საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა.

ქვეყნის ყველაზე ძლიერი კლუბი ქუთაისის "ტორპედო" აღმოჩნდა, რომელმაც ნანატრი ტიტული 15 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა.

Sportall.ge დღეს იმ გამორჩეულ ფეხბურთელებსა და გუნდებს გაგაცნობთ, რომლებიც გასულ ეროვნულ პირველობაზე გამოვლინდნენ.

დავიწყოთ ყველაზე მეტი გატანილი გოლით, რომელიც თბილისის "დინამოს" ანგარიშზეა. კახა კაჭარავას გაწვრთნილებმა მეტოქეთა კარი გასულ სეზონში 79-კერ დალაშქრეს.

რა თქმა უნდა, აქედან უმრავლესობა იმ პერიოდზე მოდის, როდესაც გუნდში ლიდერები ასპარეზობდნენ. იყო შეხვედრები, სადაც დედაქალაქელები 5 გოლსაც კი უპრობლემოდ იტანდნენ.

გიორგი პაპუნაშვილის, ბაჩანა არაბულის, საბა ლობჟანიძისა და გიორგი ჩაკვეტაძის წასვლის შემდეგ კი კახა კაჭარავას თავიდან მოუხდა გუნდის აწყობა.

კლუბში ფოთის "კოლხეთიდან" მივიდა მიკოლა კოვტალიუკი, რომელსაც გოლედაროს ფუნქციები უნდა ეკისრა, თუმცა უკრაინელმა "დინამოს" შემადგენლობაში გოლის გატანაც კი ვერ შეძლო.

საბოლოოდ, გუნდის ბომბარდირი ბექა მიქელთაძე გახდა, რომელმაც მეკარეთა კარი 15-ჯერ აიღო.

ყველაზე ცოტა, 28 გოლი ჩემპიონატში ბათუმის "დინამომ" გაიტანა. ერთადერთი გასახარი, ამ კლუბის გულშემატკივარს რაც (და არამარტო მათ) დარჩა, ისაა, რომ ბათუმში უახლოეს პერიოდში ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყება.

კლუბში მთელი სეზონის განმავლობაში არეულობა იყო. ამ ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ ზღვისპირელებმა 4 მწვრთნელი შეიცვალეს.

ბევრს აქტიურობდა და ცდილობდა უკრაინელი ფორვარდი იაროსლავ კვასოვი, რომელიც თავის კლუბს 8 გატანილი გოლით შეეწია.

ბათუმელები ძალიან დააღალატა მათმა მეორე უკრაინელმა ლეგიონერმა  ანატოლი ტიმოფეევმა. 25 წლის კარის დარაჯი ბევრ სიტუაციაში ცდებოდა, ერთ-ერთ ასეთად კი ბოლნისის "სიონის" წინააღმდეგ დაშვებული შეცდომა შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელმაც, როგორც შემდეგში გაირკვა, გადაწყვიტა კიდეც "დინამოს" მე-2 ლიგაში დაქვეითების საკითხი.

საინტერესოა, როგორი გუნდი იქნება და რა შემადგენლობით ითამაშებს ბათუმური კლუბი ქვეყნის რანგით მეორე საფეხბურთო ჩემპიონატში.

ერთი რამ კი აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდი უკვე დატოვა კაპიტანმა თეიმურაზ შონიამ.

ჩემპიონატში ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა მაყურებელმა "დავით პეტრიაშვილის" სახელობის სტადიონზე იხილა. იმ შეხვედრაში "საბურთალომ" კოლხეთი"6:3 დაამარცხა.

ეროვნული ლიგა. XXIX ტური: "საბურთალომ" "კოლხეთი" უპრობლემოდ დაამარცხა [VIDEO]

საინტერესოა, რომ ამ შეხვედრაში დუბლი სამმა ფეხბურთელმა (დაჩი ცნობილაძემ, ოლექსანდრ დერებჩენკიმ, ლაშა შინდაგორიძემ) შეასრულა.

"საბურთალო" გასულ სეზონში ბევრსაც იტანდა და უშვებდა. მათი მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი ასეთი ფეხბურთის მოყვარულია.

ჭიაბრიშვილს ასევე უყვარს, როდესაც ბურთს მისი გუნდი აკონტროლებს. სწორედ "საბურთალო" გავიდა ამ კომპონენტში პირველ ადგილზე.

ეს კლუბი ბურთს საშუალოდ შეხვედრაში 55,7%-ით აკონტროლებდა.

ყველა მატჩი ეროვნულ ჩემპიონატში შეუცვლელად ჩაატარა როინ კვასხვაძემ.

გამოცდილმა კარის დარაჯმა, რომლის მიერ მოგერიებულმა პენალტმაც საბოლოოდ ქვეყნის ჩემპიონის ვინაობის ბედი გადაწყვიტა, ასევე ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა. 28 წლის კარის დარაჯი საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა.

15 წლის შემდეგ ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონია [VIDEO]

კვასხვაძე კი ქუთაისელი გულშემატკივრებისთვის ნამდვილი გმირი გახდა. მისმა ერთა ნახტომმა იმერლების 15-წლიანი ლოდინი დაასრულა. კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კი აღნიშნა, რომ კვასხვაძის ვაჟკაცობა ფასდაუდებელია.

ყველაზე მეტ გადაცემას ჩემპიონატში "სამტრედია" (532,5 საშ) ასრულებდა.

სამტრედიელებმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყეს და გია ცეცაძემაც თავისი სურვილით პოსტი მალევე დატოვა და იგი უჩა სოსიაშვილმა ჩაანაცვლა.

ალბათ, სწორედ სოსიაშვილის დამსახურებაა, გუნდი რომ ამ კომპონენტში ლიდერობს. ახალგაზრდა სპეციალისტმა ერთხელ უკვე იზეიმა ჩემპიონობა გორის "დილასთან" ერთად.

დაბოლოს, ჩემპიონატის ბომბარდირდზე, ირაკლი სიხარულიძეზეც ვთქვათ.

გასულ სეზონში თბილისის "ლოკომოტივის" ფორვარდმა მეტოქეთა კარი 25-ჯერ აიღო. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ ფეხბურთელის ბომბარდირობას ძალიან ცოტა ადამიანი თუ ელოდა.

ახლა კი სიხარულიძის ტრანსფერის გარშემო ხმები არ წყდება. ითქვა, რომ მისი შეძენა ავსტრიულ და პოლონურ კლუბებს სურთ, თუმცა ფეხბურთელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერი არ არის.

სიხარულიძემ წელს ასევე კარგი შთაბეჭდილება დატოვა ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ შეხვედრებშიც, მან ბელორუსთან მატჩში სადებიუტო გოლიც მიითვალა.

საქართველოს ნაკრები ბელარუსთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]

Toko
რუსთავი ყოველთვის მებრძოლი გუნდი იყო და გამიხარდა რომ დაბრუნდა უმაღლესში.კილასონიასთან ვვარჯიშობდი რაგაც პერიოდი და მართლა მომთხოვნი მწვრთნელია და უყვარს ფიზიკურად ძლიერი და მომზადებული ფეხბურყელები.და იმიტომაც შეძლო ამდენი..წარმატება რუსთაველებს
agfa
ცეცაძემ მალევე კი არა 3 წრის შემდეგ დატოვა კლუბი ,მალევე რომ დაეტოვებინა კლუბი,მესამე ადგილსაც ვერ დაიკავებდა "სამტრედია". სოსიაშვილის დამსახურება არაა გადაცემათა ოდენობის მატება,პირიქით მის დროს ბურთის თრევა უფრო ხანგრძლივი და უაზრო გახდა,დახედეთ მატჩებს ყურადღებით.
Chikhurski
საინტერესოა, როგორი გუნდი იქნება და რა შემადგენლობით ითამაშებს ბათუმური კლუბი ქვეყნის რანგით მეორე საფეხბურთო ჩემპიონატში.? პასუხი აქ წინასწარ ცნობილია - ბათუმი მეორე ლიგაში რამდენიმე წლით გაეჩხირა. ეყოლება კერძო მფლობელი და მერე გადმოვა პირველ ლიგაში, სხვანაირად მისი პირველ ლიგაში ყოფნას აზრიც კი არა აქვს, ისევე როგორც შუქურასი.
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა
პსჟ-მ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
უეფას საკლუბო კოეფიციენტი: SOS - აზერბაიჯანი დაგვეწია!
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია
როინ კვასხვაძე პასუხობს, თუ რატომ გადაწყვიტა თბილისის "დინამოში" გადასვლა
როინ კვასხვაძე "დინამოდან" მიდის? - მეკარე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს
დემჩენკომ ბათუმში სამი ყოფილი შეგირდი მიიყვანა, წამსვლელი ძალიან ბევრია - "დინამოში" დიდი ცვლილებებია
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
როინ კვასხვაძის დაბრუნებით ქუთაისის "ტორპედოა" დაინტერესებული
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
თბილისის "დინამომ" 21 წლის შემტევი დაიმატა
"ტორპედოში" ცვლილებები გრძელდება - გუნდი გამოცდილმა მეკარემ დატოვა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
კვასხვაძე, ხარაბაძე და სხვა - წიტაიშვილის დამატების შემდეგ ბათუმის "დინამო" კიდევ ხუთი ფეხბურთელით გაძლიერდა
ᓡᓤᓤ-ᓘᓡ ᓐᓦᓛᓐᓡᓙᓝᓛᓖᓔ ᓔᓠᓝᓕᓜᓣᓚᓘ ᓩᓔᓛᓞᓘᓝᓜᓐᓢᓘᓡ ᓩᓐᓢᓐᓠᓔᓑᓘᓡ ᓨᓔᓡᓐᓮᓔᓑ 8 ᓘᓕᓚᓘᓡᓡ ᓘᓛᓡᓯᓔᓚᓔᓑᓔᓜ
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება