კალაძის ახალი თავკაცის აზრით, გუნდს სერია ა-ში მაღალი ადგილისთვის ბრძოლა შეუძლია
დავიდე ბალარდინიმ, რომელიც გუშინ "ჯენოას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მადლობა გადაუხადა კლუბის პრეზიდენტს, პრეციოზის იმისათვის, რომ მან იტალიის უძველეს კლუბთან მუშაობის შესაძლებლობა მისცა. გუნდი 1897 წელს დაარსდა. მიმდინარე სეზონში ჩატარებული 10 მატჩის შემდეგ "ჯენოას" სატურნირო ცხრილში 13-ე ადგილი უჭირავს, მის აქტივში 11 ქულაა.

"მადლობას ვუხდი "ჯენოას" პრეზიდენტს, ასეთი მდიდარი ტრადიციების მქონე კლუბში მოწვევისთვის. იტალიური ფეხბურთის ისტორია აქედან იწყება. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ გუნდის შედეგიანად ათამაშებას და ცხრილში აღზევებას. მიმდინარე სეზონი იტალიაში იმითაა გამორჩეული, რომ თანაბარი ბრძოლაა და მაღალი პოზიციებისთვის ერთბაშად ბევრი გუნდი იბრძვის. ვფიქრობ, რომ "ჯენოას" ჰყავს ფეხბურთელები, რომელთაც შეუძლიათ მეტოქეებს კონკურენცია გაუწიონ", - განაცხადა ბალარდინიმ.

46 წლის იტალიელმა სპეციალისტმა კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე დადო. შეთანხმება ერთი წლით გაგრძელებას ითვალისწინებს. თავისი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე ბალარდინი "კალიარის", "ლაციოს" და "პალერმოს" ხელმძღვანელობდა.

მომზადებულია www.genoacfc.it-ის მიხედვით

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა