საქართველოში თამაშს ყველაფერი ჯობია, თუნდაც პრობლემური "ალანია" რუსეთის პირველ დივიზიონში - ასეთია ქართველი ფეხბურთელების სვე-ბედი
ოთარ მარცვალაძე ვლადიკავკაზის "ალანიაში" მივიდა და გუნდს ავსტრიულ შეკრებაზე გაჰყვა. კლუბის ვებგვერდი იუწყება, მარცვალაძე უკვე ოფიციალურად გახდა "ალანიას" ფეხბურთელიო.

ოსურ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს, მაგრამ ამას ვინ დაეძებს - საქართველოში თამაშს ყველაფერი ჯობია, თუნდაც პრობლემური "ალანია" რუსეთის პირველ დივიზიონში - ასეთია ქართველი ფეხბურთელების სვე-ბედი.

ბევრი ფეხბურთელი ყოფილა, უფრო მეტისთვის რომ უნდა მიეღწია და ეს ვერ მოახერხა. ასეთი შემთხვევა უამრავია. ტრავმიანობა, არასათანადო ნებისყოფა, უიღბლობა... მიზეზები ყოველთვის არსებობს, ხან კი ამის პოვნაც ძნელი საქმეა.

მარცვალაძე სპეციფიკური ფეხბურთელია, ის გარემარბია, სწრაფი, მახვილი, თამაშის გამწვავება რომ შეუძლია, ოღონდაც მას ყოველთვის აკლდა ის ყისმათი, დიდ ნახტომს რომ გააკეთებინებდა.

კლაუს ტოპმიოლერი რომ იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, მარცვალაძეს მაშინ რამდენჯერმე ჰქონდა კარგი შანსი, ახლოს იყო ნახტომთან, მაგრამ ვერა, თითქოს დაინავსა.

ტოპმიოლერის პროტექციით, საქართველოს ნაკრები ნაციონალმანშაფტს ეწვია ამხანაგური მატჩისთვის. ტოპის გაწვრთნილმა საქართველომ ის შეხვედრა წააგო, მარცვალაძემ კი ორი ისეთი სოლო-რეიდი შეასრულა, გერმანულ დაცვას რეტი დაასხა, თუმცა აქედან ვერც გოლი გამოდნა და ვერც საგოლე გადაცემა.

ტოპმიოლერის მწვრთნელობის დროს მარცვალაძეს კიდევ გაუჩნდა ნახტომის შანსი. სტუმრად საფრანგეთს რომ ვხვდებოდით, მარცვალაძემ ერთ-ერთი ფრანგი მცველის შეცდომით ისარგებლა, თითქმის პირისპირ დარჩა მეკარესთან, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერი გააწყო.

გოლი გერმანიასთან ან საფრანგეთთან - ეს უკვე წარმატება იქნებოდა, იმის საწინდარი, რომ მარცვალაძე დღეს ვლადიკავკაზზე ბევრად უკეთეს ადგილას ყოფილიყო.

ის თენგიზ სულაქველიძის აკადემიაში თამაშობდა, თბილისის "ვიტ ჯორჯიამ" რომ აიყვანა. ფლანგზე გაათრევდა ხოლმე ბურთს, ორ-სამ მეტოქეს აუბნევდა თავგზას და საქმეც უკვე გაკეთებული ჰქონდა - საქართველოს ჩემპიონატში ეს საკმარისი იყო თავის გამოსაჩენად და საკუთარი გუნდის დასახმარებლად.

2004 წელს "ვიტ ჯორჯია" საქართველოს ჩემპიონი გახდა. მარცვალაძის შეჩერება ყველას უჭირდა, მათ შორის, თბილისის "დინამოსაც".

ის ჯერ არ იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, მაგრამ თუ არის კარგი კონტაქტები, ტრანსფერი ისედაც იჩარხება.

რევაზ ჩელებაძემ ის კიევის "დინამოში" წაიყვანა და ტრანსფერი დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი დაუჯდა უკრაინულ გრანდს.

კიევში მარცვალაძეს არ გაუმართლა, თუმცა ყველაფერი ტრავმის ბრალი ალბათ არ უნდა იყოს. კიევური "დინამო" გრანდია და ასეთ კლუბებში წესები უფრო მკაცრია, ვიდრე სხვაგან - ვერ ჩაეჭიდე შანსს და მერე სხვისი ჯერია.

"ანჟი", "უჟგოროდი", "ვოლგა", "კრასნოდარი"... მარცვალაძე ახერხებდა თავის გამოჩენას, იყო პერიოდები, როცა სტაბილურად კარგად თამაშობდა "ანჟისა" და "ვოლგაში".

შარშან მარცვალაძე საქართველოში ჩამოვიდა, თუმცა ქართულმა კლუბებმა არ მოისურვეს მისი აყვანა - ზოგიერთის ბიუჯეტი ამას ვერ გასწვდა, ზოგიერთმა კი, უბრალოდ, არ გარისკა.

მარცვალაძე თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებშიც გამოირჩა. ხორვატიასთან თბილისში ჯაბა კანკავას ჩინებულ გადაცემაზე ოსტატურად გაიხსნა, მოხდენილად გააბითურა ხორვატი მცველი და ბოლო წუთზე საგოლე გადაცემით დააჯილდოვა ლევან კობიაშვილი.

ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება, ეს ოსტატობის შედეგი იყო. ამიტომაც დაენანება კაცს მარცვალაძე რუსეთის პირველი დივიზიონისთვის.

ის ჯერ 28 წლისაა, წესითა და რიგით, კვლავ საინტერესო ფეხბურთელი უნდა იყოს ნაკრებისთვის. არა მგონია, ქეცბაიამ ის ჩამოწერილ ფეხბურთელთა სიაში შეიყვანოს და ვინ იცის, იქნებ ერთხელაც აღმოჩნდეს ცარიელ კართან, იმ წამთან, როცა ყისმათიც შენკენ უნდა იყოს და ოსტატობაც.

ზოგადად, "ალანია" წუმპე არ არის, არაერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია იქ და კმაყოფილიც დარჩენილა...

ასევე იხილეთ:

გუნდური ჩხუბი გოჩა ხოჯავას გამო - "ალანია"-"მურატფაშას" მატჩი ჩაიშალა

გოჩა ხოჯავა და ოთარ მარცვალაძე ვლადიკავკაზის "ალანიაში" ითამაშებენ

guja_kakhadze
ბ-ნო დავით! მარცვალაძე სხვა ქართველ ფეხბურთელებზე უკეთ დარბის, მაგრამ კარში დარტყმა სხვა ფენომენია. აქ ფსიქიკას გადამწყვეტი როლი ენიჭება, რასაც ჩვენთან სამწუხაროდ არ ასწავლიან. კიდევ არის ერთი პრობლემა - კარში დარტყმის დროს ქართველი ფეხბურთელები ძალაგამოცლილები არიან, რაც არასწორი' ძირითადად მძიმედ სირბილის ბრალია. და კიდევ, ეს ყველაფერი არავის აინტერესებს - ჟურნალისტებიდან დაწყებული, კლუბის მეპატრონეებით დამთავრებული!
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
გიორგი ლომაია: ჩავთვალე, რომ კარიერის დასრულების დრო იყო
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
"როცა ეს დაადასტურეს, ჩემთვის ცა ჩამოინგრა... შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ჩავიბარე"
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ლევან ყენია საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს შეხვდა [PHOTO]
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე