ლეო მესიმ დიეგო მარადონა ჩამოიტოვა
ლიონელ მესიმ დიეგო მარადონას გადაასწრო, ანდრეა პირლომ და ჯანლუიჯი ბუფონმა საიუბილეო მატჩები ჩაატარეს, რესიფესა და ტაშკენტში კი გოლეადები ვიხილეთ - ეს და კიდევ სხვა თემები ჩვენს ყოველკვირეულ სტატისტიკურ მიმოხილვაში.

100 - მატჩი ეროვნული ნაკრების მაისურით. ანდრეა პირლო, რომელსაც ნაკრებში დებიუტი საკმაოდ გვიან, 23 წლის ასაკში ჰქონდა, გახდა მხოლოდ მეხუთე იტალიელი, დინო ძოფის, პაოლო მალდინის, ფაბიო კანავაროს და ჯანლუიჯი ბუფონის შემდეგ, ვინც ასეთ ზღვარს მიაღწია. 34 წლის ნახევარმცველმა იუბილე სათანადოდ აღნიშნა და შესანიშნავი სტანდარტული დარტყმით "სკუარდა აძურაში" მე-13 გოლი გაიტანა, იტალიამ კი მექსიკას 2:1 მოუგო. საინტერესოა, რომ იტალიელთა ძირითადში 6 ფეხბურთელი "იუვენტუსიდან" იყო, 4 კი "მილანიდან" და მხოლოდ დანიელე დე როსი წარმოადგენდა სხვა კლუბს ("რომა"). არადა, მექსიკის 11-ეულში 9 სხვადასხვა კლუბის ფეხბურთელი იყო.

91 - პროცენტიანი სიზუსტე პასების შესრულებისას - ასეთი შედეგით დაასრულა ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებმა ტრიუმფული ევროპის ჩემპიონატი. ხულიენ ლოპეტეგის შეგირდებმა სულ 3 425 პასი შეასრულეს და აქედან 3 103 ზუსტი იყო. ესპანეთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფინალში იტალიას 4:2 მოუგო და წაუგებელი სერია 26-მატჩამდე გაზარდა.

ანგარიში ტიაგო ალკანტარამ გახსნა და გოლი იმ ქვეყანას გაუტანა, რომელშიც დაიბადა - "ბარსელონას" ნახევარმცველი სამყაროს სან პიეტრო ვერნოტიკოში მაშინ მოევლინა, როდესაც მისი მამა, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მაზინიო, "ლეჩეში" თამაშობდა. მალე წონასწორობა ჩირო იმობილემ აღადგინა და დავიდ დე ხეას 370-წუთიანი მშრალი სერია შეწყვიტა.

საბოლოოდ, ალკანტარამ ჰეთ თრიკი შეასრულა და გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ახალგაზრდული ევროს ფინალში სამი გოლი გაიტანა.

35 - გოლი არგენტინის ნაკრების რიგებში - ლიონელ მესიმ გვატემალასთან გამართულ შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 4:1 მოიგო, ჰეთ თრიკი შეასრულა და "ალბისელესტეს" ბომბარდირთა დავაში დიეგო მარადონას გაუსწრო. ახლა მესი ერნან კრესპოსთან ერთად მეორე ადგილს იყოფს და მხოლოდ 56 ბურთის გამტან გაბრიელ ბატისტუტას ჩამორჩება.

35 გოლის გასატანად მესის 82 მატჩის ჩატარება დასჭირდა, ბატისტუტამ ამ ზღვარს 51-ე შეხვედრაში მიაღწია, კრესპომ კი 64-ე მატჩში. სამაგიეროდ, "ბარსელონას" ლიდერმა ეს მათზე ახალგაზრდამ შეძლო - "ლა პულგამ", რომელიც ივნისში 26 წლის ხდება, "ფიორენტინას" ლეგენდას 19 თვით, ხოლო კრესპოს 6 წლით აჯობა.

18 - წამი დასჭირდა ბაჰოდირ ნასიმოვს იმისთვის, რომ ყატართან გამართულ შეხვედრაში ანგარიში გაეთანაბრებინა. უზბეკი ფეხბურთელი ცვლილებაზე გამოვიდა და გოლი პირველივე შეხებით გაიტანა. ეს იყო პირველი ბურთი იმ ხუთიდან, რომელიც უზბეკებმა მატჩის ბოლო 30 წუთში გაიტანეს.

მირჯალოლ კასიმოვის გუნდი მუნდიალის საგზურისთვის იბრძოდა და სამხრეთ კორეას 8-წლიანი წაუგებელი საშინაო სერია რომ გაეგრძელებინა, უზბეკები ჯგუფში მეორე ადგილზე და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდოდნენ, მაგრამ კორეელთა წაუგებელი სვლა რეზა გოჩანეჯადის გოლმა შეწყვიტა და ჯგუფში პირველი ადგილი კარლოს კეირუშის ირანმა დაიკავა. სამხრეთ კორეამ და უზბეკეთმა ერთნაირი ქულები დააგროვეს, მაგრამ ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ჩემპიონატზე კორეა გავიდა.

ახლა კასიმოვის გუნდი იორდანიას დაუპირისპირდება, ამ წყვილის გამარჯვებული კი სამხრეთ ამერიკის ზონაში მე-5 ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება.

7 - გოლი კონფედერაციათა თასის ერთ შეხვედრაში, ტურნირის ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგია. ამ ტურნირზე ამაზე უხვგოლიანი მატჩი მხოლოდ ერთხელ, 1999 წელს გაიმართა და მაშინ ბრაზილიამ საუდის არაბეთს 8:2 მოუგო. წელს მაყურებელმა ერთ შეხვედრაში გატანილი 7 ბურთი უკვე ორჯერ იხილა - ჯერ ნიგერიამ მოუგო ტაიტის 6:1, შემდეგ კი იტალიამ სძლია იაპონიას - 4:3.

საინტერესოა, რომ 2009 წელს იტალია პირველი ტაიმის შემდეგ ასევე 2:1-ს აგებდა ახალ ზელანდიასთან და ის მატჩიც 4:3 მოიგო.

იაპონიასთან შეხვედრაში იტალიელთა ერთი გოლი მარიო ბალოტელის ანგარიშზე იყო, რომელიც ჯუზეპე მეაცას შემდეგ, ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც ნაკრებში 10 გოლის გატანა მოასწრო. ამის გარდა, ჯანლუიჯი ბუფონმა თავისი 130-ე სანაკრებო მატჩი ჩაატარა და ახლა ბუფონი იტალიის ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელ ფაბიო კანავაროს მხოლოდ 6-ით ჩამორჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კვირა ციფრებში: მოთმინება, ტკივილი და რეკორდები

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
"დიეგო ღმერთი იყო, ის კი იესოა" - მარადონას შვილმა მამამისის შემდეგ "ნაპოლის" ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაასახელა
პაბლო ოსვალდო: გასახდელში სიგარეტს ჯანლუიჯი ბუფონთან ერთად ვეწეოდი
პრანდელის ჯერია - "ჯენოამ" მიმდინარე სეზონში უკვე მე-3 მწვრთნელი დანიშნა
პირლომ "იუვენტუსში" დაბრუნებაზე მზადყოფნა გამოთქვა
პრანდელი: მზად ვარ, "იუვეს" მერვედფინალში გასვლაზე სანაძლეო პიცაზე დავდო
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
"ნაპოლისთვის" კარგია, რომ ტრავმა მიიღო და ვერ ითამაშებს" - პრანდელი კვარაცხელიაზე
პირლო: სკუდეტოსთვის ეს სამი გუნდი იბრძოლებს
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
"მისი გადაწყვეტილება არც მომწონს და არც ვეთანხმები, მაგრამ..." - მარადონას შვილმა "კვარაზე" ისაუბრა
"რატომ დავტოვე "მილანი"? - პირლომ განმარტა
"იუვენტუსს" ბონუჩი აღარ სჭირდება - ვეტერანი იტალიელი შესაძლოა, იტალიის სერია B-ში აღმოჩნდეს
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
პირლო სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელი გაერთიანებული საამიროების მეორე ლიგის გუნდს გაწვრთნის
პოლონეთის ნაკრების თავკაცი შესაძლოა ცნობილი იტალიელი სპეციალისტი გახდეს
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
მარადონამ ამ გოგონას შიშველი ფოტოების სანაცვლოდ სოლიდური თანხა გადაიხადა - Playboy-ს მოდელმა უცნობი ისტორია მოჰყვა
30 000 ევროს ოდენობის ვალი - უკანონო ფსონების საქმეში პირლოს შვილის სახელმაც გაიჟღერა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
"ჯენოა" თასიდან მესამე ლიგის გუნდმა გამოაგდო და მისი მწვრთნელი იურიჩი მოხსნეს