ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სერია A: დერბიმ ლაციო შეაჩერა [+VIDEO]

სერია A: დერბიმ ლაციო შეაჩერა [+VIDEO]

კლაუდიო რანიერიმ ბეწვის ხიდზე გაიარა და ამჯერადაც გადარჩა
ტურის ცენტრალური მატჩი უდავოდ რომის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა, სადაც დედაქალაქის ორი გუნდი შეერკინა ერთმანეთს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დერბიმ გაამართლა ჩვენი მოლოინი, რადგან ვიხილეთ საკმაოდ კარგი ფეხბურთი: მაღალი ტემპი, ბრძოლა, ასეთი მატჩებისთვის დამახასიათებელი ნერვული ატმოსფერო და მოკლედ, ყველაფერი ის, რაც თან ახლავს დიდ თამაშებს.

შეხვედრა ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ უკეთესი შთაბეჭდილება მაინც “რომამ” დატოვა. გამომდინარე აქედან, დაფიქსირებული ანგარიში სრულიად ლოგიკურად გვეჩვენება. ‘ჯალოროსი” გაცილებით უფრო გააზრებულად და ეფექტურად უტევდა, მეტი ხიფათი შექმნა მეტოქის კართან და დაცვაშიც საკმაოდ ორგანიზებულად გაისარჯა. ნომინალურ სტუმართა მხრიდან რამდენიმე დამუშავებული კომბინაცია და სტანდარტულის გათამაშებაც ვიხილეთ – ერთი სიტყვით, “რომა” უკეთ აღმოჩნდა მზად ამ შეხვედრისთვის და შედეგიც შესაბამისი მიიღო. კლაუდიო რანიერიმ ბეწვის ხიდზე გაიარა – მას კიდევ ერთხელ ემუქრებოდა პოსტის დატოვების საფრთხე, მაგრამ ამჯერადაც გამოძვრა და ამ მნიშვნელოვანი გამარჯვებით გვარიანად გაიმყარა პოზიციები. დაახლოებით ანალოგიური ვითარება გახლდათ “რომა”-“ინტერის” მატჩის წინ, მაშინაც ცუდად ჰქონდა რანიერის საქმე, მაგრამ დედაქალაქელებმა მირკო ვუჩინიჩის გოლის წყალობით მილანური გრანდი დაამარცხეს და მწვრთნელი პოსტზე დარჩა. მაშინ ბევრი იძახდა, რომ “ინტერის” ძლევით “რომა” აღმავლობის გზას დაადგებოდა, თუმცა ასე არ მოხდა – ვნახოთ, დერბიში გამარჯვება თუ შეასხამს ფრთებს “ჯალოროსის” და დაიძლევა თუ არა მძიმე კრიზისი.

“ლაციომ” კი ითამაშა ისე, როგორც თამაშობს სეზონის სტარტიდან მოყოლებული. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ედუარდო რეიას საკმაოდ დისციპლინირებული გუნდი ჰყავს და თითოეულმა ფეხბურთელმა იცის თუ რა უნდა გააკეთოს მოედანზე. თუმცა, სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია და ამაზე თვით რეია საუბრობდა ერთ-ერთ ინტერვიუში. “ბიანკოჩელესტეს” კრეატიულ ფეხბურთელებში უჭირს და დერბიში ეს ნათლად გამოჩნდა – ყველაზე უფრო შემოქმედი ყაიდის მოთამაშე მაურო სარატეა, თუმცა არგენტინელი მიმდინარე სეზონში ვერა და ვერ გაიხსნა, რაც მართლაც რომ დასანანია. საუკეთესო ფორმაში მყოფი სარატე მოულოდნელად მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ “ლაციოს” ჰაერივით სჭირდება და ვნახოთ, დაიბრუნებს თუ არა ოპტიმალურ ფორმას... სანამ სარატე ჩრდილშია, ურუგვაელმა ერნანესმა ითავა ფანტაზისტას როლი, თუმცა ბრწყინავს და შეუცვლელი ფიგურააო, ვერც მასზე დავიჩემებთ. ძალიან კარგი ტექნიკა აქვს პასკუალე ფოჯას, თუმცა ჩვენდა გასაკვირად, ძალიან იშვიათად ხვდება ძირითად შემადგენლობაში. არადა, კრეატიული ფეხბურთელია, მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება სჩვევია და ამ კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია არა მარტო “ლაციოში”, მთლიანად ჩემპიონატში. თუმცა, რეია მას არ სწყალობს და თუ რატომ, ძნელი სათქმელია. ფოჯა რომ ძალიან კარგი ფეხბურთელია, დერბიშიც გამოჩნდა – მეორე ნახევარში შევიდა მოედანზე და აშკარად გაამწვავა “ბიანკოჩელესტეს” იერიშები.

მოკლედ, “რომამ” 2:0 დაამარცხა მეტოქე და ორივე გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმიდან გავიდა. პირველ შემთხვევაში ფაბიო სიმპილისიომ იყოჩაღა, შორი მანძილიდან უძლიერესად დაარტყა და ბურთი მეტოქე გუნდის მცველმა ხელით მოიგერია - მატჩის არბიტრმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი და მარკო ბორიელომაც შანსი ხელიდან არ გაუშვა. არადა, ფერნანდო მუსლერა საკმაოდ ახლოს იყო მიზანთან, შეახო კიდეც ბურთს ხელი, თუმცა ვეღარ შეიმაგრა და ისღა დარჩენოდა, ხელები თავში წაეშინა. მეორე ეპიზოდის გმირი ჟულიო ბაპტიშტა გახდა, მართალია თერთმეტმეტრიანი მირკო ვუჩინიჩმა გამოიყენა, მაგრამ რომ არა ბრაზილიელი, ჩერნოგორიელი უგოლოდ ჩაამთავრებდა შეხვედრას: ჟულიო მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, მცველისთვის გვერდის ავლა სცადა, ფეხზე წამოედო და გაზონზე აღმოჩნდა - ამ ეპიზოდშიც მსაჯმა თამაშის წესის დარღვევა აღმოაჩინა და ბევრი არ უფიქრია ისე მიიღო გადაწყვეტილება. არადა, არბიტრს თავის შეკავებაც შეეძლო, ბრაზილიელმა აშკარად თერთმეტმეტრიანზე ითამაშა და ზემოთ, შემთხვევით არ გვიხსენებია სიტყვა: წამოედო... მოკლედ, ასეა თუ ისე, “რომამ” ორი თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. აქვე ვთქვათ, რომ ნამატჩევს “ლაციოს” ფეხბურთელები მსაჯობით გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას - არბიტრს ორჯერ “რომას” კარშიც შეეძლო პენტალის დანიშვნა, თუმცა ორივეჯერ წაუყრუა, რითაც გულშემატკივართა აღშფოთება გამოიწვია.

მატჩის შემდეგ, კლაუდიო რანიერი კმაყოფილებას ვერ მალავდა: “ამ კვირაში ორჯერ გავტეხეთ ნავსი - ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე გავიმარჯვეთ პირველად გასვლით თამაშში და დღეს უკვე იგივე სერია A-ში გავაკეთეთ. მართალია, თამაში ოლიმპიკოზე გაიმართა, მაგრამ ტრიბუნებზე “ლაციოს” გაცილებით მეტი გულშემატკივარი ჰყავდა. ძალიან მიხარია, რომ გააზრებულად ვითამაშეთ და სრულიად დამსახურებული ქულები მოვიპოვეთ. ბოლოდროინდელი აღმასვლა არა იმდენად ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებამ, არამედ ფსიქოლოგიურმა ფაქტორმა განაპირობა. ჩემმა შეგირდებმა კარგი გაკვეთილი მიიღეს კრიზისისგან, სწორად მიუდგნენ საქმეს და ვითარება რადიკალურად გამოასწორეს. შესანიშნავი შეხვედრა ჩავატარეთ და დარწმუნებული ვარ, მომდევნო პაექრობებსაც აღმაფრენით გავმართავთ”.

მეორე გოლის ავტორმა მირკო ვუჩინიჩმა პირდაპირ განაცხადა, რომ კრიზისი დასრულდა: “შუა კვირაში “ბაზელი” დავამარცხეთ, რასაც დერბიში გამარჯვება მოჰყვა. ეს იმას ნიშნავს, რომ კრიზისი დავძლიეთ და წარმატებების ეტაპი დადგა. დღეს დავამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია”.

რომაულ დერბიმდე „ინტერმა“ გამართა შეხვედრა და ყველასათვის მოულოდნელად, საკუთარ მოედანზე „ბრეშას“ დაუზავდა. ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემთან“ ნაწვნევი მარცხის შემდეგ, მილანური გრანდისგან გულშემატკივრები მხოლოდ გამარჯვებას ითხოვდნენ, თუმცა კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ინტერში“ ყველაფერი რიგზე ვერ არის. ფაქტია, რომ რაფაელ ბენიტესის გუნდს რაღაც აკლია, ის, რაც ჰქონდა ჟოზე მოურინიოს ფორმაციის „ნერაძურის“. ეგ კი არა, მილანელები წაგებას გადაურჩნენ - კარაჩოლომ საწყის წუთებშივე გახსნა ანგარიში და შემდეგ, „ბრეშა“ ყრუ დაცვაში ჩადგა. „ინტერი’ მთელი გუნდით გადავიდა მეტოქის ნახევარზე, თუმცა მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა - ისიც შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით თხუთმეტი წუთით ადრე და თანაც, თერთმეტმეტრიანით. „ინტერმა“ ორი ქულა დაკარგა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. აქვე, ისიც ვთქვათ, რომ „ბრეშასთან“ პაექრობა კოშმარული გამოდგა ვალტერ სამუელისთვის - არგენტინელმა მცველმა ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და წინასწარი დიაგნოზით, მისთვის სეზონი უკვე დასრულებულია.

გაიმარჯვა მეორე მილანურმა გუნდმა და აინაცვლა კიდეც მეორე პოზიციაზე. მასიმილიანო ალეგრიმ იმ ფეხბურთელთა ნაწილი დაასვენა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე „რეალს“ შეეტოქნენ და ამან გაამართლა კიდეც. პირველი გოლი „ბარის“ მასიმო ამბროზინიმ გაუტანა, მეორე მატიო ფლამინიმ, მესამე კი ალეშანდრე პატომ. მასპინძლებმა ორჯერ იხეირეს და საბოლოოდ, 3:2 „მილანის“ სასარგებლოდ. ძირითად შემადგენლობაში გახლდათ კლარენს ზეედორფიც, რომელმაც საგოლე გადაცემა მიითვალა აქტივში. „ლაციოს“ მარცხის და „ინტერის“ ფრის ფონზე, „მილანის“ გამარჯვებას კიდევ უფრო მეტი ფასი ეძლევა - ჩახედეთ სატურნირო ცხრილს და ამაში თავადაც დარწმუნდებით.

მომდევნო ტური:

10 ნოემბერი: ბრეშა-იუვენტუსი, კალიარი-ნაპოლი, კატანია-უდინეზე, ჩეზენა-ლაციო, კიევო-ბარი, ჯენოა-ბოლონია, ლეჩე-ინტერი, მილანი-პალერმო, რომა-ფიორენტინა. 11 ნოემბერი: პარმა-სამპდორია.

იტალია. სერია A. X ტური

ბოლონია-ლეჩე 2:0

ბოლონია (4-3-3): ვივიანო - რუბინი, პორტანოვა, ბრიტოსი, გარიჩი - რადოვანოვიჩი (71. კაზარინი), პერესი (61. რამირესი), დელა როკა - ბუშე, მეჯორინი (78. ხიმენესი), დი ვაიო.

ლეჩე (4-3-3): როზატი - გუსტავო, ჯულიატო, რისპოლი, მესბაჰი - მუნარი, გროსმიულერი (70. კოპოლა), ჯაკომაცი - დი მიკელე (83. ჯედა), პიატი (46. პიატი), კორვია.

გოლები: 1:0 დი ვაიო (84), 2:0 ხიმენესი (85).

გაფრთხილება: 0-3; კუთხური: 3-1; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 6-2; კარში დარტყმა: 14(5)-7(4); ბურთის ფლობა: 55%/45%.

მაყურებელი: 14 000

ინტერი-ბრეშა 1:1

ინტერი (4-4-2): კასტელაცი - მაიკონი (27. კორდობა), ლუსიო, სამუელი (50. სანტონი), კივუ - ძანეტი, კოუტინიო - პანდევი, სნეიდერი (46. ობი), მილიტო - ეტოო.

ბრეშა (4-3-2-1): არკარი - ბერარდი, ძებინა, ვიდალი, დალამანო - კორდოვა (66. ბუდელი), ბაიოკო, ჰეტემაი - კონე (76. ედერი), დიამანტი (83. ბეგა) - კარაჩოლო.

გოლები: 0:1 კარაჩოლო (14), 1:1 ეტოო (73-პენ.).

გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 6-3; ჯარიმა: 6-11; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 19(6)-9(4); ბურთის ფლობა: 61%-39%.

მაყურებელი: 45 000

ფიორენტინა-კიევო 1:0

ფიორენტინა (4-2-3-1): ბორუცი - კომოტო, კროლდრუპი, გამბერინი, პასკუალი - ბოლატი (46. ვარგასი), დონადელი - მარკიონი (73. ჩერჩი), მუტუ, სანტანა - ჯილარდინო (87. გულანი).

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ანდრეოლი (75. იოკიჩი), ფრეი (48. მანდელი), ჩეზარი, მანტოვანი - ბენტივოლიო (68. რიგონი), გუანა, კონსტანტი - მარკოლინი - თერეუ, მოსკარდელი.

გოლი: ჩერჩი (81).

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 5-7; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 11(7)-8(5); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 21 236

ბარი-მილანი 2:3 [ნახეთ გოლები]

ბარი (4-4-2): ჟილე - ბელმონტე, ა. მაზიელო, როსი, პარიზი - პულცეტი (61. რივასი - 77. დალესანდრო), ალმირონი (28. გაცი), ალვარესი, დონატი - კუტუზოვი, ბარეტო.

მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, იეპესი, ნესტა, ძამბროტა - გატუზო, ამბროზინი, ფლამინი - ზეედორფი (78. პირლო) - რობინიო (63. პატო), იბრაჰიმოვიჩი.

გოლები: 0:1 ამბროზინი (4), 0:2 ფლამინი (31), 1:2 კუტუზოვი (65), 1:3 პატო (72), 2:3 ბარეტო (90).

გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 4-2; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 7(3)-9(6); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მაყურებელი: 36 000

იუვენტუსი-ჩეზენა 3:1 [ნახეთ გოლები]

იუვენტუსი (4-4-2): სტორარი - მოტა, ბონუჩი, სორენსენი, გროსო - პეპე, სისოკო (57. მელო /76. სალიჰამიჯიჩი), აკვილანი, მარკიზიო - დელ პიერო (57. იაკვინტა), კვალიარელა.

ჩეზენა (4-3-2-1): ანტონიოლი - ფონ ბერგენი, ლაურო (78. ჩეკარელი), პელეგრინო, ნაგატომო - აპია, შელოტო (44. ბენალოუანე), პაროლო - ხიმენესი, ჯაკერინი - ბოგდანი (77. როდრიგესი).

გოლები: 0:1 ხიმენესი (11), 1:1 დელ პიერო (31-პენ.), 2:1 კვალიარელა (43), 3:1 იაკვინტა (87).

გაძევება: პელეგრინო (41).

გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 7-3; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 13(8)-5(2); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 20 500

ლაციო-რომა 0:2 [ნახეთ გოლები]

ლაციო (4-3-1-2): მუსლერა - სტენდარდო (89. დიაკიტე), დიასი, რადუ, ლიხტშტაინერი - ბროკი, ლედესმა, მაური - ერნანესი (67. ფოჯა) - როკი (46. სარატე), ფლოკარი.

რომა (4-3-1-2): ჟულიო სერჟიო - კასეტი, მექსე, ნ. ბურდისო, რიისე - პეროტა (79. ბრიგი), დე როსი, სიმპილისიო - მენეზი (39. გრეკო) - ვუჩინიჩი, ბორიელო (84. ბაპტიშტა).

გოლები: 0:1 ბორიელო (52), 0:2 ვუჩინიჩი (87).

გაფრთხილება: 4-3; კუთხური: 3-7; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 10(2)-14(6); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 40 000

ნაპოლი-პარმა 2:0

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - გრავა, კრიბარი, კამპანიარო - ცუნიგა, იებდა, პაციენცა, ვიტალე (71. არონიკა) - ჰამშიკი, სოსა (64. გარგანო) - კავანი.

პარმა (4-3-3): მირანტე - ძაკარდო, ლუკარელი, პალეტა, ანტონელი - ვალიანი, მორონე (64. ბოჟინოვი), გობი (84. ანჯელო) - ჯოვინკო (25. კრესპო), კანდრევა, მარკესი.

გოლები: 1:0 კავანი (19), 2:0 კავანი (85).

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 4-7; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 8(5)-6(1); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 46 000

სამპდორია-კატანია 0:0

სამპდორია (4-4-2): კურჩი - ძაური, გასტალდელო, ლუკინი, ციგლერი - კომანი, პალომბო, ტისონე, გუბერტი (68. მანინი) - პაცინი, მარილუნგო (87. ფორნაროლი).

კატანია (4-1-4-1): ანდუხარი - ალვარესი, სილვესტრი, ბელუში, პოტენცა - კარბონი - გომესი (86. რიკიუტი), ისკო, ლედესმა (59. დელ ვეკიო), მასკარა (76. ლიამა) - მაქსი ლოპესი.

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 10-6; ჯარიმა: 19-12; თამაშგარე: 8-2; კარში დარტყმა: 5(4)-6(2); ბურთის ფლობა: 60%-40%.

მაყურებელი: 20 778

უდინეზე-კალიარი 1:1

უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ზაპატა, ბენატია, დომიცი - ისლა, ინლერი, ასამოა, პასკუალე (74. არმერო), სანჩესი (37. პინცი) - დი ნატალე, ფლორო ფლორესი (59. დენისი).

კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პერიკო, კანინი, ასტორი, აგოსტინი - ბიონდინი, ნაინგოლანი, კონტი (82. ლანერი) - კოსუ (64. პინარდი) - მატრი (67. აკვაფრესკა), ნენე.

გოლები: 0:1 კონტი (12), 1:1 ფლორო ფლორესი (44).

გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 4-7; ჯარიმა: 21-15; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 19(6)-5(3); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მაყურებელი: 14 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლაციო 10 7 1 2 13-8 22

2. მილანი 10 6 2 2 17-10 20

3. ინტერი 10 5 4 1 12-5 19

4. იუვენტუსი 10 5 3 2 21-11 18

5. ნაპოლი 10 5 3 2 17-11 18

6. სამპდორია 10 3 6 1 11-8 15

7. რომა 10 4 3 3 11-12 15

8. კიევო 10 4 2 4 11-10 14

9. უდინეზე 10 4 2 4 9-11 14

10. ფიორენტინა 10 3 3 4 10-10 12

11. პალერმო 9 3 2 4 15-13 11

12. კალიარი 10 2 5 3 11-9 11

13. კატანია 10 2 5 3 11-9 11

14. ჯენოა 9 3 2 4 8-10 11

15. ბოლონია 10 2 5 3 10-14 11

16. ლეჩე 10 3 2 5 7-17 11

17. ბრეშა 10 3 1 6 9-12 10

18. პარმა 10 1 5 4 6-10 8

19. ჩეზენა 10 2 2 6 7-14 8

20. ბარი 10 2 2 6 9-18 8

ბომბარდირები: 8 - ეტოო (ინტერი), კავანი (ნაპოლი); 6 - დი ვაიო (ბოლონია).

სერია B. XII ტური

რეჯინა-პორტოგრუარო 1:0

გოლი: მისიროლი (88).

ტრიესტინა-ატალანტა 0:1

გოლი: დონი (82).

ალბინოლეფე-სასუოლო 3:1

გოლები: 1:0 მომენტე (52), 2:0 ფოლიო (53), 3:0 ფოლიო (72), 3:1 კვადრინი (90).

ასკოლი-ნოვარა 1:1

გოლები: 0:1 მოტა (58-პენ.), 1:1 ლუპოლი (60-პენ.).

კროტონე-პესკარა 0:1

გოლი: ბონანი (77).

გროსეტო-ტორინო 0:0

მოდენა-ლივორნო 1:1

გოლები: 0:1 პერტიკონე (4), 1:1 ბელუჩი (69).

პადოვა-ემპოლი 2:2

გოლები: 1:0 სუჩი (40), 1:1 ლაძარი (66), 1:2 კორალი (77), 2:2 სუჩი (90).

პიაჩენცა-ვიჩენცა 4:1

გოლები: 1:0 კაჩა (31), 1:1 სკავი (38), 2:1 კაჩა (63), 3:1 კაჩა (69), 4:1 ბიანკი (83).

სიენა-ფროზინონე 3:0

გოლები: 1:0 კალაიო (63), 2:0 მასტრონუნციო (78), 3:0 ტროიანიელო (90).

ვარეზე-ჩიტადელა 0:0

თ მ ფ წ ბ ქ

1. ნოვარა 13 9 2 2 27-9 29

2. სიენა 13 7 4 2 19-12 25

3. ატალანტა 13 7 3 3 18-10 24

4. რეჯინა 13 7 3 3 19-13 24

5. ლივორნო 13 5 6 2 20-13 21

6. ემპოლი 13 4 9 0 14-8 21

7. პადოვა 13 5 5 3 22-15 20

8. ვარეზე 13 4 6 3 14-10 18

9. პესკარა 13 5 3 5 13-14 18

10. ტორინო 13 5 2 6 15-17 17

11. კროტონე 13 3 7 3 11-11 16

12. მოდენა 13 3 7 3 13-17 16

13. ფროზინონე 13 4 4 5 12-16 16

14. ვიჩენცა 13 5 1 7 14-19 16

15. ალბინოლეფე 13 4 3 6 14-20 15

16. პიაჩენცა 13 3 5 5 16-18 14

17. გროსეტო 13 3 4 6 12-16 13

18. სასუოლო 13 3 3 7 15-19 12

19. ტრიესტინა 13 2 6 5 10-18 12

20. ჩიტადელა 13 3 3 7 11-20 12

21. პორტოგრუარო 13 3 3 7 10-19 12

22. ასკოლი 13 2 5 6 14-19 8

ასკოლის დაკლებული აქვს 3 ქულა

ბომბარდირები: 12 - სუჩი (პადოვა); 10 - გონსალესი (ნოვარა); 9 - ბონაცოლი (რეჯინა);

ლეგა პრო 1 A

ბასანო-გუბიო 0:1, კომო-კრემონეზე 1:0, ლუმეცანე-პაგანეზე 2:0, მონცა-სუდტიროლი 3-4, პერგროკრემა-ალესანდრია 1:1, რავენა-რეჯანა 2:0, სალერნიტანა-ვერონა 2:1, სორენტო-პავია 0:0, სპალ-სპეცია 1:1.

ლეგა პრო 1 B

ატლეტიკო-ანდრია 0:1, ბარლეტა-ბენევენტო 1:1, კავეზე-ვიარეჯო 2:0, კოზენცა-ლანჩანო 1:1, პიზა-ფოჯა 1:2, სირაკუზა-ჯელა 2:0, ტარანტო-ფოლინო 1:3, ტერნანა-იუვე სტაბია 2:1, ლუკეზე-ნოჩერინა დღეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ნაპოლი" მთავარი თავდამსხმელის გარეშე დარჩა

[VIDEO] კონტე წყობიდან გამოვიდა - "ნაპოლის" ამხანაგურ შეხვედრაში ასეთი რამ მოხდა...

კონტეს მადლობა ხვიჩას და შედარება "ახალ კვარად" წოდებულ ნოასთან

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა