გერმანული "ბოხუმიდან" "ყარაბახში" გადასულმა ქართველმა თავდამსხმელმა ახალ კლუბში გატარებულ პირველ დღეებსა და საკუთარ ამოცანებზე ისაუბრა

"აზერისპორტმა" გერმანული "ბოხუმიდან" "ყარაბახში" გადასულ ნიკოლოზ გელაშვილს მცირე ინტერვიუ ჩამოართვა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ახალ კლუბში გატარებულ პირველ დღეებსა და საკუთარ ამოცანებზე ისაუბრა.

- როგორი წარმოდგენა შეგექმნათ ახალ კლუბზე?

- პირველი შთაბეჭდილებები ძალიან დადებითია. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, ძალიან მეგობრული კოლექტივია.

- ამჟამად როგორ ფორმაში ხართ?

- კარგ ფორმაში ვარ და კონდიციებს ყოველდღიურად ვიუმჯობესებ. სხვაგვარად გუნდს ვერ გამოვადგები.

- სანამ კონტრაქტს გააფორმებდით, რა იცოდით "ყარაბახის" შესახებ?

- ქართველმა ფეხბურთელებმა, რომლებიც აზერბაიჯანის პრემიერლიგაში თამაშობენ, საკმაო ინფორმაცია მომაწოდეს. ინფორმაცია, ძირითადად, პოზიტიურია. ბევრი რამ შევიტყვე უშუალოდ "ყარაბახის" სათამაშო სტილის შესახებ.

- თქვენამდე "ყარაბახში" გიორგი ადამია ასპარეზობდა, რომელსაც გულშემატკივრებმა მეტსახელად "ბიჭო" შეარქვეს. თქვენ რა გსურთ, რომ დაგიძახონ?

- (იცინის) სჯობს, ნიკო მიწოდონ.

- გასულ სეზონში "ყარაბახს" თავდასხმაში პრობლემები ჰქონდა. თქვენი ტრანსფერით რა შეიცვლება?

- ამას დრო გვიჩვენებს. თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. მჯერა, რომ შემიძლია, "ყარაბახისთვის" სასარგებლო ფეხბურთელი ვიყო.

- რა მიზნები გაქვთ "ყარაბახში"?

- პირველ რიგში, მინდა, წარმატებებს მივაღწიო ევროპის ლიგაში. ამას გარდა, ვიცი, რომ უკვე 17 წელიწადია, "ყარაბახი" აზერბაიჯანის ჩემპიონი არ გამხდარა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდმა ტიტული დაიბრუნოს.

- "ყარაბახის" ფეხბურთელის რანგში საქართველოს ნაკრებში გამოძახების იმედი გექნებათ?

- "ყარაბახი" ძლიერი გუნდია და დარწმუნებული ვარ, აქ თამაში ჩემთვის სასარგებლო იქნება. თუ აქ წარმატებით ვითამაშე, მჯერა, ნაკრებში კვლავ მიმიწვევენ.

შემიძლია, ყარაბახისთვის სასარგებლო ფეხბურთელი ვიყო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნიკა გელაშვილი აზერბაიჯანული "ყარაბახის" ფეხბურთელია

Georgi
ნუნუკა, ვისაც გიკოცნიათ, იმათ აკოცეთ..
Nika
წარმატებები სპორტში და პირად ცხოვრებაში
ნუნუკა
აკოცეთ გელაშვილს ტ...ზე!!!! ისე გამოიყურება, თორე ამაზე უკეთესები ხართ რომელიმე!!! ძალიანაც კარგად გამოიყურება, გარეგნობას ნამდვილად ვერ დაუწუნებთ, სხვა ყველაფერს რო თავი დავანებოთ! :D :D გელაშვილი ძალიან მაგარია!!!
ჯონი samba
ღმერთმა არ ქნას ამან როდესმე საქართველოს ნაკრებში ითამაშოს!!! შორს ,, შორს!!! ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს
Georgi
ისე გამოიყურება, ჩეჩნეთის ნაკრებში უფრო მეტი შანსი ექნებოდა... :)
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
გუგეშაშვილის "ყარაბახი" ნაცნობი მეტოქის წინააღმდეგ - ევროპის ლიგის მერვედფინალური წყვილები ცნობილია
თბილისის "დინამოს" აზერბაიჯანული "ყარაბახის" კოორდინატორი ესტუმრა
ნიკა გელაშვილი გორის "დილაში" ვარჯიშს ორ კვირაში განაახლებს
U19. დორტმუნდი VS დინამო თბილისი - დინამოელები ჩემპიონების რანგში
"ნეფტჩის" ყოფილი ფეხბურთელი: "დინამო" კარგი გუნდია და ბაქოელებს გამარჯვება გაუჭირდებათ
ლევან ყენიამ დიუსელდორფი მოაჯადოვა [VIDEO]
ბოლნისის "სიონი" თურქეთში გამართულ საკონტროლო მატჩში ბატე-სთან დამარცხდა
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
აზაროვი და გოჩოლეიშვილი გატუზოს "მარსელის" წინააღმდეგ - ევროპალიგის 1/16-ფინალური წყვილები ცნობილია
ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ნიკოლოზ გელაშვილი გორის "დილას" ღირსებას დაიცავს
ლოჩოშვილმა პენალტი აიკიდა - "ნიურნბერგი" სტუმრად "ბოხუმს" ფრედ ეთამაშა
ᓤᓚᓐᓛᓣᓠᓢᓐᓠᓘ-ᓡᓘᓝᓜᓘ 1:2 - ᓑᓝᓚᓜᓘᓡᓔᓚᓔᓑᓡ 7 ᓬᓣᓗᓘ ᓓᓐᓐᓙᓚᓓᓐᓗ [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურა": პლუს ლევან გეგეჭკორი და ნიკა გელაშვილი
კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"
ლადო ბურდული: გამოცდილი ფეხბურთელები ნელ-ნელა ფორმაში შედიან
ბოლნისის "სიონი": დავიწყებული მარცხი და სოლიდური სპარინგები
ᓡᓘᕝᓜᕘ-ᓒᓣᓠᕘᓐ 2:0 - ᓕᕘᓜ ᕨᓔᓐᕩᓔᓠᓔᓑᕡ ᕑᓝᓚᓜᕘᕡᓔᕚᓔᓑᕡ?
არის პირველი გამარჯვება - ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" როგორც იქნა მოიგო
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
ლაშა სალუქვაძეს ტრავმა აქვს და სამედიცინო შემოწმებას გაივლის
ლეგიონი ევროპის ლიგაზე: გელაშვილის "ყარაბაღმა" მოიგო, "ვიტესი" ფრეს დასჯერდა
საბურთალო-დილა 2:1 - (არა)ჩვეულებრივი მატჩი, გელაშვილი კარში [VIDEO]
სათასო ისტორიები: ეს ჯერ არ მომხდარა - ქვედალიგელთა აღლუმი!
"ბაიერნი" თასიდან მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა კინაღამ გამოაგდო [VIDEO]
"ბოხუმის" კაპიტნის ღირსეული საქციელი [video]