სუპერლიგა. II ტური. თბილისი. სპორტის სასახლე

როგორც იქნა, ვიხილეთ მატჩი თავდაცვის სამინისტროს გუნდის, "არმიის" მონაწილეობით. ლევან მოსეშვილის გაწვრთნილმა კლუბმა დუდუ დადიანის მემორიალურ ტურნირში უარი თქვა, სუპერლიგაც დაიწყო და არმიელების თამაში მაინც ვერ ვიხილეთ - პირველ ტურში ისვენებდნენ. "არმია" ჩემპიონატში მეორე ტურიდან ჩაება და პირველივე მატჩში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, "ქუთაისს" დაუპირისპირდა. ქუთათურებს ჩემპიონატის მონაწილეთა შორის საუკეთესო შემადგენლობა არ ჰყავთ, თუმცა გუნდი იმდენად კარგადაა მომზადებული, რომ გამოცდილების და ახალბედების ნაზავი შეჯიბრების ფავორიტებსაც არაფრით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ მალხაზ კოხრეიძის შეგირდებმა დადიანის მემორიალზე მხოლოდ ერთი მატჩი წააგეს, ისიც მასპინძელ შსს-სთან 3 ქულის სხვაობით (79:82).

ქუთათურებმა შაბათს სუპერლიგის კიდევ ერთ ფავორიტს, "არმიას" გააზრებული თამაში დაუპირისპირეს და მესამე პერიოდში 11 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ, თუმცა გიორგი პირველაშვილმა ზუსტი სამქულიანებით -11 +1-ად აქცია. მეოთხე პერიოდში თანაბარი თამაში გაჩაღდა, თბილისელთაგან ჩვეული სიზუსტით ისროდა კოტე ტუღუში, ხოლო სტუმართაგან მსროლელის პოზიციაზე მოთამაშე ბუბა კვიმსაძე გამოირჩეოდა (შესაბამისად, ერთი გუნდის ბომბარდირი კოტე გახდა 17 ქულით, მეორისა - ბუბა 24 ქულით. თუმცა აქ ერთი გვარიც უნდა ვახსენოთ: სუპერლიგის დებიუტანტმა ავთანდილ ლომინაშვილმა არმიელთა გამოცდილ მეფარეებს არაფერი დაუთმო. ავთო განსაკუთრებით შედეგიანი მატჩის ბოლოს იყო. გადამწყვეტი ტყორცნაც მის ანგარიშზეა: სირენამდე 16 წამით ადრე მასპინძელთა საჯარიმოში კარგად შეიჭრა, ყველაზე მაღლაც ახტა და ზუსტი ორქულიანით სხვაობა 3 ქულამდე გაზარდა. დარჩენილ დროში არმიელებმა მდგომარეობის გამოსწორება ვერ მოახერხეს.

ლევან მოსეშვილის გუნდში საინტერესო შემადგენლობაა შეკრებილი: ბაბიაშვილი, ბოისა, ტუღუში... ეს სამეული შარშან "ენერჯის" ჩემპიონობისკენ გაუძღვა. მათ დავამატოთ ნაკრებში ნათამაშები უგრეხელიძე, მიშა ბერიშვილი... შეიძლება ითქვას, რომ პირველ მატჩში არმიელებს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო გაუჭირდათ.

"სოხუმის" შემადგენლობაში მესამე ამერიკელი, მაიკლ მაკრეირი გამოჩნდა, რომელიც ლაშა ფარღალავასთან ერთად "მონტანაში" თამაშობდა. მაიკლი ახალი ჩამოსულია და გუნდთან შეგუება სჭირდება. აქაურობას ნელ-ნელა ეჩვევიან კარლ და რიჩარდ დამუსები. ძმებიდან ერთი ორმაგ დუბლს ყოველ მატჩში ასრულებს. თუმცა შაბათს ფარღალავას ერთით მეტი მოხსნა რომ ჰქონოდა, სამმაგ დუბლს მიითვლიდა. ასეთი ეფექტური სტატისტიკა ბოლოს კოტე ტუღუშს ორი წლის წინათ ჰქონდა.

თუმცა თსუ-"სოხუმის" შეხვედრის ბომბარდირი "სტუდენტი" იყო - მიშა ფანჩულიძე, რომელმაც 32 ქულას მოუყარა თავი. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. მაშინ, როცა ბევრს ეგონა, შეხვედრა ოვერტაიმში გადავიდოდა, ილია ლონდარიძე "სოხუმის" კალათისკენ დაიძრა, მას რიჩარდ დამუსმა დაუფარა, თუმცა მსაჯმა ჯარიმა დააფიქსირა, თსუ-ელმაც 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

სტუდენტურ დერბიში შედარებით ახალგაზრდულმა "აგრარულმა" "სამედიცინოს" 63:57 აჯობა. ეფექტური დუბლი შეასრულა "მედიკოსმა" ბექა ბექაურმა (15 ქულა, 15 მოხსნა), ხოლო მისმა მეტოქე კახა მუმლაძემ 13 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.

მეორე ტური შსს-"დინამოს" მატჩით დასრულდა. შსს-მ მეტოქე ფარქვეშ აშკარად დაჩაგრა: მოხსნებში 60:31 აჯობა. ამის ხარჯზე ძალოვანებმა მეტოქეზე 23-ით მეტი ორქულიანი ჩააგდეს - 42:19. გამარჯვებულთა რიგებში გამოირჩა ამერიკელი ტროი კოტონი, რომელმაც 23 ქულა ოდენ 17 წუთში მოაგროვა. ტროიმ 7-დან 4 სამქულიანი, 6-დან 5 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

სუპერლიგა. II ტური

6 ნოემბერი, თბილისი, სპორტის სასახლე

აგრარული-სამედიცინო 63:57

11:22, 12:7, 26:18, 14:10

აგრარული: ტეტელაშვილი (5ქ, 3პ), ჩაჩანიძე (13ქ), ხანიაშვილი (16ქ, 8მ, 4პ), ჯავახიშვილი (4ქ, 8მ), მუმლაძე (13ქ, 11მ), ნანიტაშვილი (12ქ, 4ჩ), სიგუა, გემაზაშვილი.

სამედიცინო: გულისაბედაშვილი (8ქ), ს. ლეჟავა (6ქ), ბექაური (15ქ, 15მ, 2დ), ნინიაშვილი (7ქ), ჭოჭუა (11ქ, 7მ, 5პ), როდუმტა (4ქ, 7მ, 2დ), თავართქილაძე (3ქ, 3პ), ფაიქრიძე (3ქ), კეიდია.

მსაჯები: ხ. გაბედავა, გ. მიქელაძე

კომისარი: რ. გელოვანი

არმია-ქუთაისი 78:82

23:25, 16:23, 27:18, 12:16

არმია: ბაბიაშვილი (16ქ), ბოისა (11ქ), ტუღუში (17ქ, 3პ), მ. ბერიშვილი, უგრეხელიძე (12ქ, 10მ), პირველაშვილი (12ქ, 4პ), ბაქრაძე (7ქ, 5პ), მინაშვილი (2ქ), ათანელიშვილი (1ქ).

ქუთაისი: დიდია (2ქ), ბ. ბერიშვილი (13ქ, 4პ), კვიმსაძე (24ქ), ბოლქვაძე (9ქ), გ. ბარბაქაძე (12ქ, 3ჩ), ლომინაშვილი (17ქ, 7მ), კოღუაშვილი (3ქ), ქორიძე (2ქ), ტუკვაძე.

მსაჯები: მ. კუპატაძე, ზ. მაჩალაძე

კომისარი: რ. ხომერიკი

თსუ-სოხუმი 94:93

24:26, 17:21, 23:19, 30:27

თსუ: ფანჩულიძე (32ქ), გაფრინდაშვილი (12ქ, 4პ), კოხრეიძე (9მ, 3პ), ლონდარიძე (16ქ), მათიაშვილი (4ქ, 7პ), მარხვაშვილი (23ქ, 3ჩ), ყველაშვილი (7ქ).

სოხუმი: ფარღალავა (16ქ, 10პ, 9მ), კვეტენაძე (13ქ), სორდია (21ქ), მაკრეირი (6ქ, 7მ, 3პ), რ. დამუსი (10ქ, 10მ, 2დ), კანკია (3ქ), კოპალიანი (2ქ), შანიძე (8ქ), კ. დამუსი (14ქ, 9მ).

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი

კომისარი: რ. ხომერიკი

შსს-დინამო 121:66

35:9, 26:16, 29:22, 31:19

შსს: დ. ბერიშვილი (4ქ, 8პ), ლაფანაშვილი (8ქ), კოტონი (23ქ), მარკოიშვილი (12ქ), იმნაძე (11ქ, 7მ), დ. ბარბაქაძე (6ქ), ნიკოლაძე (11ქ, 3პ, 4ჩ), შერმადინი (15ქ, 11მ), დეკანოიძე (6ქ), ტომარაძე (17ქ), სუხიშვილი (8ქ, 10მ), მიქაბერიძე.

დინამო: ივანეიშვილი (10ქ), ეძგვერაძე (9ქ, 3პ, 3ჩ), თვაური (2ქ), გლუნჩაძე (4ქ), ალხანაიძე (22ქ, 3პ), თავამაიშვილი (4ქ, 7მ), ჩაველაშვილი (2ქ), კუჭავა (5ქ, 3პ, 3ჩ), წიკლაური (8ქ).

მსაჯები: გ. მიქელაძე, ვ. კიკოტი

კომისარი: გ. სანაძე

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. თსუ 2 2 0 193-169 4

2. შსს 2 2 0 205-137 4

3. ენერჯი 2 2 0 168-158 4

4. ქუთაისი 2 1 1 154-155 3

5. აგრარული 2 1 1 138-142 3

6. სოხუმი 2 1 1 178-169 3

7. დინამო 2 1 1 130-184 3

8. სტუ 2 0 2 162-190 2

9. სამედიცინო 2 0 2 128-147 2

10. ბათუმი 1 0 1 63-64 1

11. არმია 1 0 1 78-82 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა