ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიზნები ექნება ახალ გუნდს, ვინ იქნება მისი მთავარი მწვრთნელი და რომელი ფეხბურთელები ითამაშებენ
გადაწყვეტილი ამბავია: რუსთავში საფეხბურთო ცხოვრება არ ჩაკვდება და ქალაქს კვლავაც ეყოლება პროფესიული კლუბი!
ოღონდ რუსთაველ გულშემატკივრებს ამიერიდან პირველ ლიგაში მოასპარეზე გუნდის ქომაგობა მოუწევთ, თანაც, ახალი სახელწოდების მქონე გუნდის - 2015/16 წლების სეზონში, საქართველოს ორ ექსჩემპიონთან, "ზესტაფონსა" და "ვიტ ჯორჯიასთან" ერთად, პირველ ლიგაში საფეხბურთო კლუბი "რუსთავი" გამოვა...
ეს ყველაფერი კი ორი დღის წინათ, რუსთავის საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა, რის მიხედვითაც, საფეხბურთო კლუბ "რუსთავს" 100 პროცენტით ქალაქის მერია დააფინანსებს.
მოგეხსენებათ, თუ რა უმძიმესი ფინანსური სიტუაცია იყო წინა სეზონში რუსთავის აწ უკვე ყოფილ კლუბში, "მეტალურგში" და ბოლოს მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო: ყველანაირ პირობებს მოკლებულმა გუნდმა მეორე წრეში ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო და უმაღლესი ლიგიდან გავარდა. არადა, ლაპარაკია გუნდზე, თავის არსებობის 9-წლიან ისტორიაში ორჯერ რომ გახდა საქართველოს ჩემპიონი და საერთოდაც, ამ დროის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ წარმატებულ გუნდად რომ მიიჩნეოდა.
თუმცა, უკვე წინა სეზონის დაწყებამდე იყო ცნობილი, რომ "მეტალურგს" გარკვეული პრობლემები უნდა ჰქონოდა, თუმცა მერე და მერე სიტუაცია კატასტროფული ტემპით უარესდებოდა და საბოლოო შედეგის განჭვრეტაც სიძნელეს არავისთვის წარმოადგენდა. ახლა კი, ყველაფერი ნულიდან იწყება და რახან "მეტალურგის" ხელმძღვანელებს აღარ შეეძლოთ კლუბის შენახვა-პატრონობა, პირველ ლიგაში თავისი ადგილი ახლად დაფუძნებულ "რუსთავს" დაუთმეს.
ახლა ამ ყველაფერს ოფიციალური დასტური სჭირდება: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი საკითხი სწორედ ის უნდა იყოს, რომ რუსთავის "მეტალურგის" ნაცვლად პირველ ლიგაში საფეხბურთო კლუბმა "რუსთავმა" იასპარეზოს.
აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჯერჯერობით კვლავაც ღიად რჩება სტადიონის საკითხი: "ფოლადი" ხომ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ეკუთვნის, ანუ იმ კომპანიას, რომელიც თავის დროზე პატრონობდა კიდევაც "მეტალურგს"; მაგრამ მერე სიტუაცია ისე შეიცვალა, რომ საფეხბურთო კლუბ "მეტალურგს" ყველასათვის ცნობილი ის 8-მილიონიანი დავალიანება სწორედ... რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან ჰქონდა!
ჰო, ასეც ხდება ხოლმე: სპონსორი რომ ეგონა ყველას, თურმე, ის დაფინანსება... ვალის სახით ხდებოდა...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელმა აღმასკომის სხდომამ თუ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და "რუსთავს" პირველ ლიგაში მონაწილეობის ნება დართეს, ამ ახალი კლუბის ახალი ცხოვრებაც უკვე ხვალიდანვე დაიწყება; ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიზნები ექნება ახალ გუნდს, ისე, როგორც უცნობია, თუ ვინ იქნება "რუსთავის" მთავარი მწვრთნელი და რომელი ფეხბურთელები ითამაშებენ ამ გუნდში.
წლების წინათ, რუსთავში არსებობდა საფეხბურთო კლუბი "რუსთავი", თუმცა ამ და საერთოდ, ამ ქალაქის გუნდების ისტორიაზე "ლელოს" ხვალინდელ ნომერში ვისაუბრებთ...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
rustavi
მაგარი უაზრობაა,როცა ფული არაა მაშინ რუსთავი და რუსთაველები წვალობენ,როცა ფულია მაშინ სტადიონი რუსთავს არ ეკუთვნის და...მახსოვს როგორი გუნდი დაგვიშალეს,ბიჭები და პირადად მეც ცივ წყალში ვბანაობდით და მესამეზე გავედით პირველ ლიგაში და გადმოვიყვანეთ გუნდი.მაგრამ ფინანსები არ იყო.ისევ პირველ ლიგაში ვითამაშეთ,გაიყიდა სტადიონი მოვიდა თბილისის თბილისი და ძალიან პრესპექტიული ბიჭები ზედ სეზონის ბოლოს დარჩნენ უგუნდოდ,...უამრავი ახალგაზრდა ჩამოშორდა სამწუხაროთ მაშინ რუსთავის ფეხბურთს,ახლაც ახალგაზრდები იწვალებენ კაი გუნდს დააყენებენ და შემდეგ....არც გირს ამაზე ფიქრი....გადახედეთ 2004-2006 წლის რუსთავის რუსთავს რა ხალხი თამაშობდა,ეხლაც ნებისმიერ გუნდს რომ დაამშვენებდნენ უმაღლეს ლიგაში...
zura
ბადრი იდეალური კანდიდატურაა!!!
lado
ბადრი საუკეთესოა და საუკეთესო გუნდს ჩამოაყალიბებს.მაგარი ადამიანია.
Zaza
წარმატეტები ბადრი!!!
tengo
2 გუნდიანი ჯობია.
wolfe
მხარი დაუჭირეთ 10 გუნდიან ჩემპს.
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
[VIDEO] ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
მერანი-რუსთავის მატჩი, რომელიც სფფ-მ გარიგებულად მიიჩნია [VIDEO]
"გორდა", "მეტალურგი", "რუსთავი"... რუსთავში ახალი საფეხბურთო ცხოვრება იწყება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 რუსთავი. ლიდერმა დაამუხრუჭა
როგორი იქნება 2017 წელს ქართული ფეხბურთი? სფფ-მ და კლუბებმა ქობულეთში იბაასეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-1 დინამო (ბთ). ვინ იცის, რამხელა მნიშვნელობის 3 ქულა...
შექმნილი ვითარება ხვიჩა კვარაცხელიას "ლოკომოტივში" გადასვლაში ხელს არ შეუშლის
პირველი ლიგა: რუსთავური ამბიცია
"რუსთავის" დირექტორი: "ლოკომოტივს" კვარაცხელიას თაობაზე არ მოუმართავს, მათ კონტრაქტის გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლება აქვთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-1 რუსთავი. ლიდერი წყალტუბოში შეაჩერეს
რამდენს მიიღებს "რუსთავი" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიდან ?
"რუსთავის" დირექტორი: "ბარსელონა" აგებს შინ და ჩვენ თუ მარტვილში ვაგებთ, გარიგებაა?!
5 და მეტი - ქართული გუნდების დიდი ანგარიშით გამარჯვებები ევროთასებზე
მერანი-რუსთავის ვიდეო, რომელიც სფფ-მ მედიის წარმომადგენლებს გადასცა [VIDEO]
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
ბოლნისის "სიონს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ოთარ კიტეიშვილი: წყალი რომ წყალია, ისიც არ გვქონდა!..