საქართველოს ნაკრებმა ივნისის ტესტების ბოლო მატჩი შორეულ არგენტინაში, პროვინციულ სან ხუანში "პუმების" წინააღმდეგ გამართა
საქართველოს ნაკრებმა ივნისის ტესტების ბოლო მატჩი შორეულ არგენტინაში, პროვინციულ სან ხუანში "პუმების" წინააღმდეგ გამართა და 18:29 დამარცხდა.

შესაბამისად, "ბაკარდის თასი", რომელიც მასპინძლებმა სპეციალურად ამ მატჩის გამარჯვებულისთვის დააწესეს, არგენტინის ნაკრებს გადაეცა.

არადა, "ბორჯღალოსნებს" თამაშის მოგება რეალურად შეეძლოთ. პირველი ტაიმი, ისევე, როგორც 2011 წელს ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში, ამჯერადაც მოიგეს - 12:9.

მეტიც, მეტოქეს არათუ რამე დაუთმეს, ხელდახელ ბურთაობაში, რომელიც არასდროს ყოფილა ჩვენი გუნდის ძლიერი მხარე, ვჯობდით კიდეც.

სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ჩვენმა გუნდმა ბევრად მეტი შეცდომა დაუშვა. ისევ იჩინა თავი იმ ხარვეზმა, რამაც ერთი კვირის წინათ თბილისში დასრულებულ ტურნირზე "ბორჯღალოსნებს" წარმატებულ გამოსვლაში ხელი შეუშალა.

დაცვისას ხშირი ჯარიმები საქართველოს ნაკრების აქილევსის ქუსლად იქცა. არგენტინელებმა 24 ქულა საჯარიმო დარტყმებით მოაგროვეს, ანუ რვა საჯარიმო გაგვიტანეს. ყველა მონპელიელი მარტინ ბუსტოს მოიანოს ანგარიშზეა. მანვე კიდევ სამი ვერ გაიტანა.

კარში დასარტყმელი თერთმეტი საჯარიმო ძალიან ბევრია. მარცხიც სწორედ ამის ბრალია, თორემ "პუმებს" იმაზე მეტი, რაც ჩვენმა გუნდმა შეძლო, არაფერი გაუკეთებია.

ერთი საგულისხმო დეტალი - ჯარიმების უმრავლესობა შერკინებისას, სტატიკურ მდგომარეობაში ან რაკში გვერდიდან შესვლისთვის ავიღეთ.

ეს პრობლემა უწინ ქართველი მორაგბეების წინაშე არასდროს მდგარა. ჩვენი ნებისმიერი მეტოქე თამაშის წინ მუდამ საქართველოს ნაკრების შერკინების სიძლიერეს უსვამდა ხაზს.

არ მინდა ვთქვა, რომ ჩვენმა მორკინალებმა თამაშს უკლეს. როგორც ჩანს, მეტოქეები იმის გამო, რომ ძლიერი შერკინება გვყავს, საგულდაგულოდ ემზადებიან და, ალბათ, დროა, ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა, როგორც უკანა ხაზის თამაში შეცვალა, შერკინებაშიც შეცვალოს რამე.

რა უნდა შეცვალოს? ეს მას ჩვენზე უკეთ ეცოდინება. ფაქტია, რომ შერკინებას უჭირს. აკი არგენტინელმა მორაგბეებმა მატჩის შემდეგ განაცხადეს, თამაში ჩვენმა შერკინებამ მოიგოო.

"უმძიმესი თამაში იყო. ბედნიერი ვარ, რომ ტესტები გამარჯვებით დავასრულეთ. ორივე გუნდმა ბევრი შეცდომა დაუშვა, შეტევაში თამაში არც ერთს გამოგვივიდა.

ბრძოლა, უწინარესად, ჩვენი მორკინალების ხარჯზე მოვიგეთ, რომლებიც შესანიშნავად ირჯებოდნენ შერკინებისას." - ეს სიტყვები ნამატჩევს ერთადერთი ლელოს ავტორმა, ცხრა ნომერმა ტომას კუბელიმ თქვა.

სამწუხაროდ, თამაშის შემდეგ ჩვენი გუნდის მწვრთნელისა და მოთამაშეების კომენტარი არგენტინულ მედიას არსად გამოუქვეყნებია.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

არ ვიცით, რა შეფასება მისცეს ჩვენებმა თავიანთ გარჯას, ამიტომ მხოლოდ გამარჯვებულების გამონათქვამებით დავკმაყოფილდეთ, რომლებსაც აშკარად ეტყობათ მოგებით გამოწვეული დიდი სიხარული.

ეს ბუნებრივიცაა, ადვილი შესაძლებელი იყო, მათ ეს მატჩი წაეგოთ კიდეც. ჩვენს გუნდს ეს არ უნდა დავუკარგოთ.

ცხადია, ძნელია მარცხი გაამართლო, მაგრამ რაგბი ფეხბურთი არ არის, ძლიერ მეტოქეს ტოლ-სწორად რომ ეთამაშო, გოლი არ გაატანინო, შენც ვერ გაუტანო, მატჩი ფრედ დაასრულო და კმაყოფილი დარჩე.

არგენტინელებს ტოლ-სწორად ვეთამაშეთ, მაგრამ წავაგეთ. უარესიც მომხდარა. ახალ ზელანდიაში ორი წლის წინათ თამაშში თვით ინგლისის ნაკრებსაც ვაჯობეთ (ასე მარტო მე არ ვფიქრობ, მაშინ თვითონ ინგლისელი სპეციალისტები ამბობდნენ ამას), მაგრამ იქაც დავმარცხდით.

ამ ყველაფერზე უნდა ვისწავლოთ, გავიზარდოთ, სწორი დასკვნები გავაკეთოთ, ასეთივე გზა ავირჩიოთ და ის დროც მოვა, ბობოლებთან თამაშისას მიღწეული უპირატესობა შედეგშიც რომ აისახება.

იქამდე კი, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ბევრი შრომა და სწავლაა საჭირო.

მატჩის პირველი ტაიმი, როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს ნაკრებმა უკეთ ჩაატარა. თუმცა ანგარიში მასპინძლებმა თამაშის დასაწყისშივე, მე-2 წუთზე საჯარიმოთი გახსნეს.

"ბორჯღალოსნების" ფულბეკმა ბექა წიკლაურმა ხუთ წუთში გაათანაბრა - 3:3 და ამის შემდეგ ანგარიშში სულ წინ ვიყავით. ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე კი ექვსი ქულით ვიგებდით - 12:6, მაგრამ ბუსტოს მოიანომ საჯარიმოთი სხვაობა სამამდე შეამცირა - 9:12.

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მალევე მოახერხეს და 53-ე წუთისთვის ექვსი ქულით უკვე თავადვე დაწინაურდნენ - 18:12.

ამის მერე გუნდები მორიგეობით ურტყამდნენ საჯარიმოებს. ასე გაგრძელდა 76-ე წუთამდე. ამ დროისთვის ისევ ექვს ქულას ვაგებდით - 18:24. ჰეიგს თითქმის ყველა ცვლილება გამოყენებული ჰქონდა.

შეცვლაზე შესულმა მგეზავმა ლაშა მალაღურაძემ საჯარიმოს გატანაც მოასწრო, მაგრამ თამაშის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე, როგორც აღმოჩნდა, საბედისწერო შეცდომა დაუშვა.

საკუთარი 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან ბურთი მოკლე დარტყმით გადაიკიდა, რომელიც არგენტინელთა ცხრა ნომერის, ტომას კუბელის ნადავლი შეიქნა.

ის ჩვენს ცხრა ნომერ ვაჟა ხუციშვილს ხელიდან გაუსხლტა და ლელომდე ისე ირბინა, რომ დაზღვევაზე გადასულმა ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმაც ხელი ვერ შეუშალა - 29:18.

თერთმეტქულიანი ჩამორჩენის ოთხ წუთში აღმოფხვრა შეუძლებელია.

მატჩის შემდეგ

სანტიაგო ფელანი, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"ვფიქრობ, რომ ეს მატჩი ჩემი გუნდის ხასიათის გამოცდა იყო. მიხარია, რომ აქამდე ინგლისელებთან ორჯერ განცდილი მარცხის შემდეგ მობილიზება შევძელით და გავიმარჯვეთ.

ცხადია, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ყველაფერი იდეალურად არ გაგვიკეთებია. გუნდს კიდევ აქვს მომატების პოტენციალი.

ხაზგასმით უნდა აღვნიშნო თითოეული მოთამაშის მებრძოლი ხასიათი. დღეს ამან მოგვაგებინა".

არგენტინა-საქართველო 29:18

არგენტინა

(15-9) ბუსტოს მოიანო (ურდაპილიეტა 73), აგუჯა, ორლანდო, ტიესი (ასკარატე 69), კარიო, მადერო, კუბელი. (1-8) როანი (პოსტილიონი 79), გარსია ვეიგა (გვიდონე 80), ბუსტოსი (კოდელა 79), ლოსადა (ვალეხოსი 62), გალარსა, ბაესი, დე ლა ვეგა (ლეონარდი 62), მაკომე.

ლელო: კუბელი

8 საჯარიმო: ბუსტოს მოიანო

მსაჯი: ჯორჯ ქლენსი (ირლანდია)

საქართველო

(15-9) წიკლაური (ყიასაშვილი 72), მაჩხანელი, კაჭარავა, შარიქაძე, მჭედლიძე, ხმალაძე (მალაღურაძე 68), ბეგაძე (ხუციშვილი 68). (1-8) კაკოვინი (ფეიქრიშვილი 66), ბრეგვაძე (ბელქანია 72), ზირაქაშვილი (ჩილაჩავა 72), მაისურაძე (ნემსაძე 65), დათუნაშვილი, სუთიაშვილი (ბიწაძე 79), კოლელიშვილი, ჩხაიძე.

5 საჯარიმო: წიკლაური (4), მალაღურაძე.

1 არეკნი: წიკლაური

სინბინი: კოლელიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა