმე კარგად იცის, ჯერ მხოლოდ 29 წლისაა და ფორმის აღდგენა არ უნდა გაუჭირდეს.

გიორგი თბილისის "ლოკომოტივიდან" გაგვეცნო, სადაც 2002-05 წლებში თამაშობდა. შემდეგ რამდენიმე ქართული გუნდი გამოიცვალა, 2008 წელს მეორე ბუნდესლიგის "კარლ ცაისში" 13 მატჩი ითამაშა, გუნდის საკვანძო ფეხბურთელი გახდა.

გახსოვთ სანდრო იაშვილი? ფეხები ზამბარასავით რომ ჰქონდა და ისე მაღლა ხტებოდა, საჰაერო ორთაბრძოლას ვერც ერთი აქაური მცველი ვერ უგებდა, თუმცა იყო გამონაკლისიც - სწორი პოზიციის შერჩევის ხარჯზე იაშვილის ამოკეტვა მხოლოდ გიორგი ონიანს შეეძლო.

ონიანი უნივერსალური მცველია, დაცვის ცენტრის გარდა, მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში. "ტორპედოში" მისვლამდე გორის "დილას" და "ზესტაფონის" ფეხბურთელი გახლდათ, ევროსარბიელზეც არაერთხელ უთამაშია.

ონიანის რეაბილიტაცია ღირსების საქმეა, ის სიკვდილს ბეწვზე გადაურჩა. იმ სტადიონზე თამაში რომ არ შეიძლება, სადაც უსაფრთხოების ზომები ბოლომდე დაცული არ არის, ამაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ვერც იმას მოითხოვს ვინმე, ონიანის სარეაბილიტაციო კურსი დააფინანსონ.

მაშ, როგორ არის ჩვენთან დაცული ადამიანი? მხოლოდ იმით, რომ სახელმწიფო გადაუდებელ ოპერაციას აფინანსებს?..

ონიანის ამბავს, წესითა და რიგით, რამე უნდა შეეცვალა ამ მხრივ. ვნახოთ, იქნებ ოდნავ უფრო ფასეული მაინც გახდეს ადამიანი საფეხბურთო მილეთში მაინც.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ონიანი: მადლობა ღმერთს, გადავრჩი და მაიმედებენ, რომ თამაშს შევძლებ

"ბარსელონას" მწვრთნელი ონიანს: გიორგი, შენ გვერდით ვართ!

ექიმების პროგნოზი: გიორგი ონიანი თამაშს შეძლებს

სიონი-ტორპედო 2:0 - დამსახურებული სიხარული [VIDEO]

odala
კაცობრიობის მთავარი მონაპოვარი ადამიანი ყოფილა - ამაზე ფილოსოფიური წინადადება ცხოვრებაში არ გამიგია! უფრო სწორად ფალოსოფიური.
deda
სარეაბილიტაციო კურსი აუცილებლად უნდა დააფინანსოს ფეხბურთის ფედერაციამ, რადგანაც პასუხი უნდა აგოს არასტანდარტული სტადიონის მიზეზით ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის გამო.
დუდუ
თანამედროვე ქართული ფეხბურთი _ მყრალი წუმპე.
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
სანდრო კობახიძე: მამაჩემმა რომ გაიგო, ფეხბურთზე სიარული ამიკრძალა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
პერსპექტიული მეკარე ლიგა-3-ის აუტსაიდერებში და ონიანების მომავალი დაპირისპირება
[ოთხშაბათის საკითხავი] რისკი არის, შამპანურიც იქნება?
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი არაბა
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ისტორია?
ვინ თქვა, კახეთში ფეხბურთი არ უყვართო?! თელავში გუნდი ფეხბურთელებმა აღადგინეს
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
გიორგი ქვილითაია: არც ვიცი, დავიჯერო თუ არა?..
თბილისის "დინამოს" დუბლები ლევან გვანცელაძეს ჩააბარეს
არგენტინაში ფეხბურთელი მოედნის ბარიერთან შეჯახებისგან დაიღუპა [+18 VIDEO]
სპორტრეტი. ლევან ყენია - ნიჭი, ძამიკო, ნიჭი...