"ჩიკაგო" ფინალურ სერიაში 3:2 დაწინაურდა
სერიის მეოთხე მატჩი არ გახდა გიჟური მეოთხე შეხვედრის გაგრძელება, როცა ორივე გუნდის კარში 11 გოლი გავიდა. მაყურებელმა ისევ იხილა მაქსიმალურად ფრთხილი და რაციონალური ჰოკეი.

პირველი პერიოდის ბოლოს, "ჩიკაგომ", რომელმაც უფრო აქტიურად დაიწყო მატჩი, ანგარიში პატრიკ კეინის მონდომებით გახსნა. "ბლეკჰოქსის" 88-ე ნომერი მიმდინარე პლეი ოფში საკმაოდ არათანაბრად თამაშობს და მოკლე შედეგიან მონაკვეთებს ჩავარდნილ თამაშებს უნაცვლებს, მაგრამ გუშინ, მისმა ინდივიდუალურმა ოსტატობამ "ბლეკჰოქსს" გამარჯვება მოუტანა. მცველ ოდუიას დარტყმის შემდეგ (გზად შაიბამ "ბოსტონის" მცველის საიდენბერგის ყვანჯი გატეხა), კეინმა დამატებაზე ითამაშა კარგად, როცა ლამაზად მოატყუა მეკარე ტუუკა რასკი.

პატრიკმა დუბლი მეორე პერიოდის დასაწყისში შეასრულა და ამჯერადაც, ის კართან ახლოს იყო ყურადღებით - კვლავ პირველი აღმოჩნდა რასკის მოგერიებულ შაიბასთან.

ორშაიბიანი უპირატესობა "ჩიკაგოს" ეყო იმისთვის, რომ მატჩი გამარჯვებამდე მიეყვანა, თუმცა შეხვედრის შუაში მოხდა ინციდენტი, რამაც, შესაძლოა, გავლენა იქონიოს ფინალური სერიის მსვლელობაზე. ტრავმები მიიღეს ორივე გუნდის ლიდერებმა და მათ შეხვედრა ვერ დაასრულეს: "ჩიკაგოს" რიგებში მწყობრიდან გამოვიდა კაპიტანი ჯონათან ტეივზი, "ბოსტონმა" კი თავისი მთავარი უნივერსალი პატრის ბერჟერონი დაკარგა.

თავდაპირველად, თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო ბერჟერონმა, რომელმაც პერიოდნახევარში მხოლოდ ექვსი წუთი მოახერხა ყინულზე ყოფნა, რის შემდეგაც, "ბოსტონის" სამწვრთნელო შტაბმა ის საავადმყოფოში გაუშვა. არაოფიციალური ინფორმაციით, "დათვების" ფორვარდს თვალი აქვს დაზიანებული. ვარაუდობენ, რომ ბერჟერონმა ტრავმა მატჩამდე მიიღო, ხოლო თავად თამაშმა მხოლოდ დაამძიმა სიტუაცია.

რაც შეეხება ტეივზს, მან დაზიანება მეორე პერიოდის ბოლოს მიიღო, როცა სტუმრების მცველის ჯონი ბოიჩაკის ძალისმიერი ილეთის მსხვერპლი გახდა და მესამე პერიოდში მოედანზე აღარ გასულა. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა ბერჟერონი და ტეივზი მეექვსე მატჩში მონაწილეობას, რომელიც სამშაბათს დილით გაიმართება.

ჩიკაგო-ბოსტონი 3:1

1:0, 1:0, 1:1

გოლები: 1:0 პ. კეინი-8 (ოდუია-4, ტეივზი-9), 2:0 პ. კეინი-9 (ბიკელი-8, ტეივზი-10), 2:1 ხარა-3 (კრეიჩი-16, ლუჩიჩი-12), 3:1 ბოლანდი-2 (ფროლიკი-6).

სერია: 3-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NHL. ფინალი. IV მატჩი: მხიარულება ბოსტონში

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
NHL: პრიზები დარიგებულია
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: "ოლ სტარის" კაპიტნები ცნობილია
"2+1" - რა ფოტოს აქვეყნებს ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" მორიგი ჩემპიონობის შემდეგ [PHOTO]
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის სამი ვარსკვლავი
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კეინი 22-მდე ავიდა
17 წამში მოგებული სტენლის თასი
NHL. ᓞᓚᓔᓘ ᓝᓤᓘ: ᓩᕔᓛᓞᓘᓝᓜᕘ ᓛᓝᓒᓔᓑᓘᓗ ᓘᓬᓧᓔᓑᓡ
ჯეისონ ტეიტუმის 44 ქულა და 9 ასისტი - "ბოსტონმა" "ლეიკერსი" ოვერტაიმში დაამარცხა [VIDEO]
სრული დომინირება ფარზე და 26 მოხსნა! "ატლანტას" ცენტრმა ფანტასტიკური შეხვედრა ჩააატარა [VIDEO]
ᓧᓕᓔᓚᓐᓖᓔ ᓛᓐᓦᓐᓚᓐᓜᓐᓖᓦᓐᓣᓠᓔᓑᓐᓓᓘ ᓩᓘᓙᓐᓒᓝᓔᓚᓔᓑᓘ
ᓛᓡᓝᓤᓚᓘᓝᓡ ᓗᓐᓡᓘ 2016 ᓬᓔᓚᓡ
ნიკოლა იოკიჩის ბენეფისი - "დენვერმა" "ბოსტონი" დაამარცხა [VIDEO]
გამარჯვების მომტანი სამქულიანი საკუთარი ნახევრიდან - საოცარი მატჩი NBA-ში [VIDEO]
NHL. ფინალი. III მატჩი: ფენომენალური ფინელი
ლავინის 10 სამქულიანი გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]
ბევერლი: "ლეიკერსში" ჩანგლის ფუნქციებს მანიჭებდნენ
NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კაპიტანი კროსბი
"ყველა ვარსკვლავის" სათადარიგო მოთამაშეების ვინაობა ცნობილია [PHOTO]
სათამაშო დღის (24 იანვრის) 10 საუკეთესო მომენტი [VIDEO]
სიდნი კროსბი პირველი აღარ არის
NHL. ფინალი: "ჩიკაგო" ვერ გაიქცა
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: კეინის სერია შეწყდა
სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსი" მისსავე მოედანზე დაამარცხეს [VIDEO]