კონფედერაციათა თასის ორიგინალური მონაწილეები
ზოგი გოლი გამარჯვებაზე მნიშვნელოვანია. ჯონათან ტეჰაუს მიერ ნიგერიის კარში გატანილი თავური სწორედ ასეთი გახლავთ.

ტაიტიმ პირველი, ისტორიული მატჩი 1:6 წააგო, მაგრამ მათ გასწვრივ დაწერილი ერთიანი იმ ექვს გაშვებულ ბურთზე მნიშვნელოვანია.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გავიტანე და საკუთარი სახელი, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, ტაიტის ფეხბურთის ისტორიაში ჩავწერე, - განაცხადა ჯონათან ტეჰაუმ და დაამატა - გოლის შემდეგ გონება დამიბნელდა. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი, იყო ის, რომ მეგობრებთან ერთად სათანადოდ უნდა მეზეიმა".

ტეჰაუ ძალიან გახარებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა 1:6 წააგო, მან კი გოლის გატანის შემდეგ საკუთარ კარშიც გაიტანა. "მოდით, ეს ფაქტი დავივიწყოთ," - იხუმრა ტაიტელთა გმირმა.

გოლის შემდეგ ხანგრძლივი ზეიმი დაიწყო - ტაიტელი ფეხბურთელები კანოეს მართვის იმიტაციას აკეთებდნენ, ასე კი გოლებს მარამა ვაირუა, ნაკრების ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი აღნიშნავს. საფრანგეთის ჩემპიონატში გატარებული 14 სეზონის განმავლობაში ვაირუას ასე გოლი 91-ჯერ აღუნიშნავს.

"გოლის ასე აღნიშვნაზე საავტორო უფლებებს ნამდვილად არ ვფლობ, ის მთელ გუნდს და მთელ ქვეყანას ეკუთვნის," - აღნიშნა ვაირუამ, ვინც ტეჰაუს საგოლე პასი გაუკეთა.

ისევ ვაირუა: "ეს ყველაფერი, უბრალოდ, კარგ იდეად მოგვეჩვენა. მეგობრებმა ამისგან სიამოვნება მიიღეს - მათ გაიგეს, თუ რა შეგრძნებაა, როდესაც უამრავი ქომაგის და მილიონობით ტელემაყურებლის წინაშე გოლი გაგაქვს. ეს, უბრალოდ, ძალიან ლამაზი მომენტი იყო და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გოლი მე გამეტანოს".

"ჩვენ გოლი კი გავიტანეთ, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და მთელი გულით ვითამაშეთ. გვინდა მსოფლიომ ასეთ გუნდად დაგვიმახსოვროს," - განაცხადა ტაიტის სარეზერვო კიპერმა მიკაელ როშმა.

ტაიტელთა მომდევნო მეტოქე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ესპანეთის ნაკრებია. მატჩი ლეგენდარულ "მარაკანაზე" უნდა გაიმართოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ესპანეთის ნაკრების დიდი ნაბიჯი ნახევარფინალისკენ [VIDEO]

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
იტალიაში დაბრუნებულმა ჩეზარე პრანდელიმ შეცდომები აღიარა
დღის სუპერგოგონა: ბრაზილიის ნაკრების მეკარის ტუტუცი ცოლი
იტალიის ნაკრები: ბრაზილიიდან ბრაზილიამდე
ჯანლუიჯი ბუფონი: ბრაზილიის და ესპანეთის დონის ჯერ არ ვართ
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში 98-ე ადგილზე ჩაინაცვლა
დიეგო მარადონა: წაგების მიუხედავად, ესპანეთი ბრაზილიაზე უკეთესია