”ორჰუსში” ერთბაშად ოთხი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ისინჯება
დანიის პირველი ლიგის ”ორჰუსში" ქართველი ნახევარმცველი დავით დევდარიანი იმდენად წარმატებით გამოდის, რომ კლუბში ქართველების მიმართ ინტერესი გაიზარდა.

გუშინ დანიური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ”ორჰუსში" ოთხი ქართველი ახალგაზრდა ისინჯება:

საქართველოს 18 და 19-წლამდელთა ნაკრების მეკარე, 17 წლის დავით ლეგაშვილი; დათო ზაფხულში პრაღის ”სლავიაში" უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და ნიჭიერი მეკარე უცხოეთში გამგზავრებას დიდხანს ელოდა. შეგახსენებთ, რომ დათო გიორგი დევდარიანის გაწვრთნილი 17-წლამდელთა ნაკრების მეკარე გახლდათ.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების 18 წლის ნახევარმცველი გიორგი დიასამიძე მცირე ხნის წინ, მერაბ ჟორდანიას ”ვიტესში" ისინჯებოდა, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა და დანიას მიაშურა.

17 წლის დავით სხირტლაძე გიორგი დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი გახლდათ და ახლა 18-წლამდელებშიც ირიცხება. ძალიან ტექნიკური და დანიელები დააინტერესა.

17 წლის ლაშა შინდგორიძეც თავდამსხმელია და იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლება. ზაფხულში ლეგაშვილთან ერთად ”ორჰუსში” იმყოფებოდა.

”ორჰუსის” სპორტული დირექტორი ბრაიან სტინ ნილსენი ამბობს, რომ ქართული ფეხბურთით მოიხიბლა:”საქართველოში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იზრდება, რაშიც ამ ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებების ხილვის შემდეგ დავრწმუნდი. ჩვენი სკაუტები ამ ოთხ ფეხბურთელს დააკვირდნენ და ჩავთვალეთ, რომ მათი დამატება სასურველი იქნებოდა. ვფიქრობ, ეს ”ორჰუსის” მომავლისთვის საინტერესო შენაძენი არ იქნება".

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა