დამოუკიდებელი ქართული ძიუდოს ისტორიაში კიდევ ერთი ახალი ფურცელი ჩაიწერა
დამოუკიდებელი ქართული ძიუდოს ისტორიაში კიდევ ერთი ახალი ფურცელი ჩაიწერა - ევროპის პირველობის მედალოსანი უკვე მანდილოსნებშიც გვყავს.

ისტორიული მედალი თბილისელმა მზია ბებოშვილმა (49) მოიპოვა, რომელიც ტალინში 21 ივნისს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდა.

ბიჭებში ანალოგიურ წარმატებას რობიზონ ბეგლარიშვილმა (50) მიაღწია და, ამდენად, პირველი დღის შემდეგ ჩვენებურთა მონაგარი 2 ბრინჯაოა.

საინტერესოა, რომ ბებოშვილი 1998 წელსაა დაბადებული და ორი წლით პატარაა დასაშვებ ზღვარზე.

იქნებ ცოტა მეტი გამოცდილება რომ ჰქონოდა, მინიმუმ, ფინალშიც გასულიყო, თუმცა რასაც მიაღწია, ესეც დიდი გმირობააა.

მედალი ხომ გასახარია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მისი ჭიდაობის ხარისხია - ის ტაქტიკური გათვლებით, ჩავლებაზე დაფუძნებული ჭიდაობით კი არ იგებდა, არამედ უტევდა, ქმნიდა ილეთებს და ეტყობოდა, რომ ჭიდაობა ორგანულად ესმის. მთავარია, ქალთა ძიუდოში ყამირი გატყდა, რაც, ვიმედოვნებთ, მის თანაგუნდელებზეც დადებითად იმოქმედებს.

იხილეთ ვიდეო

ასევე ვიმედოვნებთ, რომ ეს თაობა უახლოეს წლებშიც მოიპოვებს დიდი ტურნირების მედლებს, ხოლო 2016 წლის ოლიმპიადისთვის რეალურად იბრძოლებს ლიცენზიების მოსაპოვებლად.

გოგოების დუეტი

21 ივნისს ტალინში 5-მა ქართველმა იჭიდავა და იმათგან ყველაზე შორს სწორედ ბებოშვილი წავიდა - დამაჯერებელი ასპარეზობით ნახევარფინალში გავიდა.

მან კარგი სტარტი აიღო შეჯიბრებაში - პირველივე წრეში დიდი უპირატესობით დაამარცხა ლიტველი დზესტინა კუტკაიე, რომელსაც ჯერ იუკო აართვა, დამთავრებამდე 1.47-ით ადრე კი იპონზე დააგდო.

ბელგიელ მინა ლიბეერთან რამდენიმე ცდის მიუხედავად, გდება აღარ გამოუვიდა, თუმცა მთელ შეხვედრაში საგრძნობ ინიციატივას ფლობდა, შეხვედრის მიმდინარეობას თავად აკონტროლებდა და მეტოქე სამჯერ დამსახურებულად გააფრთხილებინა.

პარალელურად, თვითონ არაფერი დაუთმო - პირველივე წუთზე საეჭვო გაფრთხილებას თუ არ მივიჩნევთ, ბელგიელს იოტისოდენა შანსიც არ ჰქონდა. ბებოშვილმა გაფრთხილებებით იმარჯვა რუს კრისტინა შილოვასთანაც, სადაც ასევე ფლობდა უპირატესობას და წასაგებს არც ნახევარფინალში მოასწავებდა რამე სლოვენიელ ანდრეა ლესკისთან, რომ არა ბოლო წამებზე მცირეოდენი გაუფრთხილებლობა.

ეს შეცდომა ჩვენებურს იპონად დაუჯდა, თუმცა, საბედნიეროდ, მარცხმა არ გატეხა და ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კვლავ დამაჯერებლად მოუგო ბულგარელ ბეტინა ტემელკოვას - თავიდანვე აუღო ვაზარი, მაგრამ ინიციატივა არც ამის შემდეგ დაუთმია და გაფრთხილებებიც მიაღებინა. საინტერესოა, რომ ტემელკოვა ევროპის შარშანდელი ჩემპიონია, რაც მასთან გამარჯვებას დამატებითი დივიდენდს სძენს.

ტემელკოვასთან მოგებით მან რევანშიც აიღო, ვინაიდან ბულგარელმა დამამშვიდებლის წინა წრეში სალომე მარგიანი დაგვიმარცხა, რომელიც საბოლოოდ მეშვიდეზე დარჩა ანუ ურიგოდ არ გამოსულა.

მან ჩინებული სტარტი აიღო და ორი პაექრობა დამაჯერებლად მოიგო. განსაკუთრებით ძლიერად გერმანელ იანა ზიგლერთან იჭიდავა - ჯერ ვაზარი აართვა, რასაც სულ მალე იპონიც მიაყოლა. თურქ ციცეკ ტატარს გაფრთხილებებით მოუგო, თუმცა ორივეს თითო იუკო ჰქონდა.

სამწუხაროდ, ამის შემდეგ ორი შეხვედრა წააგო - მეოთხედფინალში უნგრელ რეკა პუპთან წმინდად დამარცხდა, სანუგეშოში კი ტემელკოვამ პირწმინდად დაჩაგრა.

ბიჭების ტრიო

ბეგლარიშვილი ჰოლანდიელი მატიას ვან ჰარტენის საბედისწერო ბარიერამდე ვაზარებით მივიდა - ჯერ უნგრელი პეტერ ბოგნარი დაანარცხა ტატამს, მერე - იტალიელი მანუელ ლომბარდო.

მომავალ ფინალისტ ვან ჰარტენთან შეხვედრა ამ ტურნირზე მისი ერთადერთი ჩავარდნა აღმოჩნდა, სადაც წმინდად წააგო, დამამშვიდებელში კი ისევ მოწოდების სიმაღლეზე დადგა - თურქ ენეს ცელიკს ორი იუკო აართვა ერთის წილ, აზერბაიჯანელი ხაზარ ჰასანოვი კი ბეჭებით გააკრა ტატამს. ამ წონაში ჩემპიონი იტალიელი ანჯელო პანტანო გახდა, ვისაც შარშან მომავალმა ჩემპიონმა ერეკლე არხოზაშვილმა მეოთხედფინალში მოუგო.

სამწუხაროდ, ბეგლარიშვილის გარდა, გუშინ სხვა ჩვენებურები ადრევე დამარცხდნენ. ევროპის შარშანდელმა ვერცხლის მედალოსანმა ბექა ნათათრალაშვილმა (55) პირველ შეხვედრაში უკრაინელი ასიმა მაგომედოვი კი დააიპონა, მაგრამ მეორეში იტალიელთა მომავალ ჩემპიონ ელიოს მანზისთან ასევე წმინდად დამარცხდა და ტურნირსაც გამოეთიშა, მანზიმ კი ფინალში ევროპის მოქმედ ჩემპიონს, აზერბაიჯანელ ილკინ ბაბაზადას იპონით აჯობა და ტიტული ჩამოართვა. საინტერესოა, რომ ეს მისთვის მეორე ევროპული ოქროა - 2011-შიც ის გახდა ჩემპიონი.

60 კილოგრამში შარშან ევროპის ჩემპიონი გვყავდა - კობა მჭედლიშვილი, რომელმაც წლეულს 66-ში გადაინაცვლა, ახლა კი უმედლოდ დავრჩით. თუმცა მთლად უტიტულოებითაც არ ვიყავით წარმოდგენილნი - გიორგი კაციაშვილი ევროპის შარშანდელი მესამე პრიზიორია, ოღონდ - ქვედა წონაში. წარმატების შანსიც იყო, რადგან ისიც და ზვიად ხუბულურიც მესამე წრემდე მივიდნენ. კაციაშვილი პირველში ისვენებდა, მეორეში კი ბელარუსთა ევროპის ვიცე-ჩემპიონ დმიტრი მინკოუს იპონით მოუგო.

სამწუხაროდ, ეს მისი ბოლო წარმატება აღმოჩნდა - რუს ალექსანდრ კულიკოვსკის იუკო კი აართვა, მაგრამ მეტოქემ წმინდა გდება მაინც მოახერხა.

ხუბულურმა სერბი მარკო გრანდიჩი და ბოსნიელი ბლენარდ ბეგუ სწრაფად დააიპონა, მაგრამ ებრაელთა მომავალ ბრინჯაოს მედალოსან დანიელ ბენ დავიდთან ვერაფერს გახდა - ვაზარით დამარცხდა.

უქმეების იმედით

დღეს ტალინში ჩვენი სამივე გოგო, ბიჭებიდან კი ოთხნი იჭიდავებენ. თანატოლებში ევროპული რეიტინგის ლიდერი და ამ ტურნირის უმთავრეს ფავორიტად განთესილი მარიამ ჯანაშვილი (52) პირველ წრეში ისვენებს, პარალელურად კი თურქი დამლა ცალისკანის და პორტუგალიელი იოანა ფერნანდესის შეხვედრის გამარჯვებულს დაელოდება.

ამავე წონაში გურანდა შოთაძე ბელარუს ქსენია ბუძკოსთან გაარკვევს ურთიერთობას. მარიამის უმცროსი და - ხატია ჯანაშვილი (63) რუს ნიურგუიანა ნიკიფოროვას შეხვდება პირველივე წრეში.

ზემოხსენებული მჭედლიშვილი 66 კილოგრამში თავდაპირველად ფინელ აკუ ლააკონენს დაეჭიდება, მისი თანაწონელი სიმონ მამარდაშვილი კი პირველ წრეში ისვენებს, ხოლო მეორეში კვიპროსელ ფოტის პანტელის დამარცხებას შეეცდება.

დღესვე ევროპის 2011 წლის ვიცე-ჩემპიონი თამაზ კირაკოზაშვილი (ოღონდ მაშინ 60-ში გამოდიოდა) ქართული წარმოშობის ბერძენ ვასილიოს ბალამპანაშვილს ხვდება.

დანარჩენი ჩვენებურები ხვალ იასპარეზებენ. გიორგი გველესიანის (90) პირველი მეტოქე ჰოლანდიელი სიმეონ კატარინაა, ამავე წონაში ევროპის მოქმედ ვიცე-ჩემპიონ დავით რამაზაშვილს კი ბელარუსი მიკიტა სვირიდი ერგო.

ჯაბა მუმლაძე (+90) პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი ლატვიელ მარტინას ვასკოვიჩიუსის და ბრიტანელ ვალენტინო ვოლანტეს პაექრობაში გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი
თქვენ გენაცვალოთ მთელი საქართველო გამარჯვების გზებზე გევლით 100 წელი
დემეტრაშვილის ვერცხლი და სულამანიძის ბრინჯაო ულანბატორის გრანდ სლემზე
სარდალაშვილი ულან-ბატორის ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
სრულიად შეცვლილი წესი ფეხბურთისგან - რას გეგმავს FIFA 2026 წლის მუნდიალის ფინალში
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] ესპანეთმა ფავორიტად მიჩნეული საფრანგეთი დაჯაბნა და ფინალში გავიდა
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
გოგონები ევროპისთვის მზად არიან, სტამი გვემშვიდობება, ძაპა - იკლებს
ქალთა ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: გოგონების კვარტეტი
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
ქართველმა ქალმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ტურნირზე 4 მედალი მოიპოვეს
429 ძიუდოისტი 55 ქვეყნიდან - 29 მარტს თბილისის გრან პრი იწყება
გია თენაძე: საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან შეთანხმებით, 6 გოგოზე ავიღეთ აქცენტი
[VIDEO] ფიასკო! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემი უმედლოდ დაასრულა
ძიუდო. ქალთა ნაკრები: ჭაბუკებით გაძლიერებული ახალგაზრდები
ოფიციალურად: ძიუდოში 2029 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს