გადაწყდა, რომ 18 ივლისს "მეტალურგი" უცხოურ შეკრებაზე გაემგზავრება - ავსტრიაში ან თურქეთში
უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ გასული სეზონი რუსთავის "მეტალურგის" ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი იყო: საქართველოს ორგზის ჩემპიონი გუნდი პირველი ეტაპის შემდეგ ვერც ზედა ექვსეულში მოხვდა და ვერც თასის გათამაშებიდან შეძლო ევროპის ლიგის საგზურის მოპოვება.

არადა, გასული სეზონის დაწყებამდე რუსთაველებს მართლაც საამაყო ჰქონდათ: დაარსების დღიდან გუნდმა ორჯერ მოიპოვა ოქროს მედლები, ერთხელ მეორე ადგილზე გავიდა (ისიც, კაბინეტში მიღებული გადაწყვეტილებით), ორჯერ კი - მესამეზე.

ერთადერთი შემთხვევა, როცა გუნდმა ჩემპიონატი პირველ სამეულში ვერ დაასრულა, 2007-08 წლების სეზონში მოხდა და ეს ფაქტი უდიდეს წარუმატებლობად შეფასდა, - არადა, მაშინდელმა "ოლიმპმა" მეოთხე ადგილი დაიკავა...

..."მეტალურგი" ახალი სეზონისათვის მზადებას 24 ივნისიდან შეუდგება და უნდა ვივარაუდოთ, რომ გუნდში არაერთი ცვლილება მოხდება. ვიდრე წამსვლელ-მომსვლელ ფეხბურთელებზე ვისაუბრებდეთ, იმას შეგახსენებთ, რომ გარკვეული ცვლილება მოხდა საკლუბო სტრუქტურაშიც და სამწვრთნელო შტაბშიც.

"მეტალურგს" ახალი დირექტორი ჰყავს - ზაზა დოლიძე, ერთი კვირის წინ კი მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდა სპეციალისტი გელა სანაია დაინიშნა. სანაიას უმაღლესი სამწვრთნელო ჩინი (პრო-ლიცენზია) აქვს და ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უმაღლეს ლიგაშიც (თბილისის "ლოკომოტივი", "სამტრედია") უმუშავია და პირველ ლიგაშიც.

ახალი მწვრთნელი რომ გუნდის გადახალისებას შეუდგებოდა, წესით, არავის უნდა გაჰკვირვებოდა და "მეტალურგის" შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს კვლავაც უნდა ველოდოთ. თუმცა, რამდენიმე ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია: ახალი სეზონიდან რუსთაველთა გუნდში დებიუტი ექნებათ დავით კირკიტაძეს, გიორგი ვასაძესა და გურამ გურეშიძეს.

სამივე ახალწვეული ნახევარმცველია და უკვე აქედანვე ჩანს, რომ ახალ სეზონში "მეტალურგის" შუახაზი ბევრად უფრო გაახალგაზრდავებული იქნება, ვიდრე - წინაში.

20 წლის დავით კირკიტაძემ წინა სეზონი "ჩიხურაში" გაატარა და ამ სწრაფი გარემარბის დიდი დამსახურებაც არის, საჩხერელთა გუნდმა ევროტურნირების საგზური რომ მოიპოვა. "ჩიხურას" შემადგენლობაში კირკიტაძემ ჩემპიონატის 27 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. "ლელოს" ვერსიით, სრულიად დამსახურებულად მოხვდა სეზონის სიმბოლურ ნაკრებში, "სეზონის აღმოჩენის" ნომინაციაში კი მეორე ადგილი მივაკუთვნეთ ("მერანის" ბომბარდირის, საბა ლომიას შემდეგ).

სხვათა შორის, 2010-11 წლების სეზონის პირველ ეტაპზე კირკიტაძე "სამტრედიაში" ასპარეზობდა და ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი გელა სანაია გახლდათ...

ასევე საინტერესო ტრანსფერებად უნდა მივიჩნიოთ აწ უკვე ყოფილი "ვეტერინარების" , გიორგი ვასაძისა და გურამ გურეშიძის "მეტალურგში" გამოჩენა. 23 წლის ვასაძე ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში "ვიტ ჯორჯიას" ერთ-ერთი ლიდერი (გარკვეული პერიოდი გუნდის კაპიტანიც) იყო და მოედნის ცენტრში დიდი მოცულობის "შავი სამუშაოს" შესრულებითაც გამოირჩეოდა.

ვასაძე თუ გამოკვეთილი საყრდენია, 22 წლის გურამ გურეშიძე უფრო შემტევი ნახევარმცველი გახლავთ და ბოლო ოთხი სეზონი ისიც "ვიტ ჯორჯიას" ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად მიიჩნეოდა.

სხვათა შორის, წინა სეზონის დაწყების წინ "მეტალურგში" გურამ გურეშიძის უმცროსი ძმა, გიორგი გურეშიძე ჩაირიცხა, მაგრამ ახალგაზრდა შემტევს თამაში თითქმის არ უწევდა.

ახლა კი წამსვლელებზეც ვთქვათ, უფრო ზუსტად, მხოლოდ ერთ ფეხბურთელზე: ჯერჯერობით მხოლოდ ის არის გარკვეული, რომ ბოლნისის "სიონში" გააგრძელებს კარიერას გამოცდილი მეკარე ზურაბ ბათიაშვილი. 33 წლის ბათიაშვილს საქართველოს ჩემპიონატში არაერთი გუნდის ("თსუ", თბილისის "დინამო", რუსთავის "გორდა", "სიონი", ფოთის "კოლხეთი", ცხინვალის "სპარტაკი", "მესხეთი", "მეშაქრე", "გაგრა", "ლოკომოტივი", "თბილისი") ღირსება დაუცავს, "მეტალურგში" კი სამი სეზონი გაატარა.

ისე, ყველაზე წარმატებულად მაინც უკანასკნელი სეზონი უნდა მივიჩნიოთ: უმძაფრესი კონკურენციის მიუხედავად (მის გარდა, გუნდში კიდევ სამი მეკარე იყო - ივან ჰოსმანი, გრიგოლ ბედიაშვილი, მიხეილ ალავიძე), ჩემპიონატში ყველაზე მეტი მატჩი სწორედ ბათიაშვილმა ჩაატარა, რომელიც 7-წლიანი პაუზის მერე უბრუნდება "სიონს".

რაც შეეხება გიორგი მიქაბერიძეს, მოგეხსენებათ, რომ 25 წლის შემტევი ამჟამად თბილისის "დინამოსთან" ერთად ავსტრიულ შეკრებაზეა, თუმცა მისი ტრანსფერი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

"მეტალურგის" პრესსამსახურის ცნობით, გუნდთან კონტრაქტი გააგრძელა გოგა ფიფიამ - 28 წლის შემტევი რუსთაველთა გუნდში წინა სეზონში, მეორე ეტაპზე ჩაირიცხა და ერთ-ერთი გამორჩეულიც გახლდათ.

დაბოლოს, უკვე ცნობილია, რომ 18 ივლისს "მეტალურგი" უცხოურ შეკრებაზე გაემგზავრება: ავსტრიაში ან თურქეთში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რუსთავის "მეტალურგმა" სამი ახალი ფეხბურთელი დაიმატა

გელა სანაიამ 14 ივნისს რუსთავის "მეტალურგი" ოფიციალურად ჩაიბარა

დაამყარებს გელა სანაია რუსთავის "მეტალურგში" უნიკალურ რეკორდს?

რუსთავის "მეტალურგი" - ანტირეკორდების სეზონი

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა - ცნობილია, ვინ შეცვლის ირაკლი აზაროვს
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?
"ჩაკვეს" დღე და "ქოჩორა" "ბარსასთან" - "კვარა" კვირას - ნაკრებამდე
"ფიქრი საკუთარი თავიდან უნდა დაიწყო" - ცარუკიანი თოფურიას განცხადებას გამოეხმაურა
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
რუსთავში "რუსთავი" ბრუნდება - "მეტალურგის" ნაცვლად
ოთარ კიტეიშვილი: წყალი რომ წყალია, ისიც არ გვქონდა!..
მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
ეროვნული ლიგა. XXVII ტური: "დილამ" "სამტრედია" დაამარცხა
დილა-კოლხეთი 3:0 - ნოკდაუნიდან მოსულიერდა [VIDEO]
მეტალურგი-მერანი 6:1 - ეძღვნება რუსთავქალაქობას! [VIDEO]
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
დავით კირკიტაძე "სიონიდან" "ლოკომოტივში" გადავიდა
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
ლადო ბურდული: გამოცდილი ფეხბურთელები ნელ-ნელა ფორმაში შედიან
სამზადისი. ბოლნისის "სიონი": თუ გაწვიმდა...
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]
გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
ლოკომოტივი-დილა 3:1 - ოთხი გასროლა საგურამოში
"გორდა", "მეტალურგი", "რუსთავი"... რუსთავში ახალი საფეხბურთო ცხოვრება იწყება
უმაღლესი ლიგის I ეტაპის შეჯამება: რუსთავის "მეტალურგი"
ეროვნული ლიგის XXIV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]