"გაგრაში" საკმაოდ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები, სავარაუდოდ, ჩემპიონატის ფორმატთან დაკავშირებით ზვიად სიჭინავას განცხადებამ გამოიწვია
ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კულუარებში აქტიურად განიხილებოდა უმაღლეს ლიგაში გუნდების 16 ან 18-მდე გაზრდის თემა, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ბოლო პრესკონფერენციაზე საკითხი დახურა - იქნება კვლავ 12 მონაწილე და გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებთო.

ასევე ცნობილი გახდა, რომ პირველი ლიგა კვლავ "ა" და "ბ" ჯგუფებად დაიყოფა და მასში 12-12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

ასე რომ, "გაგრასა" და პირველი ლიგის კიდევ რამდენიმე მონაწილის იმედები არ გამართლდა და გუნდი მომავალ სეზონშიც პირველ ლიგაში იასპარეზებს.

როგორც ჩანს, სწორედ ამან გამოიწვია "გაგრაში" საკმაოდ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები - ხელმძღვანელობა გამოცდილ ხალხს შეელია და აქცენტი დუბლშემადგენლობის მოთამაშეებზე გააკეთა.

"აღარ ვითანამშრომლებთ სოსო მალანიასთან, გიორგი მარგიანთან, თეიმურაზ ჯანაშიასთან, კოტე ზარნაძესთან, ვაჟა გაბესკირიასთან და დიმიტრი ლაშქარავასთან.

კონტრაქტი შეუწყდა ალექსანდრე ივანიშვილს, ხოლო ტრანსფერზე დავაყენეთ კლუბთან მოქმედი კონტრაქტების მქონე მეკარე გიორგი ბეგაშვილი, მცველი ლაშა კალანდაძე, ნახევარმცველები ნიკა ჭკუასელი და გიორგი ერისთავი.

ამ დროისთვის ახალწვეულები არ გვყავს, შემადგენლობაში კი "გაგრა-2"-ისა და "გაგრა-3"-ის ფეხბურთელები დავაწინაურეთ - დობორჯგინიძე, მაგრაქველიძე, კაკუბავა.

პირველ გუნდში ხშირად თამაშობდნენ ცაცკრიალაშვილი და მოსიაშვილი. გუნდში კიდევ რამდენიმე ახალწვეული გამოჩნდება. მათზე დიდ იმედებს ვამყარებთ", - თქვა კლუბის წარმომადგენელმა მიხეილ აფხაზავამ.

გუნდი 24 ივნისს "მერანის" სტადიონზე შეიკრიბება. 25 და 26 ივნისს ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და ვარჯიშს დაიწყებენ. თუმცა, ჯერაც უცნობია, "გაგრა" შეკრებას სად გაივლის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
"ქართველი გულშემატკივრის გარდა, არავის წინაშე არ ვარ ვალდებული!.."
მიხეილ აფხაზავა: იმედია, ამას ოდიკაძეც დაადასტურებს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
რატომ გაზარდა ფეხბურთის ფედერაციამ საწევრო გადასახადი? - კლუბების პოზიცია
ზვიად ჯელაძე "გაგრადან" თბილისის "დინამოში" წავიდა
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
საჩხერის "ჩიხურა" ლეიკემიით დაავადებულ ქართველ ფეხბურთელს დაეხმარება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
მიხეილ მეტრეველი: არაბიძე "შახტარში"? საბოლოო სიტყვა ლუჩესკუზეა...
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
პრო ლიგა 2. "გაგრა": კლუბები ითხოვენ - "ადიდასის" ბურთი და ორი გუნდი პირდაპირ!..
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?