ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ყველაზე დიდი ქართველი ათიანი - დღეს დავით ყიფიანი 62 წლის გახდებოდა

ყველაზე დიდი ქართველი ათიანი - დღეს დავით ყიფიანი 62 წლის გახდებოდა

საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე 2001 წლის 17 სექტემბერს ავტოავარიას ემსხვერპლა
18 ივნისს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი დავით ყიფიანი 62 წლის გახდებოდა. საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე 2001 წლის 17 სექტემბერს ავტოავარიას ემსხვერპლა.

გიო ახვლედიანის ეს წერილი, რომელიც დავით ყიფიანს ეძღვნება, ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში, გაზეთ "სარბიელში" გამოქვეყნდა.

10

ცხრამეტი წლის წინათ დავით ყიფიანი არ შეიყვანეს იმ საბჭოთა ნაკრების შემადგენლობაში, ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე რომ მიემგზავრებოდა. ეს იყო მისი ბოლო სათამაშო სეზონი.

წინა წელიწადს თბილისის "დინამომ" თასების თასი მოიგო, შემოდგომაზე კი ყიფიანს ტრავმა ჰქონდა. ამის გამო გულშემატკივრები ნერვიულობდნენ. ცხადია, ყველას უნდოდა, რომ ნაკრებში მიეწვიათ და ესპანეთში ეთამაშა.

იანვარში წაიყვანეს კიდეც გაფართოებულ სანაკრებო შეკრებაზე, ასევე, ესპანეთში, იქაურ მინდვრებს გასაჩვევად.

მახსოვს კადრი პროგრამა "ვრემიადან", როცა ის საგოლე პასს აწვდიდა ვიღაცას, იმ შეკრებისას ჩატარებული ამხანაგური თამაშისას.

მერე ყველაფერი სხვაგვარად მოხდა და ყიფიანი ნაკრებში არ მიიწვიეს. 1982 წლის შემოდგომაზე თითქოს მისი გამოსათხოვარი მატჩიც უნდა შემდგარიყო, მაგრამ სწორედ იმ დღეებში ბრეჟნევი მოკვდა და მერე გაცილება აღარავის უხსენებია.

თვითონ კი თქვა, ფეხბურთიდან ჩემი წასვლის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ტრავმებიაო.

ტრავმები მართლაც ხშირი იყო. უმოწყალოდ ურტყამდნენ შინაც და გარეთაც. მაშინ წითელი ბარათების დღევანდელი სისტემა არ არსებობდა. მუხლისთავები სულ დასისხლიანებული ჰქონდა. მისი უკანასკნელი გოლი, რთული, ძალიან ტექნიკური საჯარიმო დარტყმა იყო, რომელიც ლვოვის "კარპატის" კარში გაიტანა. ასე მახსოვს. ეგებ, ვცდები კიდეც, მაგრამ სწორედ იმ ხანებში იყო, როცა უკვე ესპანეთის ჩემპიონატზე ვლაპარაკობდით. იმიტომ მახსოვს, რომ გავიფიქრე კიდეც, პლატინისავით გაიტანა-მეთქი და ის ფიქრი დამამახსოვრდა.

ახლა არაფერს ვიტყვი მის იერზე, მის საფეხბურთო აზროვნებაზე, მის უზარმაზარ გავლენასა და ინტელექტზე. ყველაზე მეტად მისი კარიერის ორი მონაკვეთი მიყვარს: 1980 წლის ზაფხულისპირა მატჩების სერია (იმხანად, მოკლე ხნით გუნდსაც კაპიტნობდა), რომელიც "დინამომ" ზედიზედ მოიგო და ყოველი გამარჯვება მისი იყო და 1981 წლის საგაზაფხულო სიგიჟე, როცა გუნდი მისი უპირობო ლიდერობით მიაბიჯებდა თასების თასისკენ და შიდა ჩემპიონატის ზღაპრულ თამაშებს ატარებდა თბილისში.

მაშინ დავით ყიფიანს რამდენიმე გოლი აკლდა ასიანთა კლუბში შესვლამდე და თუ არ ვცდები, ზედიზედ გაიტანა 7-8 ბურთი. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ყოველ თამაშში შეეძლო გატანა.

იმ გაზაფხულზე შეაგდო, ჩემი აზრით, კარიერაში ულამაზესი გოლი თბილისში, "სპარტაკის" კარში. იმ თამაშში დუბლი შეასრულა, "დინამომ" 3:1 მოიგო, ყიფიანმა კი ფეხის წვერით, ახლო ცხრიანში გაუტანა დასაევს.

ამ გოლთან ახლოს იყო თავისი სილამაზით 1977 წლის ზაფხულში, თავსხმა წვიმაში ცსკა-სთვის გატანილი გოლი ასევე თბილისში, როცა "დინამო" 0:2-ს აგებდა, საბოლოოდ კი მისივე ძალისხმევით გადაარჩინა თამაში.

ის შორეული დარტყმა, შორეულ ცხრიანში რომ ჩაჯდა, ახლაც თვალწინ მაქვს.

და მერე გვკითხავენ, ვინ და რამ შეგაყვარა ფეხბურთიო.

ფეხბურთის რაობას საბოლოოდ და მტკიცედ მაშინ ჩავწვდი, როცა "დინამომ" 4:1 მოიგო "აპტონ პარკზე". ის თამაშიც ყიფიანისა იყო, ისიც 1981 წლის გაზაფხულზე.

სწორედ ამ დღეებში ვფურცლავდი ძველ, იმ ვესტ ჰემ-დინამოს მატჩის პროგრამას. იქ კი ასე წერია: ის რომ დასავლეთის რომელიმე კლუბში თამაშობდეს, სუპერვარსკვლავი იქნებოდა.

ის იყო სუპერვარსკვლავი ერთ საზიზღარ, ჩაკეტილ, შიშიან, მღვრიე ქვეყანაში. მუხლები სულ სისხლიანი ჰქონდა და მინდორზე მდგომი გამოხატავდა იმას, რითაც ასე ვიწონებდით თავს იმ აუტანელი ქვეყნის ქართველები.

იერი, გონება, შემოქმედება.

და კიდევ, ვღიზიანდებოდი, როცა საბჭოთა ნაკრებში მოხვედრილს ზოგჯერ ცხრანომრიან მაისურას მოარგებდნენ ხოლმე. ის ათიანი იყო, ყველაზე დიდი ქართველი ათიანი.

გიო ახვლედიანი

გაზეთი "სარბიელი", 2001 წლის სექტემბერი

msy.gov.ge

• pirlo

ყველაზე დიდი ქართველი 10 - იანი და არა მარტო ქართველი; სიმართლე გითხრათ მაგრად მიშლიდნენ ნერვებს 50- იანი თაობის წარმომადგენლები, როცა მეუბნებოდნენ შენ სიომას თამაში არ გინახიაო და ასე შემდეგ; მე ვიცი დიდი მიხეილს მესხის ნათქვამი; მე ბორიას თამაში არ მახსოვსო, მაგრამ ვინც მახსოვს იმათში დათოს ნაირი ქართველებს არ გვყოლიაო; ზიკოს ეძახდნენ თეთრ პელეს და თავის დროზე პელეზე პოპულარული იყო ბრაზილიაში, მაგრამ ფლამენგოსთან ისეთი შეუსრულა ყიფიანმა, ტიპმა მაიკა არ გაუცვალა; დიდი დავით ყიფიანი, დიდი ბასას მემკვიდრე და სამწუხარო რომ ქინქლაზე ვერ გახდა მესამე დიდი ქართველი ათიანი, არადა შეეძლო

• gizog

ნეტავ, კიდევ ''ეღირსებაო ლუხუმსა ლაშარის გორსა შადგომა''?

• ZURA

Kvela drois kvelaze didi kartveli fexburteli! Gio Axvledians ugrmesi madloba aseti tbili mogonebisatvis.

• akhali

1981წელს ვესტ ჰემთან ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ერევანში თამაში გვაკვს სსრკ თასის 1/4ფინალის არარატთან.მთელი თამაში ჩვენი დიდი ტერიტორიული უპირატესობა(დღეს ბარსას რომ აკვს ბურთის ფლობის 70%),მაგრამ ცოტა დაღლილებიც ვართ და განწყობაც არაა შესაბამისი ვესტ ჰემის შემდეგ.ვაგებთ 1-2 ,ბურთი გადაგდეს ტრიბუნებზე სომეხმა ფეხბურთელებმა(მაშინ ერთი ბურთი იყო).ძალიან დიდხანს არ დააბრუნეს,ყველა საშუალებებით დრო გაყავთ,ბოლოს დააბრონეს,გაბრაზებულმა დათომ აიღო და ძლიერი დარტყმით ისევ ტრიბუნებზე ააგდო,ერთი თკვენიც ,თუ არ გინდათ ფეხბურთით სიამოვნებაო... იმავე წლის ზაფხულში სსრკ ჩემპიონატის მატჩი ერევანში.ჩვენები განსაკუთრებულად მოემზადნენ,განწყობაც შესაბამისი,მოკლედ რაღაც სასწაულ ფეხბურთს თამაშობენ!სომეხი ფეხბრთელები ბურთსაც ვერ ეხებიან!ალბათ ბურთის ფლობა 95% გვაკვს!ანგარიშიც გავხსენით(ვერ ვიხსენებ გოლების ავტორებს).მერე მსაჯმა(მგონი სტუპარმა)სრულიად უსაფუძვლოდ სულაკველიძე დააჯარიმა და ყვითელი ბარათიც ამოუღო,თენგიზმა ტაში დაუკრა,მსაჯმა წითელით დააჯილდოვა!აი მაშინ დაიწყო ფანტასტიკური ფეხბურთი-4-1!!!გაანადგურეს!მატჩის ბოლოს კიდევ ერევნელთათვის ამოუცნობი კომბინაცია გაითამაშეს და დათო ერთი ერთზე დარჩა მეკარესთან,მაგრამ დათო ყიფიანმა ბურთი არ გაიტანა კუთხურის ალამისკენ წაიღო და უკან პასი გააკეთა(დრო კი არ გაუყვანია),არ ,,გააპაზორა,,მთლად არარატი!!!ასე ღირსეულად შეეძლო თუნდაც ერევნელ გულშემატკივარზე გაბრაზებულ დათოს მოკცევა!!!

• del piero 10

ყიფო!

• Zaza

აღარ მახსოვს ბოლოს როდის ვიტირე.ალბად ეს 40 წლის წინ იყო,ჩემს ბავშვობაში.აი დგეს კი 40 წლის მერე ისევ მომადგა თვალზე ცრემლი.დიდი მადლობა გიო,ასეთი თბილი და რაც მთავარია,დათოს ზუსტი დახასიათებისთვის და გახსენებისთვის.მე ფეხბურთი უაზროდ მიყვარს და რომ არა დათო ყიფიანი,მე შეიძლება არც კი მაინტერესებდეს სპორტის ეს ულამაზესი სახეობა.ის ნამდვილი ვარსკვლავი და ლეგენდა იყო.ის ულამაზეს ფეხბირთს თამაშობდა.მისი საფეხბურთო კარიერის ნაადრევათ დამთავრებაში პირდაპირ იყვნენ დამნაშავეები მაშინდელი საბჭოთა სპორტისა და ფეხბურთის მამები...

• kako

ლამაზად ნატქვამია-იერი,გონება,შემოქმე-დება,მხოლოდ ინტელიგენტობას დავამატებ.

• mamuka

ტავს იღბლიან ადამიანად ვტვლი დატოს პირადად რომ ვიცნობდი.მარტლაც რომ ღირსეული პიროვნება,ნამდვილი ტბილისელი და ინტელიგენტი იყო.ბევრი დავკარგეტ მისი წასვლიტ.გაანატლოს უფალმა.

• gizog

კარპატთან ვთამაშობდით, დათო ჩვენ მხარეს იყო, აღმოსავლეთ ტრიბუნახე ვიყავი, მოულოდნელად ახალკაცს ხელით ანიშნა გამომცვალეო, როდესაც თამაში გაჩერდა, დათო მოტრიალდა და გასახდელისკენ კოჭლობით და ისეთი ხელჩაქნეული წავიდა, გულმა მიგრძნო, მას უკანასკნელად ვხედავდი მწვანე მოედანზე. აშკარად იგრძნობოდა, მასთან ერთად ის დიდი და ლამაზი, განსაკუთრებული ელეგანტური ხიბლის ფეხბურთი, რომელიც ასე გვიყვარდა ქართველ გულშემატკივრებს მასთან ერთად მიდიოდა, მიდიოდა დიდი ხნით და ჩვენ უკვე აღარ გვეყოლებოდა ფეხბურთელი, როლის იმედითაც არც არავისი, არც არსად გვეშინოდა. დათოს მერე შემიყვარდა გვარი ყიფიანი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს დავით ყიფიანის სული იმ ქვეყნად და დაუმკვიდროს სასუფეველი სადაც მართალნი განისვენებენ. ქართველებს კი მინდა უმორჩილესად ვთხოვო, რომ ვისწავლოთ ასეთი დიდი ადამინების, ერის საამაყო შვილების დაფასება და მიხედვა სიცოცხლეშივე, თორე რამდენი ვარსკვლავი ჩაგვიქრა ნაადრევად. მადლობ გიორგი დიდი ყიფიანის ნამდვილი ქართველი რაინდის თბილად გახსენებისთვის.

• tavado

გეტანხმები, ყიფიანი მართლაც საუკეტესო იყო, არასოდეს დამავიწყდება მისი თამაშის მანერა, ის ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდა დიდი ეხბურთელი და დიდი პიროვნება იყო

• basa

მადლობა გიოს დიდება დიდ დავითს

• 123

მაგარი კაცი ხარ გიო-აკა მართალა მაგარი. სულში ჩამწვდომ სტატიებსა და წიგნებს წერ. ყიფიანი კი ეს ლეგენდა.....

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!

ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია

"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა

საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა

უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს

ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა

ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში

"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება

"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია

[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს

ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო დაადო - რა ხდება პსჟ-ში?

კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს

"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე

თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა

"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა

მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება

სალაჰი შობის დღესასწაულის მილოცვის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა

დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

"ხვიჩას ძალიან კარგად ვეწყობი, რუსულად და ინგლისურად საუბარი შეგვიძლია" - საფონოვმა პსჟ-ში თავის მეგობრებზე ისაუბრა

"დრო იწურება, გადარიცხეთ ფული უკრაინის დასახმარებლად!" - დიდი ბრიტანეთიდან აბრამოვიჩს ბოლო გაფრთხილება მისცეს

[VIDEO] გენიალური ნიკოლა იოკიჩის 56 ქულა და სამმაგი დუბლი - "დენვერმა" "მინესოტა" ოვერტაიმში დაამარცხა

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა

ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?

ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი

[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა

"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია

თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს

"დინამო თბილისი" 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია

"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე

პსჟ თბილისში ჩამოვიდოდა - რა შანსი გაუშვეს ხელიდან

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?