იტალიურ არკოში ნონა გაფრინდაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა

იტალიურ არკოში დამთავრდა ვეტერან (50 წელს გადაცილებულ) მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი. ქალთა ტურნირში, როგორც გაუწყეთ, ორი ქართველი მონაწილეობდა - ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი, მსგავსი ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი და ვეტერანებში ევროპის ჩემპიონი თამარ ხმიადაშვილი.

ბოლო ტურის წინ 6,5 ქულით ერთპიროვნულად გაფრინდაშვილი ლიდერობდა, რომელიც უახლოეს მეტოქეებს ნახევარ-ნახევარი ქულით უსწრებდა. დასკვნით შეხვედრაში მან რუს მარგარიტა კამიშევასთან შავი ფიგურებით ქულა გაიყო. ამ დაზავებით ისარგებლა ხმიადაშვილმა - რუს ნინა შუშპანოვას სძლია და მანაც 7 ქულას მოუყარა თავი. უკეთესი კოეფიციენტით ჩემპიონობა ხმიადაშვილს ხვდა. გაფრინდაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა. ასევე, 7 ქულით მესამე ადგილი ტატიანა ფომინამ (ესტონეთი) დაიკავა.

ვაჟებში 11 ტურის შემდეგ ერთბაშად ოთხმა მოჭადრაკემ 8,5 ქულა მოაგროვა. უკეთესი მაჩვენებლებით ოქროს მედალი ყაზახეთის საჭადრაკო სკოლის აღზრდილს, ამჟამად საფრანგეთის მოქალაქე ანატოლი ვაისერს ხვდა. მომდევნო სამი ადგილი ასეთი თანმიმდევრობით განაწილდა: ვლასტიმილ იანსა (ჩეხეთი), ვიაჩესლავ დიდშკო (ბელარუსი) და ლარი კაუფმანი (აშშ). პირველ სამ ადგილზე გასულთ, შესაბამისად, 2000, 1700 და 1400 ევრო ხვდათ, ქალებმა კი 600, 500 და 400 ევრო დაიმსახურეს.

niamora
50 თუ 60-ს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა