სერენას ბოდიში მოახდევინეს
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სერენა უილიამსმა ბოდიში მოიხადა თავისი კომენტარისთვის, რომელიც ქალაქ სტიუბენვილში გაუპატიურებულ მთვრალ ამერიკულ გოგონას შეეხებოდა, - წერს გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი". ჟურნალ Rolling Stone-თვის მიცემულ ინტერვიუში ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ 16 წლის გოგონამ "თავად ჩაიგდო თავი საფრთხეში".

2013 წლის მარტში, სტიუბენვილის სასკოლო საფეხბურთო გუნდის ორი მოთამაშე ერთწლიანი პატიმრობით დაისაჯა გოგონას გაუპატიურებისთვის. ერთ-ერთმა ბრალდებულმა კი დამატებით 12 თვე მიიღო გაშიშვლებული მსხვერპლისთვის ფოტოს გადაღების გამო.

"თქვენ ფიქრობთ, ეს სამართლიანია? მხედველობაში მაქვს ის სასჯელი, რაც მათ მიიღეს. მათ დიდი სისულელე ჩაიდინეს. გოგონას არ ვამტყუნებ, მაგრამ, როცა 16 წლის ხარ და სასმელს მიირთმევ, მშობლებმა უნდა გასწავლონ: არ მიიღოთ სასმელი უცხო ადამიანებისგან, - ამბობდა მაშინ სერენა უილიამსი. – ყველაფერი შეიძლება გაცილებით სავალალოდ დასრულებულიყო. მას გაუმართლა".

ჩოგბურთელის ამ კომენტარმა ამერიკის შეერთებულ შტატებში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია და სერენა იძულებული გახდა, ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა. უილიამსმა მიმართა დაზარებულის ოჯახს და აღნიშნა: "ვნანობ იმის გამო, რაც Rolling Stone-ის ინტერვიუში დაიბეჭდა. ჩემი სიტყვები შეურაცხმყოფელი იყო. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიმენიშნებინა, რომ დამნაშავე ამ სიტუაციაში დაზარალებული იყო".

უილიამსმა ისიც დაამატა, რომ მთელი ცხოვრება იბრძვის ქალების თანასწორუფლებიანობისთვისა და თანასწორობისთვის.

სერენა უილიამსის ინტერვიუ ჟურნალ Rolling Stone-თან საკმაოდ გულახდილი გამოვიდა. გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს.

წარმატების საიდუმლოზე

- ვფიქრობ, კარგი იქნებოდა შვილი მყოლოდა და მასთან ერთად მთელს მსოფლიოში მემოგზაურა. დღეს კი ჩემთან ერთად ჩემი ძაღლები მოგზაურობენ. ყოველთვის არსებობს რაღაც, რაც შეიძლება შესწირო წარმატებას. ყველაფერს აქვს თავისი ფასი. საკითხი მხოლოდ იმაშია, რამდენის გადახდა შეგიძლია.

საკუთარი ძალაზე

- ეს არის წარმატების გასაღები. სინამდვილეში, ძალიან დაუდევარი ვარ. ყოველთვის უმიზეზოდ ვეცემი. სახეზე ნაიარევიც მაქვს მას შემდეგ, რაც ველოსიპედიდან ჩამოვარდი.

კარიერის დასრულებაზე

- როცა მე დავასრულებ ჩოგბურთში გამოსვლას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომბეზრდა თამაში – ასეთი რამ, უბრალოდ არ მოხდება. ეს მოხდება იმის გამო, რომ ვარჯიში მომბეზრდება.

ერთ-ერთი მეტოქის შესახებ TOP5-დან

- თავის ყოველ ინტერვიუს ის იწყებს ფრაზით: "მე ისეთი იღბლიანი ვარ, ისეთი ბედნიერი ვარ". ეს ძალიან მოსაწყენია. მას დღესაც არ მიიწვევენ კარგ საღამოზე. და თუ მას სურს იყოს ბიჭთან, რომელმაც შავი გული აქვს, ეს მისი არჩევანია (სავარაუდოდ, ლაპარაკობს მარია შარაპოვაზე, რომელიც გრიგორ დიმიტროვთან მეგობრობს. ან ვიქტორია აზარენკაზე, რომლის შეყვარებულია რეპერი RedFoo).

ვირჟინ რაზანოსთან ურთიერთობაზე

- მე კორტზე გავდივარ საკუთარი სამუშაოს შესასრულებლად და არა მეგობრობისთვის. თუმცა არც მტრები მინდა გავიჩინო (ერთ-ერთ ინტერვიუში რაზანომ განაცხადა, რომ სერენა აღარ ელაპარაკება იმ სენსაციური წაგების შემდეგ, რომელიც მან ფრანგისგან 2012 წლის როლან გაროსის პირველ წრეში იგემა).

პარიზში ცხოვრებაზე

- შარშან, როლან გაროსზე წაგების შემდეგ, დარჩენა გადავწყვიტე. წაგების გამო არა, უბრალოდ, რთული პერიოდი მქონდა და არ მინდოდა იმ ქვეყანაში წასვლა, სადაც ჩემი ყოფილი შეყვარებული ცხოვრობს.

საკუთარ ფორმებზე

- მე უნდა შევურიგდე იმას, რომ ჩემი წონა –ერთ-ერთი სუსტი მხარეა. განსაკუთრებით, თუ ვინუსს შემადარებთ. ის უფრო მაღალი და ტანადია – მოდელივით. მე კი მსუქანი ვარ და თეძოებიც განიერი მაქვს, ისევე, როგორც სხეულის სხვა ნაწილები. ადრე მინდოდა ვინუსივით ვყოფილიყავი, მაგრამ მე სერენა აღარ ვიქნებოდი. მომიწია გამეცნობიერებინა, რომ დიდი მკერდი მაქვს. ახლა, უბრალოდ, შევეჩვიე ამას და მსიამოვნებს კიდეც. ვფიქრობ, ჩემი მაგალითია კარგია სხვა მსუქანი გოგონებისთვის. მათ შეუძლიათ უფრო მეტად თავდაჯერებულები იყვნენ საკუთარ თავში.

თავის მწვრთნელ პატრიკ მურატოგლუზე

- სახალისოა, რომ მასთან თანამშრომლობის დასაწყისში, როგორც არ უნდა მეცადა, ჩემი ყველა მატჩი სამსეტიანი გამოდიოდა. მაშინ მოვიდა ჩემთან და მითხრა: "გამოდევნე შენგან განრისხებული სერენა. დამშვიდდი და დაიტოვე მხოლოდ პოზიტიური აგრესიის ნაწილი". ვფიქრობ, ჩემი სხეულის რაღაც ნაწილი საჭიროებს მრისხანებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

უიმბლდონი ვენუს უილიამსის გარეშე დარჩა

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
სერენა უილიამსმა და მარია შარაპოვამ ერთმანეთს ომი გამოუცხადეს [VIDEO]
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...