17 ივნისს სიენას "მონტეპასკიმ" შინ "რომას" ათქულიანი სხვაობით სძლია და იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ანგარიშით 3:1 დაწინაურდა
3:1 - ასეთი ანგარიშით დაწინაურდა ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკი" იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში.

სიენელებმა 17 ივნისს შინ "რომას" ათქულიანი სხვაობით სძლიეს - 81:71.

16 ქულით "მონტეპასკის" ბომბარდირი დანიელ ჰაკეტი გახდა. ვიქტორმა გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა: 13 წუთში 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 6 ქულამდე ასასვლელად სანიკიძეს 6 ორქულიანი ტყორცნა ეყო, რომელთაგან სამი გამოიყენა. აქედან 4 ქულა ქართველმა ფორვარდმა მეოთხე პერიოდის შუაში ჩააგდო, როცა თანაბარი თამაში მიმდინარეობდა.

საფინალო სირენამდე წუთით ადრე სიენელები 3 ქულით (73:70) იგებდნენ, რის შემდეგაც საჯარიმო ტყორცნები უზადოდ ისროლეს და, რა ანგარიშითაც გაიმარჯვეს, უკვე გითხარით.

ფინალური სერია 4 მოგებამდეა. ასე რომ, "მონტეპასკის" ტრიუმფამდე ერთი გამარჯვებაღა აშორებს. მომდევნო თამაში 19 ივნისს რომში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვიქტორ სანიკიძის "სიენა" ფინალურ სერიაში დაწინაურდა

ვიქტორ სანიკიძე: წარმოიდგინეთ რა მოხდება, ესპანეთს რომ მოვუგოთ

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა