"სოვეტსკი სპორტმა" ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" ჩაგდებული სეზონი გაუანალიზა
რუსეთში ქართველის წარმატებული მოღვაწეობა ყოველთვის ეჭვებს ბადებდა. განსაკუთრებული საკბილო იყო და არის მახაჩჭყალის "ანჟისა" და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილი სპორტული დირექტორი მამუკა ჯუღელი.

ასე იყო მისი მახაჭყალის "ანჟიში" საქმიანობის დროს; მერე, როდესაც ქართველების ჯგუფთან ერთად, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" გადაბარგდა; ცხადია, მისი საქმიანობა არც ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში" გამორჩენიათ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული საფეხბურთო სამყარო კორუფციასთან არის ასოცირებული, დარტყმა ყოველთვის კავკასიელებზეა და თუ საქმეში ქართველი გაერია, იცოცხლეთ, უხარიათ - სამიზნე ხომ ცნობილია.

ჯუღელი განსაკუთრებულ პატივში რუსულ ვებგვერდს, "ონედივიზიონსა" და "სოვეტსკი სპორტს" ჰყავდათ. ახლა ამ უკანასკნელმა "გეგმა შეასრულა" და ხაბაროვსკში ჩაგდებული სეზონი გაუანალიზა.

"სკა-ენერგია" განიარაღებულია. გუნდი დატოვეს ქართველმა მწვრთნელმა გიორგი დარასელიამ და გუნდის ავტორიტეტულმა გულშემატკივარმა მამუკა ჯუღელმა. თითქოს, ამ უკანასკნელის შორეულ აღმოსავლეთში ჩასვლა გუნდის პრემიერლიგაში გადასვლის გარანტია უნდა გამხდარიყო, თუმცა ამჯერად მიზანს ვერ მიაღწია.

სასწრაფო დახმარებისათვის სკა-ში ისრაელის პასპორტის მქონე ქართველ მწვრთნელს, გიორგი დარასელიასა და ქართველ ფეხბურთელებს უხმეს - ოთარ მარცვალაძეს, გოჩა ხოჯავასა და გიორგი ნავალოვსკის, რომლებმაც პრემიერლიგაში "ანჟი" და "ვოლგა" გადაიყვანეს. მათ ლაშა სალუქვაძე და შოთა გრიგალაშვილიც დაემატნენ.

მაგრამ "საქართველოს ნაკრების ფილიალი ხაბაროვსკში", როგორც "სკა-ენერგია" მონათლეს, გადათამაშებაშიც ბოლო მომენტში მოხვდა. ყველაზე საინტერესო აქ დაიწყო. გუნდი "როსტოვთან" შეხვედრისთვის ემზადებოდა, როდესაც "გრიგალაშვილის საქმე" აგორდა, აქაოდა, სეზონში მესამე გუნდში თამაშობსო, რაც აკრძალულია.

ამ ამბის აბსურდულობა მაშინვე ცხადი იყო, მაგრამ ხაბაროვსკელებს ამგვარად აგრძნობინეს, რომ პრემიერლიგაში არ ელოდნენ.

ერთ-ერთმა გულშემატკივარმა 1985 წლის 8 ნოემბრის ამბავი გაიხსენა და ამბის გახსენებაზეც ნერვიულობდა. მაშინ ხაბაროვსკის სკა-ს მოსკოვის ცსკა-სთვის უნდა ემასპინძლა, მაგრამ სტადიონზე მისულებს დახვდათ განცხადება, რომ ცუდი კლიმატური პირობების გამო მატჩი მოსკოვში გაიმართებოდა. არადა, ხაბაროვსკში 10 გრადუსი სითბო იყო.

ხაბაროვსკელებს უმაღლეს ლიგაში გადასვლის ყველაზე რეალური შანსი 1969 წელს ჰქონდათ. გუნდის ყოფილი მოთამაშე იხსენებს, რომ საკავშირო ფედერაციაში წინასწარ ყველაფერი გათვლილი იყო და რომ სეზონის დაწყებამდე უთხრეს, "თქვენ, ალბათ, მე-3 ადგილზე გახვალთ".

"გოლი რომ გაგვეტანა, მატჩის ბოლოს მსაჯი რამეს მოგვიგონებდა, ან სეზონის ბოლოს მოიფიქრებდნენ, პირველ ლიგაში როგორ დავრჩენილიყავით. როგორც ჩანს, ყველაფერს ჩინოვნიკები წყვეტდნენ და ახლაც ასეა", - იხსენებს სკა-ს ვეტერანი ფეხბურთელი ვასილი პოდენკოვი.

გულშემატკივარმა ეს ამბავი "გრიგალაშვილის საქმესთან" დაკავშირებით გაიხსენა, რადგან როსტოველები ლოზანის სპორტულ არბიტრაჟში ჩივილით იმუქრებოდნენ. როდესაც რუსეთის საფეხბურთო კავშირმა სკა-ს მხარე დაიჭირა, "როსტოვმა" პროტესტი გადაიფიქრა.

ახლა გუნდიდან ქართული ბრიგადა წავიდა. გუნდმა მიზანი ვერ შეასრულა და პრემიერლიგაში ვერ გადავიდა.

ამ ფაქტმა უფრო მნიშვნელოვანი მოვლენა გადაფარა - როგორ ცდილობდა "სკა-ენერგია" პრემიერლიგის საგზურის მოპოვებას.

ხაბაროვსკელებმა მიზნის მიღწევა გამოცდილი მეთოდებით სცადეს და მამუკა ჯუღელი მიიწვიეს, რომელსაც თბილად იხსენებენ "ანჟისა" და "ვოლგაში". ის ოფიციალურ წარდგენებში არსად ფიგურირებდა, სამაგიეროდ, ავტორიტეტული ფიგურა გახლდათ. ასეთები კი, ტრადიციულად, "მოკრძალებულები" არიან.

მეორე მომენტი: სკა-მ უცებ შეიძინა ორი სპონსორი - "გაზპრომი" და რუსეთის რკინიგზა და ამ ბრენდებმა განაპირობეს არც ისე მოკრძალებული საკლუბო ბიუჯეტი. ამტკიცებენ, რომ სკა-ს 300 მილიონი რუბლი ჰქონდა (დაახლოებით 9,4 მლნ დოლარი).

დასკვნა არც ისე სასიამოვნოა - მწვრთნელები და ფეხბურთელები გაიქცნენ, პერსპექტივა კი გაურკვეველია.

საბედნიეროდ, "როსტოვმა" "სკა-ენერგია" გააჩერა. ხაბაროვსკში ყველაფერს ზუსტად მიხვდნენ - ასეთი გუნდი ელიტაში არ სურთ, მაგრამ ჯერჯერობით. დისპანსერიზაციის შემდეგ, კი ბატონო!"

გასაგებია, რომ ჯუღელი საკამათო ფიგურაა და მასთან ბევრი კითხვა ჩნდება, მაგრამ ამ წერილის ქვეტექსტით, "სკა-ენერგიას" დისპანსერიზაცია, გაწმენდა, გაჯანსაღება ქართველების წასვლა არის.

მადლობა, ძმებო, კიდევ ერთხელ "სასიამოვნო" იყო რეალობასთან შეჯახება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი დარასელია "სკა-ენერგიას" აღარ გაწვრთნის

გიორგი ნავალოვსკიმ "სკა-ენერგიასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ხაბაროვსკის "სკა-ენერგიადან" ქართველების გაშვება დაიწყეს

ოთარ მარცვალაძე: მათი ლოგიკით ქართველი და კორუფცია ერთი და იგივეა

გიორგი მეტრეველი
ქართველობა ამჯერად არაფერ შუაშია. არ უნდათ უმაღლეს ლიგაში, გუნდი შორეული აღმოსავლეთიდან--სიშორის გამო.ძალიან ძვირი და დამღლელია იქამდე ფრენა.
გიორგი
არ უნდათ უმაღლეს ლიგაში ასე შორიდან გუნდი ყავდეთ. ძალიან ძვირი და დამღლელია სათამაშოდ 7-8 საათი ფრენა. ყველა სხვა გუნდი, რუსეთის ევროპული ნაწილიდანაა.
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლანსთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას 70 წუთი და ორი გაძევება - პსჟ სუპერთასზე "ლანსთან" დამარცხდა
[VIDEO] კვერნაძემ სეზონი დუბლით და საგოლე გადაცემით დაიწყო
"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა
"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...
[VIDEO] იეგოიანის საგოლე პასი ჩემპიონთან - "ექსელსიორმა" მარცხი განიცადა
ლა ლიგაში საზონოვის დებიუტი შედგა - "ხეტაფე" "ალავესთან" დამარცხდა
ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" თასის 1/16-ფინალში გავიდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-3 რუსთავი. საჩემპიონო თამაში, საჩემპიონო ამბიცია...
"ლივერპულს" პსჟ-ს ორი შემტევის დამატება 200+ მილიონი დაუჯდება
აგენტების გამო პსჟ იაპონელ მეკარეს აღარ შეიძენს
U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა
ლუის ენრიკე სუპერთასზე შემადგენლობის შესარჩევად მეუღლეს დაეკითხება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "ჰერტასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
რევაზ ჩიკოიძე ევროპის ოთხგზის ჩემპიონია
ხვიჩასა და პსჟ-ის მორიგი სუპერთასის დღე!
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
კვარას შეუძლია "რეალში" ან "ბარსელონაში" ითამაშოს, ის ამისთვის მზადაა - ლაშა სალუქვაძე
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
ლეგიონის უქმეები: ქართველი ფეხბურთელების 11 გოლი! [VIDEO]
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის პირველ ლიგაში გადაცემებით გამოარჩიეს
ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს
"საქართველოში მიაჩნიათ, რომ..." - ლაშა სალუქვაძემ "დინამო"-"ნეფტჩის" მატჩის შესახებ ისაუბრა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
პრო ლიგა 2: ამბიციური ფავორიტები და გასასინჯი უცხოელები
soccer.ru: რუსეთის ჩემპიონატის 10 ყველაზე რეიტინგული ქართველი - ბრწყინვალეები, ჩემპიონები, ბომბარდირები, სიმბოლო და ჯარისკაცი
ლაშა სალუქვაძე: ხვიჩას შეუძლია დიდ გუნდში ითამაშოს
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
ლეგიონის უქმეები: 3 გოლი, მჭედლიძის დაბრუნება, კიტეიშვილის დებიუტი [VIDEO]
ლაშა სალუქვაძე: ხვიჩა რუსეთში თავს ცუდად გრძნობდა
გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ისტორია?
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
სათასო ისტორიები: ეს ჯერ არ მომხდარა - ქვედალიგელთა აღლუმი!
ქართული ლეგიონის "შაბათობა" - 4 გოლი [VIDEO]
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ღმერთია მოწმე, არაფერი დამიშურებია... რაზე სწყდება გული გიორგი დევდარიანს
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გოჩა ხოჯავა "ზუგდიდში", დავით ჩაგელიშვილი "შუქურაში"
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა