18 ივნისს, სამშობლოში დაბრუნებისთანავე, ბატონ ლერი ხაბელოვს ვესაუბრეთ
ლოზანაში (შვეიცარია) გაიმართა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის

(ANOC) რიგგარეშე გენერალური ასამბლეა, რომელსაც საქართველოდან სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი ესწრებოდნენ.

18 ივნისს, სამშობლოში დაბრუნებისთანავე, ბატონ ლერი ხაბელოვს ვესაუბრეთ.

- სპორტში და მით უფრო, ოლიმპიურ მოძრაობაში, ახალი კაცი არ მეთქმის, მაგრამ ისე მოხდა, რომ სოკ-ის შტაბბინაში პირველად ვიყავი ვიზიტით და თანაც სეოკ-ის პრეზიდენტის რანგში. ANOC-ის ხელმძღვანელობა ახლახან შეიცვალა.

ამ ოლიმპიურ ინსტიტუტს მრავალი წლის მანძილზე მარიო ვასკეს რანია ედგა სათავეში, გასული წლიდან კი მას შეიხი აჰმად ფაჰად ალ-საბახი (ქუვეითი) ხელმძღვანელობს.

საგანგებო ასამბლეაზე მიიღეს ANOC-ის ახალი წესდება, გაიმართა ამ ორგანიზაციის შტაბბინის პრეზენტაცია, რომელიც მეხიკოდან ლოზანაში გადმოიტანეს.

- რამდენი ქვეყანა მონაწილეობდა ასამბლეაში და რა საკითხები განიხილეს?

- ლოზანაში 201 ქვეყნის ეოკ-ის წარმომადგენლები შევიკრიბეთ. დელეგატებს შორის იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 40-მდე წევრი, 25 საერთაშორისო სპორტული ფედერაციის პრეზიდენტები და სხვა ხელმძღვანელები.

მათ შორის - იმ სამი ფედერაციისა (ჭიდაობა, სკვოში, ბეისბოლი), რომელთა სპორტის სახეობების ოლიმპიურ პროგრამაში შეტანის საკითხი სექტემბერში ბუენოს-აირესის სოკ-ის სესიაზე გადაწყდება.

ბუნებრივია, ისინი სოკ-ის წევრებთან აქტიურად მუშაობენ მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

გენერალურმა ასამბლეამ მოისმინა ინფორმაციები იმის შესახებ, თუ როგორ ემზადებიან ოლიმპიური თამაშებისთვის: სოჭი (ზამთრის, 2014), ნანჯინგი (ზაფხულის ახალგაზრდული, 2014 წ), რიო დე ჟანეირო (ზაფხულის, 2016 წ), პიონჩანგი (ზამთრის, 2018 წ) და ლილეჰამერი (ზამთრის ახალგაზრდული, 2016 წ).

ასამბლეის წინაშე ანგარიშით წარსდგნენ აგრეთვე 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩატარების მასპინძლობაზე კანდიდატი ქალაქების - სტამბულის, ტოკიოსა და მადრიდის საორგანიზაციო კომიტეტების ხელმძღვანელები.

ლოზანაში ყოფნის პერიოდში რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გავმართეთ სოკ-ისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების მესვეურებთან.

მართალია, ჯერ საკმაო დროა, მაგრამ "რიო 2016"-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებთან უკვე შევათანხმეთ სეოკ-ის დელეგაციის ბრაზილიაში სტუმრობის საკითხი. ვფიქრობთ, რომ ასეთი გაცნობითი ხასიათის ვიზიტი ჩვენთვის სასარგებლო იქნება და იგი მომავალ წელს შედგება.

- ბატონო ლერი, რამდენადაც ვიცით, ჩვენმა დელეგაციამ შეხვედრა სოკ-ის პრეზიდენტთანაც გამართა...

- დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო სოკ-ის პრეზიდენტს რეზიდენციაში არ ჰქონია შეხვედრა არც ერთი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციასთან და გამონაკლისები მხოლოდ ჩვენ ვიყავით.

ხანმოკლე შეხვედრაზე დოქტორმა ჟაკ როგმა სიამოვნებით გაიხსენა თბილისში ვიზიტები, ხაზი გაუსვა ჩვენს სპორტულ მიღწევებს და კიდევ ერთხელ გულისტკივილი გამოთქვა ვანკუვერში ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვის გამო.

აღნიშნა, რომ სეოკ-ის ბოლოდროინდელი აქტივობითა და ერთობლივი ძალისხმევით ბაკურიანში ნოდარის სახელობის საციგაო ტრასა აუცილებლად აიგება და წუხილი გამოთქვა, რომ ეს პროექტი მისი პრეზიდენტობის პერიოდში ვერ დამთავრდება, თუმცა მშენებლობას ხელი აღარ შეეშლება.

ჩვენი მხრივ, მას მადლობა გადავუხადეთ შეხვედრისა და იმ თანადგომისთვის, რომელსაც იგი ქართული ოლიმპიური მოძრაობის მიმართ წლების მანძილზე იჩენდა. იქვე ბატონი ჟაკ როგი სეოკ-ის უმაღლესი ჯილდოთი - ღირსების ოლიმპიური ორდენით დავაჯილდოვეთ და ბაკურიანში ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის საციგაო ტრასის გახსნაზე მოვიპატიჟეთ.

- ალბათ, მსოფლიო ოლიმპიური ოჯახის სხვა მაღალჩინოსნებთანაც გექნებოდათ შეხვედრები...

- საქმიანი და ნაყოფიერი შეხვედრები გვქონდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტთან, პატრიკ ჰიკთან, აღმასკომის წევრებთან, EOYF-ის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარე გვიდო დე ბონდთან და "თბილისი-2015"-ის სადამკვირვებლო კომისიის თავმჯდომარე ჟოზეფ ლიბასთან.

გამოითქვა კმაყოფილება, რომ კარგი ტემპით მიმდინარეობს ოლიმპიური სოფლის მშენებლობა და თუ ის დროულად და პროექტის მიხედვით დამთავრდება - ფესტივალების ისტორიაში თბილისში იქნება საუკეთესო ოლიმპიური სოფელი.

ამასთან, გამოითქვა რეკომენდაციები და სურვილები ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით, ორგანიზაციულ-სტრუქტურული მოწყობის, აპარატის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტების აუცილებლობაზე, 2013 წლის ივლისში ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში ახალგაზრდულ ფესტივალზე დამკვირვებელთა მეშვეობით გამოცდილების ეფექტურად გამოყენების, განსაკუთრებით, სპორტის სახეობათა მიხედვით, საკითხებზე.

კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ უცხოეთში მივლენილ იქნას კვალიფიციური და კარგად განსწავლული პიროვნებები. გამოითქვა რწმენა, რომ EOC-ის სადამკვირვებლო კომისიის ვიზიტის დროს თბილისში (სექტემბრის ბოლო - ოქტომბრის დასაწყისი) მიღწეულ იქნება მნიშვნელოვანი პროგრესი ფესტივალისთვის მზადების საქმეში და "თბილისი-2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტი ღირსეულად წარსდგება ნოემბერში რომში გასამართ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე ფესტივალისათვის მზადების პრეზენტაცია-ანგარიშით.

სოკ-ში შედგა სეოკ-ის ხელმძღვანელობის შეხვედრა ოლიმპიური სოლიდარობის დირექტორ პერე მიროსთან და მის მოადგილე პამელა ვაიპონდთან.

საუბარი შეეხო ოლიმპიური პროგრამების კიდევ უფრო ეფექტურად გამოყენების საკითხებს. პერე მირომ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ სეოკ-თან ურთიერთობა ტრადიციულად იყო და არის საქმიანი.

- დაბოლოს, ჭიდაობაზეც გკითხავთ. როგორ ემზადება FILA სოკ-ის სექტემბრის სესიისთვის?

- ფედერაციის პრეზიდენტის, ნენად ლალოვიჩის მიწვევით, FILA-ს შტაბბინაშიც გახლდით.

ლალოვიჩმა გვიამბო იმ მუშაობის შესახებ, რომელიც FILA-ს ახალმა ხელმძღვანელობამ ამ კუთხით ჩაატარა და დღესაც ატარებს სოკ-ის წევრებთან. რამდენიმე თვეში ბუენოს-აირესში გასამართ სოკ-ის სესიის წინ FILA-ს პრეზიდენტი საკმაოდ ოპტიმისტურადაა განწყობილი.

კახა ბერიძე

ფოტოზე: ჟაკ როგი და ლერი ხაბელოვი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ბიატლონის ექსპერტ მარკ სენგერს შეხვდა
სოჭის ოლიმპიადის რეგისტრაციის ფორმაში აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალკე სახელმწიფოებად არის შეყვანილი
2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ და პარალიმპურ თამაშებს პეკინი უმასპინძლებს
სოკ-ის პრეზიდენტი ტომას ბახი ქართულ დელეგაციას შეხვდა
ლერი ხაბელოვი: ჩვენ უნდა ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ ახალი რეალობის შესაბამისად
გადაცემა "სპორტალის" სტუმარია ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი [LIVE]
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტმა ძიუდოს გუნდი იუარა
ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა
ცნობილი გახდა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნების თარიღიცა და კანდიდატიც
პასუხი სოკ-იდან: ჩვენ "აფხაზეთს" და "სამხრეთ ოსეთს" არ ვაღიარებთ
სპორტულმა საზოგადოებამ ლერი ხაბელოვი მესამე ვადით აირჩია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად
სოკ-მა კოსოვოს ოლიმპიური კომიტეტი სრულუფლებიან წევრად აღიარა