საქართველოს ჩემპიონატი ჯერჯერობით 22 ქვეყნის ლიგისაზე უკეთესია
25 მაისს "უემბლიზე" დასრულდა ჩემპიონთა ლიგა და ამით ევროთასების სეზონიც. მიუნხენის "ბაიერნი" საკლუბო ევროპის ტრიუმფატორია.

ამის შემდეგ საბოლოოდ დალაგდა უეფას ახალი საკლუბო კოეფიციენტი ქვეყნებს შორის, რომლის მიხედვითაც დგინდება კვოტები ჩემპიონთა ლიგის და ევროპალიგის გათამაშებაში.

თუმცა ერთი ახლავე უნდა ითქვას: ახალ სეზონში უეფა 2012 წლის კოეფიციენტებით იხელმძღვანელებს, ახალი რეიტინგით კი 2014/15 წლების სეზონში იხელმძღვანელებენ.

ესპანეთი პირველია

სანაკრებო კოეფიციენტი - ეს არის ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში დაგროვილი სარეიტინგო ქულების ჯამი. სწორედ ამ მაჩვენებლების შეჯერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ უეფას მიხედვით, საუკეთესო კოეფიციენტი აქვს ესპანურ ლა ლიგას - 88 ქულა.

ესპანეთი ამ სეზონის წინ 0,3 ქულით ჩამორჩებოდა ინგლისს, მაგრამ ესპანურმა კლუბებმა უკეთ იასპარეზეს და ახლა სხვაობა უკვე იბერიელთა სასარგებლოდაა და თანაც, 5 ქულა!

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორმა გერმანულმა კლუბმა ითამაშა და ბუნებრივია, ყველაზე მეტი ქულა ამ სეზონში ბუნდესლიგამ შეიმატა - 17,9. შედარებისთვის, წინა სეზონში საუკეთესო ინგლისელთა მიღწევა იყო - 20,8 ქულა.

აქვე ვიტყვით, რომ 2010/11 წლების სეზონი საუკეთესო პორტუგალიელთათვის იყო - 18,8 ქულა, ხოლო 2009/10 წლების სეზონი გერმანელთათვის - 18,1.

შარშანდელთან შედარებით, კიდევ არის ცვლილებები მოწინავე ათეულში: უკრაინამ რუსეთსა და ჰოლანდიას გაუსწრო და მე-7 ადგილზე მოკალათდა. ათეულიდან გავარდა საბერძნეთი, რომელიც თურქეთმა ჩაანაცვლა.

ფინეთს გავუსწარით, სლოვენიამ გაგვასწრო

ვინაიდან ეს კოეფიციენტი საკმაოდ ობიექტურ შეფასებას იძლევა ამა თუ იმ ლიგის სიძლიერეზე სხვებთან მიმართებაში, ჩვენ, პირველ რიგში, ეროვნული პირველობის მდგომარეობა გვაინტერესებს. შარშან და ახლაც საქართველოს მდგომარეობა უცვლელია - 53 ქვეყნის სიაში 31-ეა. თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილებები მაინც მოხდა.

შარშან საქართველოს 8,6 ქულა ჰქონდა, წლეულს 9,1 ქულა აქვს. მართალია, გავასწარით ფინეთს, მაგრამ გადაგვისწრო სლოვენიამ. ამიტომ ადგილი არ შეგვიცვლია, თუმცა სახიფათოდ მოგვიახლოვდა აზერბაიჯანი 8,5 ქულით (6,2 ჰქონდათ).

შარშან ევროთასებზე ქართულმა გუნდებმა მხოლოდ 1,5 ქულა დააგროვეს, რაც ბოლო წლებში ყველაზე ცუდი შედეგია. შედარებისთვის, წინა წელს საქართველომ 2,8 ქულით გაიუმჯობესა რეიტინგი.

ასეა თუ ისე, საქართველოს ჩემპიონატი ჯერჯერობით 22 ქვეყნის ლიგისაზე უკეთესია, საერთაშორისო არენაზე ნაჩვენები შედეგი ასეთ სურათს გვიხატავს.

2013 წლის უეფას საკლუბო კოეფიციენტი ქვეყნებს შორის

ადგ. ქვეყანა 2012/13 სულ

1. (+1) ესპანეთი 17.714 88.025

2. (-1) ინგლისი 16.428 82.963

3. (-) გერმანია 17.928 79.614

4. (-) იტალია 14.417 64.147

5. (-) პორტუგალია 11.750 59.168

6. (-) საფრანგეთი 11.750 59.000

7. (+2) უკრაინა 9.500 49.758

8. (-1) რუსეთი 9.750 46.332

9. (-1) ჰოლანდია 4.214 44.729

10. (+1) თურქეთი 10.200 34.500

11. (+1) ბელგია 6.500 34.400

12. (-2) საბერძნეთი 4.400 34.000

13. (+1) შვეიცარია 8.400 28.950

14. (+2) კვიპროსი 4.000 26.833

15. (-2) დანია 3.300 25.700

16. (-1) ავსტრია 2.250 25.375

17. (+2) ჩეხეთი 8.250 23.475

18. (+4) რუმინეთი 6.800 23.024

19. (-2) ისრაელი 3.250 22.875

20. (+3) ბელორუსი 4.500 20.875

21. (-1) პოლონეთი 2.500 20.750

22. (-1) ხორვატია 4.375 19.583

23. (+1) შვედეთი 5.125 15.625

24. (-6) შოტლანდია 4.300 15.191

25. (+2) სერბეთი 3.000 14.625

26. (-1) სლოვაკეთი 1.500 14.208

27. (-1) ნორვეგია 4.900 14.175

28. (-) ბულგარეთი 0.750 12.250

29. (-) უნგრეთი 3.000 11.750

30. (+4) სლოვენია 3.250 9.708

31. (-) საქართველო 1.500 9.166

32. (+5) აზერბაიჯანი 3.000 8.541

33. (-3) ფინეთი 2.000 8.508

34. (-2) ბოსნია 1.125 1.250

35. (+1) მოლდოვა 2.250 7.666

36. (-3) ირლანდია 1.500 1.000

37. (-2) ლიტვა 1.125 6.500

38. (+2) ყაზახეთი 1.375 5.958

39. (-1) ლატვია 1.250 5.791

40. (+1) ისლანდია 1.250 5.416

41. (-2) მაკედონია 1.250 5.250

41. (+1) ჩერნოგორია 1.375 5.250

43. (+1) ალბანეთი 0.750 4.166

44. (+1) მალტა 0.875 3.958

45. (-2) ლიხტენშტ. 0.000 3.500

46. (+3) ლუქსემბურგი 1.375 3.375

47. (+1) ჩრდ. ირლანდია 0.500 1.000

48. (-2) უელსი 0.500 2.583

49. (-2) ესტონეთი 0.375 2.208

50. (-) სომხეთი 0.875 1.750

51. (-) ფარერები 0.500 1.583

52. (+1) სან მარინო 0.000 0.666

53. (-1) ანდორა 0.000 0.500

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lasha
სოს კიარა ის წერეთ რო პოვოკაციებს გვწიყობენ სომხებიიი ებრძოლეთ ნუ იკუზებით მაგათ წინაშე
uza
ფეხბურთი არავის ადარდებს, სკამი უმთავრესია. ფედრაციის არჩევნები (ნემსაძე) სამარცხვინო ფაქტი იყო. ბავშვთა ფეხბურთი უპატრონოდაა, სპორტული დარბაზების პრივატიზაცია მოხდა, სპორტის სამინისტროს არ ახსოვს სპრტის შესახებ კანონის 65-ე მუხლი. ე.ი. ფეხბურთი კი არ მოკვდა საქართველოში, მოვკალით.
irakli
1.ინგლისი 2.გერმანია 3.ესპანეთი 4.იტალია 5.საფრანგეთი ჩემთვის ყოველთვის ასეა :)
ramo
რა შედეგი უნდა გვქონდეს? წინა სეზონის შემდეგ ვერცერთმა გუნდმა ვერ შეინარჩუნა ძირითადი შემადგენლობა. აბა ახალგაზრდებით კიდე წინ ვართ.
vaxvax
საქართველოს ფეხბურთს არ ჰყავს პატრონი.საბჭოთა კავშირის დრო დაგვირჩა სანატრელი.ტყუილად შეიცვალა სპორტის მინისტრი,ვერაფერს სასიკეთოს ვერ აბამს თავს,წინ წასვლის მაგიერ უკან მივდივართ.ყველაფრიდან გამომდინარე,(ფარული მტრები)სომხები არმენიიდან საკუთარ ქვეყანაში გვიწყობენ პოლიტიკურ პროვოკაციებს და პასუხსაც ვერ ვსცემთ.ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი.

ნაკრების ფეხბურთელებით დაწყებული ერთ-ერთი საუკეთესო ლეგიონერით დამთავრებული ყველა აზერბაიჯანში გარბის და S.O.S?შემდეგ წელსვე ჩაგვიქროლებენ და მერე აღარეფერი ეშველება ქართული ფეხBურთის სულს(S.o.s გადაარჩინეთ ჩვენი სულები)
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
[VIDEO] "კვარა" "ატალანტასთან" მატჩის MVP გახდა - ქართველს პრიზი გადასცეს
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
პსჟ-ს წილისყრაში არ გაუმართლა - ჩემპიონთა ლიგაზე ქართველთა გუნდების მეტოქეები გაირკვა
უეფას მიერ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვებას ბოიკოტი მოჰყვა
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
ᓡᓤᓤ-ᓘᓡ ᓐᓦᓛᓐᓡᓙᓝᓛᓖᓔ ᓔᓠᓝᓕᓜᓣᓚᓘ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓐᓢᓘᓡ ᓩᓐᓢᓐᓠᓔᓑᓘᓡ ᓨᓔᓡᓐᓮᓔᓑ 8 ᓘᓕᓚᓘᓡᓡ ᓘᓛᓡᓯᓔᓚᓔᓑᓔᓜ
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
ჩემპიონთა ლიგა სრულად დაკომპლექტდა
პსჟ სიაში მესამეა - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
კვასხვაძე, სიხარულიძე და სხვები - ყველაზე გამორჩეულები ეროვნულ ლიგაში
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს - მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?