გრეცკი და მესიე "რეინჯერსს" უმიზნებენ
ჰოკეის ეროვნული ლიგის პლეი ოფში კონფერენციების ფინალები დაიწყო - ორივე წყვილში პირველი მატჩები გაიმართა.

მოულოდნელი გამოდგა აღმოსავლეთის მატჩის შედეგი: "პიტსბურგის" "გოლების მანქანამ" ვერც ერთხელ ვერ გაუტანა ტუუკა რასკს, რომელმაც 29 დარტყმა მოიგერია.

პირველი პერიოდის შუაში, სტენლის თასის წლევანდელი გათამაშების საუკეთესო ბომბარდირმა, "ბოსტონის" ფორვარდმა დავიდ კრეიჩიმ გახსნა ანგარიში, რაშიც მას მასპინძლების მცველი პოლ მარტინი დაეხმარა. კრეიჩი საშუალო მანძილიდან ურტყამდა და შაიბა მარტინს ციგურში მოხვდა, რის გამოც, რიკოშეტზე დროულად რეაგირება ვერ მოასწრო "პინგვინების" კარის დარაჯმა ტომაშ ვოკოუნმა.

მოვლენათა ასეთი განვითარებით შოკირებული პიტსბურგელები ანგარიშის გასათანაბრებლად წინ წავიდნენ, მაგრამ იმ დღეს სასწაულებს ახდენდა რასკი. ვერც თანაბარი შემადგენლობებისას და ვერც რიცხობრივ უპირატესობაში "პიტსბურგმა" ვერაფერი მოუხერხა ფინელ გოლკიპერს. კროსბი, ნილი, მალკინი და იგინლა რასკის მიმართულებით ყველანაირი პოზიციიდან ურტყამდნენ, რამდენჯერმე შაიბა ძელს მოხვდა, მაგრამ მასპინძლებმა გატანა მაინც ვერ შეძლეს. განსაკუთრებით არ გაუმართლა მალკინს, რომელმაც რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა და ერთხელ ძელს გაარტყა შაიბა.

მესამე პერიოდში კრეიჩიმ დუბლი გაიფორმა და პლეი ოფში თავის 45-ე მატჩში 45-ე ქულა დააგროვა, ხოლო, როცა "პიტსბურგის" მცველების მიერ მივიწყებულმა ნათან ჰორტონმა მესამე შაიბა გაიტანა, გამარჯვებულის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი იყო.

დასავლეთი კონფერენციის ფინალის პირველ მატჩში "ლოს ანჯელესმა" პირველი პერიოდის ბოლოს გახსნა ანგარიში - მან "ჩიკაგოს" მეკარის კორი კროუფორდის წინდაუხედავი თამაშის წყალობით გამოიჩინა თავი, მაგრამ ამის შემდეგ, "ბლეკჰოქმა" არა მხოლოდ ანგარიშის გათანაბრება, არამედ წინ გასვლაც მოახერხა. მასპინძლებმა ერთშაიბიანი უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს.

ძალიან ბევრი მუშაობა მოუწია "კინგზის" მეკარე ჯონათან კუიკს, რომელმაც 36-დან 34 დარტყმა მოიგერია, მაგრამ მისი მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან მასპინძლები დროულად მიხვდნენ, რომ მეტოქის ზონის პერიმეტრიდან დარტყმები შედეგს არ მოიტანდა. "ბლეკჰოსის" ჰოკეისტები აქტიურად ამოქმედნენ "ლოს ანჯელესის" კარის სიახლოვეს და კუიკს დარტყმის მომენტის აღქმაში უშლიდნენ ხელს - სწორედ ეს გახდა პირველ მატჩში წარმატების საწინდარი.

პიტსბურგი-ბოსტონი 0:3

0:1, 0:0, 0:2

გოლები: 0:1 კრეიჩი-6 (ჰორტონი-8, ფერენსი-1), 0:2 კრეიჩი-7 (ჰორტონი-9), 0:3 ჰორტონი-6 (ლუჩიჩი-8, გ. კემპბელი-3).

სერია: 0-1

ჩიკაგო-ლოს ანჯელესი 2:1

0:1, 2:0, 0:0

გოლები: 0:1 ჯასტინ უილიამსი-5, 1:1 შარპი-8 (ოდუია-2, ჰანზუში-6), 2:1 მარიან ჰოსა-6 (კიტი-9, ბიკელი-2).

სერია: 1-0

გრეტცკი და მესიე "რეინჯერსს" უმიზნებენ

ჰოკეის ეროვნული ლიგის ორი ლეგენდა - უეინ გრეტცკი და მარკ მესიე "ნიუ იორკ რეინჯერსში" მუშაობით დაინტერესებას გამოთქვამენ, - წერს "ნიუ იორკ პოსტზე" დაყრდნობით NHL-ის ოფიციალური ვებგვერდი. თავად კლუბში ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გააკეთეს. შეგახსენებთ, რომ "რეინჯერსში" მთავარი მწვრთნელის თანამდებოდა მას შემდეგ განთავისუფლდა, რაც ხელმძღვანელობამ რამდენიმე დღის წინ, ჯონ ტორტორელა დაითხოვა.

მესიე ნიუიორკული კლუბის ლეგენდაა, რომელმაც 1994 წელს, 54-წლიანი შესვენების შემდეგ მოაპოვებინა "რეინჯერსს" სტენლის თასი. ის, ამჟამად, ამ კლუბის გენერალური მენეჯერის გლენ სატერის სპეციალური თანაშემწის მოვალეობებს ასრულებს.

გრეტცკი, რომელიც "ედმონტონში" მესიესთან ერთად სატერის ხელმძღვანელობით გამოდიოდა, უკვე მუშაობდა NHL-ში მთავარ მწვრთნელად - ის "ფინიქსს" ედგა სათავეში (2005-09).

მესიე და გრეტცკი ერთად "რეინჯერსშიც" თამაშობდნენ - 1996-97 სეზონში, როცა ისინი სტენლის თასის ნახევარფინალში გავიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. პლეი ოფი: ჩემპიონი მაინც გავიდა

VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
[VIDEO] საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალისტი გაირკვა
სულამანიძე ოქროს, თუშიშვილი ბრინჯაოს შეუტევს - ლოზანის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
15 და 17 წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 35 მედალი მოიპოვა
"მათ წინააღმდეგ თამაში არ მომწონს" - დე ბრუინი "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაზე
[VIDEO] ქოჩორაშვილმა "სევილიაში" პირველად ითამაშა - მისი გუნდი "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
"უდინეზემ" "მონცას" ქართველების გარეშე სძლია
[VIDEO] კვერნაძის დიდი პროგრესი და პირველი საგოლე მოქმედება სერია A-ში - "ფროზინონემ" "ფიორენტინა" გაანადგურა
იეგოიანის კარგი მატჩი - მისმა გუნდმა როტერდამულ დერბიში გაიმარჯვა
ბუნდესლიგაში ლოჩოშვილის დებიუტი შედგა - "კიოლნმა" ჩემპიონატი ლამაზი გამარჯვებით დაიწყო
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
[VIDEO] ალისონმა პენალტი აიკიდა და ყველაზე დაბალი შეფასებები მიიღო- "ლივერპულმა" სახლში "ნოტინგემთან" ფრეს მიაღწია
ზივზივაძის 80 წუთი - "ჰაიდენჰაიმმა" დრეზდენის "დინამოს" თამაში შემოუტრიალა
შეთანხმება შედგა - ანდრია ბართიშვილი ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"არაა აუცილებელი, "ოქროს ბურთი" პსჟ-ის ფეხბურთელს მისცენ" - მოურინიომ Ballon d'Or-ზე მოსაზრება დააფიქსირა
"ფეხბურთი უსამართლოა, მეტს ვიმსახურებდით" - ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩი შეაფასა
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
ალვარესის ახალი ვარიანტი - არგენტინელის დაბრუნება ყოფილ გუნდს სურს
სატრანსფერო საგა დასრულდა - ბრედლი ბარკოლა კარიერას "ლივერპულში" განაგრძობს
საფრანგეთის ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტმა პსჟ დააჯარიმა
დე ბრუინმა თავისი აზრით, იტალიის ჩემპიონატის პრობლემა დაასახელა
ოფიციალურად: "რეინჯერსმა" მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა
მსოფლიოს თასის ისტორია. 1987: ასეთი ჰოკეი არასოდეს ყოფილა
NHL. პლეი ოფი: "პინგვინებს" თამაში დაავიწყდათ
NHL. პლეი ოფი: აღმოსავლეთის ფინალი - "დათვები" vs "პინგვინები"
ალექსანდრ ოვეჩკინი ორ სიმბოლურშია
ფლიკის ყოფილი ასისტენტი - "რეინჯერსს" ახალი მწვრთნელი ეყოლება
"2+1" - რა ფოტოს აქვეყნებს ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" მორიგი ჩემპიონობის შემდეგ [PHOTO]
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: 700-იანი კროსბი და იაგრის ახალი რეკორდი
NHL. პლეი ოფი: გოლების წვიმა "პიტსბურგისგან"
ჯეისონ ტეიტუმის 44 ქულა და 9 ასისტი - "ბოსტონმა" "ლეიკერსი" ოვერტაიმში დაამარცხა [VIDEO]
სრული დომინირება ფარზე და 26 მოხსნა! "ატლანტას" ცენტრმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩააატარა [VIDEO]
მთავარი კანდიდატი ჯერარდია - ლეგენდარული ინგლისელი შესაძლოა, "რეინჯერსში" დაბრუნდეს
კაცური მუშტი-კრივი ყინულზე - "პიტსბურგის" კაპიტანმა NHL-ში უკვე მეშვიდედ იჩხუბა [VIDEO]
"იბერიას" შესაძლო მეტოქე "რეინჯერსს" ერთ-ერთი ლიდერი დიდი ხნით გამოაკლდა
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ბომბარდირული კრიზისი
ფოტო-NEWS: არასწორი გრეტცკი
ნიკოლა იოკიჩის ბენეფისი - "დენვერმა" "ბოსტონი" დაამარცხა [VIDEO]
NHL. ფინალი. IV მატჩი: მხიარულება ბოსტონში
NHL. პლეი ოფი: ჩემპიონი მაინც გავიდა
მსოფლიოს თასის ისტორიიდან: კანადის თასი 1984
ᓣᓔᓘᓜ ᓒრᓔᓢᓪᓙᓘ "ᓙᓘᓜᓒᓖᓘᓡ" ᓘᓡᓢᓝᓠᓘᓐᓨᓘ ᓡᓐᓣᓙᓔᓗᓔᓡᓝ ᓰᓝᓙᓔᓘᓡᓢᓘᓐ
"იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა - "იაგელონიამ" "რეინჯერსს" აჯობა
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იაგრის 693
[VIDEO] ჭანტურიშვილმა "რეინჯერსს" ულამაზესი გოლი გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა და კონფერენს ლიგაზე გავიდა
ESPN: სპორტის ისტორიაში TOP10 გაბრწყინება
პლეი ოფი: "პიტსბურგი" კედელთან მიაყენეს
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კაპიტანი კროსბი
"ყველა ვარსკვლავის" სათადარიგო მოთამაშეების ვინაობა ცნობილია [PHOTO]
სათამაშო დღის (24 იანვრის) 10 საუკეთესო მომენტი [VIDEO]
NHL. ᓞᓚᓔᕘ ᓝᓤᓘ: ᓚᓝᓡᓐ
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: იაგრის 1700