"რეინჯერსმა" მწვრთნელი იპოვნა
რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო გუნდს "ჩიკაგო ბლეკჰოქსს" ფინალური სერიის მეოთხე მატჩში სერიოზული გამოცდა ჰქონდა ჩასაბარებელი. გუშინდელ შეხვედრაში მარცხი, პრაქტიკულად უშანსოდ დატოვებდა ჯოელ კენევილის გუნდს. სტატისტიკის მიხედვით, გუნდები, რომლებიც 1:1-ის შემდეგ იგებდნენ მესამე მატჩს, 84 პროცენტის შემთხვევაში (25-დან 21) იღებდნენ სტენლის თასს.

"ჩიკაგოს" დაუბრუნდა სლოვაკი მარიან ჰოსა, რომელმაც წინა შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა მისი დაზიანების ხარისხი ჟურნალისტებისთვის ბოლომდე გაურკვეველი გახდა.

თამაში წინა სამი მატჩისგან აბსოლუტურად განსხვავებული გამოვიდა – ეს იყო ნამდვილი "გიჟური" ჰოკეი ბევრი გოლითა და სახიფათო მომენტით (1982 წლის შემდეგ, პირველად გავიდა სტენლის თასის ფინალურ მატჩში 11 გოლი, ხოლო თავად მატჩი ოვერტაიმში დასრულდა). გოლებს მონატრებულმა ორივე გუნდის ფორვარდებმა ფანტასტიკური შოუ მოაწყვეს, ხოლო მეკარეებმა, რომლებმაც წინა მატჩებშე საიმედო თამაშს მიგვაჩვიეს, მათთვის არადამახასიათებელი შეცდომები დაუშვეს.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პირველი პერიოდის შუაში "ჩიკაგომ" გახსნა ანგარიში რიცხობრივი უმცირესობის დროს: ბრენდონ საადმა და მიხალ ჰანზუშმა კონტრშეტევაში გაქცევა მოახერხეს და სლოვაკმა კარგად გამოიყენა პარტნიორის პასი ზდენო ხარას მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად. ძალიან მალე, "ბოსტონმა" რიცხობრივი უპირატესობა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა. ხოლო, როცა ტეივზისა და კეინის მონდომებით, "ბლეკჰოქსმა" ორი შაიბით მოახერხა წინ გასვლა, ისე ჩანდა, რომ "ჩიკაგოს" ხელს ვეღარაფერი შეუშლიდა თამაშის გამარჯვებამდე მიყვანაში.

მაგრამ, ეს მცდარი მოსაზრება იყო. "დათვებმა" ორჯერ შეძლეს ორშაიბიანი ჩამორჩენის გაბათილება, შემდეგ 4:5-დანაც მოახერხეს თამაშის გადარჩენა. ამ დროს, სტუმრებისთვის ერთადერთი შვება ის იყო, რომ ბოლო 24 ცდიდან პირველად შეძლეს მოედანზე ზედმეტი ჰოკეისტის გათამაშება.

მესამედ ამ სერიაში დაინიშნა ოვერტაიმი და ყველაფერი მეათე წუთზე გადაწყდა, როცა "ჩიკაგოს" მცველის ბრენტ სიბრუკის უძლიერესი დარტყმის მოგერიება ვერ შეძლო "ბოსტონის" მეკარე ტუუკა რასკმა. ამ უკანასკნელს ბევრი მუშაობა მოუწია - მისი მიმართულებით 47 ზუსტი დარტყმა განხორციელდა.

როგორც გითხარით, ორივე გუნდის ფორვარდებმა შესანიშნავი სპექტაკლი დადგეს. "ჩიკაგოს" რიგებში მხოლოდ ორმა თავდამსხმელმა - ენდრიუ შოუმ და ვიქტორ სტალბერგმა ვერ აიღეს შედეგიანი ქულა, ხოლო ექვსივე გოლის ავტორი სხვადასხვა ფორვარდი გახდა.

"ბოსტონმა" ვერ შეძლო შინ შვიდმატჩიანი მოგებათა სერიის გაგრძელება, ხოლო მისმა ბევრმა ლიდერმა სარგებლიანობის არც თუ ისე სახარბიელო მაჩვენებელი დააფიქსირა: ხარამ, მარჩანდმა და სეგუინმა - "მინუს 3", პატრის ბერჟერონმა, შესრულებული დუბლის მიუხედავად - "მინუს 2".

ოთხი მატჩის ჩატარების შემდეგ, გუნდები საწყის პოზიციებს დაუბრუნდნენ. თანაბარი ანგარიშისას, "ჩიკაგოს" გააჩნია საკუთარი მოედნის უპირატესობა, "ბოსტონს" კი სტენლის თასის მოსაპოვებლად, აუცილებლად ესაჭიროება სტუმრად კიდევ ერთი მოგება.

მეხუთე მატჩი ჩიკაგოში თბილისის დროით კვირას დილით გაიმართება.

ბოსტონი-ჩიკაგო 5:6 (ო)

1:1, 2:3, 2:1, 0:1

გოლები: 0:1 ჰანზუში-3 (საადი-5), 1:1 პევერლი-2 (ფერენსი-2), 1:2 ტეივზი-2 (როჟსივალი-3), 1:3 პ. კეინი-7 (ბიკელი-6, როჟსივალი-4), 2:3 ლუჩიჩი-6 (ხარა-11), 2:4 კრუგერი-3 (ფროლიკი-5, ბოლანდი-3), 3:4 პ. ბერჟერონი-8 (ხარა-12, იაგრი-9), 4:4 პ. ბერჟერონი-9 (იაგრი-10), 4:5 შარპი-10 (მარიან ჰოსა-9, კიტი-10), 5:5 ბოიჩაკი-6 (ჰორტონი-12, კრეიჩი-15), 5:6 სიბრუკი-3 (ბიკელი-7, პ. კეინი-10).

სერია: 2-2

"რეინჯერსმა" მწვრთნელი იპოვნა

"ნიუ იორკ რეინჯერსის" მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა ალენ ვინიო, - იტყობინება NHL-ის ოფიციალური ვებგვერდი. ხელშეკრულება ხუთწლიანია და ამ დროის განმავლობაში, მწვრთნელი 10 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ვინიომ "რეინჯერების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ცოტა ხნის წინ დათხოვნილი ჯონ ტორტოლერა უნდა შეცვალოს.

შეგახსენებთ, რომ 52 წლის სპეციალისტის ბოლო კლუბი იყო "ვანკუვერ კენაქსი", რომელსაც ექვსი წლის განმავლობაში წვრთნიდა, 2011 წელს კი ეს გუნდი სტენლის თასის ფინალში გაიყვანა. ვინიო 23 მაისს დაითხოვეს "ვანკუვერის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, როცა გუნდმა წლევანდელი პლეი ოფის პირველი წრის სერია წააგო "სან ხოსესთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. ფინალი. III მატჩი: ფენომენალური ფინელი

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
"რატომ კილიან მბაპე?" - პსჟ-მ France Football-ს პრეტენზიები წაუყენა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ბარსელონაში" ამ ფეხბურთელმა ყველაზე მეტად გამაკვირვა - როდრი
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - აფრიკელების დომინირებით
რონალდოს გატანილი არ ჩაუთვალეს - პორტუგალიამ უელსს მაინც მოუგო
[VIDEO] კლოპის გერმანია ჩავის ნიდერლანდებთან ფრეს დასჯერდა
U21 | საქართველო V საბერძნეთი - 25 სექტემბრის განრიგი
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
"ვიცით, სად შეიძლება შეგვექმნას პრობლემები და ჩვენ სად შევუქმნით" - სანიოლი ჩრდ. ირლანდიასთან მატჩის წინ
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"კვარაცხელია დიდ მატჩებში დიდებულია" - ფრანგი ჟურნალისტი სეზონის სტარტზე ხვიჩას უფერულ თამაშს ყურადღებას არ აქცევს
საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"2+1" - რა ფოტოს აქვეყნებს ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" მორიგი ჩემპიონობის შემდეგ [PHOTO]
NHL. პლეი ოფი: უგოლო "პიტსბურგი"
ჯეისონ ტეიტუმის 44 ქულა და 9 ასისტი - "ბოსტონმა" "ლეიკერსი" ოვერტაიმში დაამარცხა [VIDEO]
სრული დომინირება ფარზე და 26 მოხსნა! "ატლანტას" ცენტრმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩააატარა [VIDEO]
ᓰᓝᓙᓔᓘ. NHL. ᓞᓚᓔᓘ ᓝᓤ
NHL. ᓞᓚᓔᕘ ᓝᕤᓘ: "ᓕᕐᓨ
NHL-ის სეზონის წინ: საუკეთესოები
NHL. ᓠ
ნიკოლა იოკიჩის ბენეფისი - "დენვერმა" "ბოსტონი" დაამარცხა [VIDEO]
NHL. პლეი ოფი: ჩემპიონი მაინც გავიდა
გამარჯვების მომტანი სამქულიანი საკუთარი ნახევრიდან - საოცარი მატჩი NBA-ში [VIDEO]
NHL. ᓞᓚᕔᕘ ᓝᓤᕘ: ᓠᓔᕕᕐᓜᓨᓘ ᓛᕘᓜᓔᕡᓝᓢᓐᓨᓘ
ლავინის 10 სამქულიანი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
ბევერლი: "ლეიკერსში" ჩანგლის ფუნქციებს მანიჭებდნენ
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კაპიტანი კროსბი
"ყველა ვარსკვლავის" სათადარიგო მოთამაშეების ვინაობა ცნობილია [PHOTO]
სათამაშო დღის (24 იანვრის) 10 საუკეთესო მომენტი [VIDEO]
NHL. ᓞᓚᓔᕘ ᓝᓤᓘ: ᓚᓝᓡᓐ
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსი" მისსავე მოედანზე დაამარცხეს [VIDEO]