22 ივნისს, დიღომში, ძიუდოს აკადემიაში დაიწყო საქართველოს თასის გათამაშება თავისუფალ ჭიდაობაში
შაბათს, 22 ივნისს, დიღომში, ძიუდოს აკადემიაში დაიწყო საქართველოს თასის გათამაშება თავისუფალ ჭიდაობაში, რომელიც მსოფლიოს პირველობისთვის მთავრი შესარჩევი შეჯიბრებაა. ამიტომ მასში ქვეყნის ყველა უძლიერესი ფალავანი მონაწილეობს ევროპის წლევანდელ მედალოსანთა ჩათვლით.

გამონაკლისი მხოლოდ საზარდულნატკენი ევროპის ორგზის ჩემპიონი დავით მარსაგიშვილია (84).

22 ივნისს შეჯიბრება ოთხ წონით კატეგორიაში - 55, 66, 84 და 120 კილოგრამში გაიმართა. გორელთა სახელოვან მწვრთნელ ნუგზარ სხირელს ოთხივე წონის ფინალში ჰყავდა შეგირდი, მაგრამ პირველ სამში დამარცხდა და მხოლოდ ბოლო ფინალში მიაღწია საწადელს, როცა გენო პეტრიაშვილმა გარდაბნელ თორნიკე ხიდეშელს 10:7 მოუგო.

პეტრიაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, ქართველებს რა დონის ტალანტი გვყავს ხელთ, იმდენად დამაჯერებლად მოიგო ყველა შეხვედრა.

მძიმე წონაში სამივე ლიდერი - პეტრიაშვილი, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს პრიზიორი დავით მოძმანაშვილი და გიორგი საკანდელიძე ბადის ერთ მხარეს მოხვდნენ, ოღონდ ეს ორი პირველივე წრეში შეხვდნენ ერთმანეთს.

დაძაბული პაექრობა საკანდელიძემ 3:1 მოიგო, თუმცა პეტრიაშვილთან ვერაფერს გახდა.

გორელმა ფალავანმა ყველა შეხვედრაში ვადამდელი გამარჯვება მოიპოვა - გიორგი ცირამუას და გიორგი კობიაშვილს ერთნაირი ანგარიშით, 8:0 მოუგო, საკანდელიძე მხოლოდ პირველ პერიოდში გაუძალიანდა, როცა ორი ქულა დაუთმო,. სამაგიეროდ, მეორეში 8 დაკარგა, ფინალში ხიდეშელმაც იომა, 3 ქულის მოპოვებაც შეძლო, მაგრამ ეს იყო და ეს - პეტრიაშვილმა კოლოსალური უპირატესობა 7-ქულიან ფორაში გადაზარდა და ოქროც დაისაკუთრა.

უმჩატეს წონაში გიორგი ედიშერაშვილმა ევროპის ჩემპიონის შესაფერისად იასპარეზა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა არავის დაანება.

ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა 66-ის ფინალი გორელ დავით ბერძნიშვილსა და ხაშურელ ლევან ქელეხსაშვილს შორის. წინასწარი შეხვედრებიდან გამომდინარე, თითქოს ფავორიტად გორელი მიიჩნეოდა, მაგრამ ქელეხსაშვილმა იმარჯვა ვადამდე - 7:0.

ამ წონაში ძალზე დაძაბული გამოდგა ორი აქამდელი ლიდერის - კონსტანტინე ხაბალაშვილის და ზურაბ იაკობაშვილის შეხვედრა, რომელიც ემოციურადაც დაძაბული გამოდგა და წაკინკლავებითაც დასრულდა.

პაექრობა ხაბალაშვილმა მოიგო საერთო ანგარიშით 7:5, თუმცა მერე ბერძნიშვილთან 2:7 დამარცხდა.

84 კილოგრამში მარსაგიშვილის არყოფნით კარგად ისარგებლა სანდრო ამინაშვილმა და ოქროს მედალი არავის დაანება.

ამ წონაში აღსანიშნავია გორელთა ახალი ლიდერის - გიორგი თხელიძის გამოსვლა, რომელიც აქამდე დიდი შედეგებით არ გამოირჩეოდა.

საქართველოს თასი კვირას დასრულდება, შეჯიბრებები კი 12 საათზე დაიწყება.

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, კენჭაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [VIDEO]
გიორგი საკანდელიძემ და ელიზბარ ოდიკაძემ ინდოეთის საკლუბო ლიგა მოიგეს
თავისუფალი ჭიდაობა. სომხეთის ტურნირი: მედალთცვენა ვანაძორში
კენჭაძემ ოლიმპიადის საგზური საოცარი ბრძოლის შემოტრიალებით მოიპოვა [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი: დავით მარსაგიშვილი ბრინჯაოს ვერ შესწვდა
დავით მოძმანაშვილს დოპინგის მოხმარების გამო ოლიმპიურ ვერცხლის მედალს ჩამოართმევენ
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ნამდვილი საჭიდაო შოუ ინდოეთის ლიგაში [VIDEO]
თავისუფალი ჭიდაობა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილის სომხური ტრიუმფი
დავით მარსაგიშვილმა ბაქოს "ოქროს დიდ პრიზზე" ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გენო პეტრიაშვილმა ბაქოს "ოქროს დიდ პრიზზე" ოქროს მედალი მოიპოვა
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
ზურაბ იაკობიშვილის ფინალური ჭიდაობა საქართველოს ჩემპიონატში [VIDEO]
მსოფლიო რეიტინგი: ლადო ხონჩეგაშვილი ახალ წონაშიც ლიდერია
ევროპის ჩემპიონატი. I დღე: დავით მარსაგიშვილის საბედისწერო შვიდი წამი
დოპინგ-სკანდალი: ტაიმაზოვის ოლიმპიურ ოქროს დავით მოძმანაშვილს მისცემენ?
დოპინგი: ტაიმაზოვის დასჯამ მასთან დამარცხებული დავით მოძმანაშვილი ვერ ახეირა
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
"ევროპის ერთა თასი 2015": ქართველი მოჭიდავეების ბრინჯაო მოსკოვიდან
დოპინგ-სკანდალი - დავით მოძმანაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადდება?
ინდოეთის პროფესიულ საკლუბო ლიგაში ქართველები კვლავაც იჭიდავებენ
ქართველმა "თავისუფლებმა" კუნაევის ხსოვნის ტურნირში 2-2 ოქრო-ვერცხლი მოიპოვეს
მსოფლიოს თასი: ქერმანში დაკარგული თასი
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბულგარეთის ტურნირზე იასპარეზებს
ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება - დღეს 4 ქართველი "თავისუფალი" იჭიდავებს
დავით მოძმანაშვილმა უზბეკეთის სახელით აზიური თამაშები მოიგო
საპლაჟო ჭიდაობის სალიცენზიო ტურნირში საქართველოს ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა
მსოფლიოს საკლუბო თასზე "ჩემპიონმა" მეხუთე ადგილი დაიკავა
კენჭაძე და პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ, ლომთაძე მესამე ადგილისთის იბრძოლებს [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი. I დღის ანონსი: დებიუტანტითა და ლიდერით ვიწყებთ
დოპინგ-სიურპრიზი: გიორგი გოგშელიძე ოლიმპიადის ვერცხლს მიიღებს?