ვლადიმერ ახალკაცი პირველი ქართველია, რომელიც ევროპის კრივის კონფედერაციის აღმასკომში მოხვდა

ყაზახეთის ყოფილმა დედაქალაქმა მსოფლიო კრივის წარმომადგენელთა თავყრილობას უმასპინძლა. ალმათიში ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა - AIBA-ს (კრივის საერთაშორისო ასოციაცია) კონგრესი და კონტინენტური ასოციაციების გენერალური ასამბლეა. დელეგატთა შორის გახლდათ საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ახალკაცი.

კრივის საერთაშორისო ასოციაციის კონგრესმა AIBA-ს პრეზიდენტად მომავალი ოთხწლიანი ვადით ისევ ტაივანელი ჩინგ კუ ვუ აირჩია, რომელმაც ორგანიზაციის აღმასკომის წევრად ვლადიმერ ახალკაციც დაასახელა. ამ უკანასკნელმა კი თავისი კანდიდატურა აზერბაიჯანელი კოლეგის - სულეიმან მიქაელოვის სასარგებლოდ მოხსნა. როგორც გაირკვა, ევროპის კრივის კონფედერაციის მესაჭეს, ფრანგ ჰუმბერტ ფურგონს თანამდებობაზე ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში ახალკაცი უფრო ადრე ჰყოლია შეგულებული თავისი ორგანიზაციის აღმასკომის წევრად. ჩვენებურიც ყაბულს ყოფილა და სიტყვის ერთგული დარჩა. ევროპელმა კონფედერანტებმა ასამბლეაზე თავკაცად ისევ ფურგონი აირჩიეს, ხოლო 16-კაციან აღმასკომში ბებერი კონტინენტის 46 ქვეყნის წარმომადგენლებმა ფარული კენჭისყრით ერთხმად დაუჭირეს მხარი ახალკაცის კანდიდატურას. იგი პირველი ქართველია, რომელიც ევროპის კრივის კონფედერაციის აღმასკომში მოხვდა.

- სიტყვის გატეხვა არ მჩვევია, ბოლომდე ჩემი პრინციპების ერთგული ვრჩები, ამიტომაც ევროპის კონფედერაციაში მუშაობა ვამჯობინე. ასეთი პრესტიჟული ორგანიზაციის აღმასკომში არჩევა დიდი პატივია და მას იმ დიდი დამსახურების დასტურად მივიჩნევ, რომელიც ჩვენს ფედერაციას მსოფლიო კრივის განვითარებაში მიუძღვის. საერთაშორისო სარბიელზე პატივს გვცემენ, გვაღიარებენ, როგორც დიდი ავტორიტეტის მქონე ორგანიზაციას. ეს კი ჩვენი სახელოვანი სპორტსმენების - ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მედალოსნების მონაპოვარია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს კრივის ეროვნული ფედერაციის თავკაცის, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის პეტრე ცისკარიშვილის ღვაწლი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს თანადგომა და დახმარება. ვეცდებით, უფრო ავამაღლოთ ფედერაციის ავტორიტეტი, ხელთათმანის ქართველი ოსტატები კი უფროსი თაობის მონაგარს ერთიორად გაამდიდრებენ.

- თქვენ სპორტსმენების დამსახურება ახსენეთ. ორიოდე კვირაში ჩვენს ათლეტებს ეროვნული ჩემპიონატი ელით...

- დიახ, 22-25 ნოემბერს ქუთაისის სპორტის სასახლე მოკრივეთა საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. რინგზე გამოცდილებთან ერთად ახალგაზრდებსაც ვიხილავთ, რომლებიც ეროვნულ ნაკრებში ადგილის დაბევებას შეეცდებიან, რათა გაისად, 19-30 სექტემბერს, ბაქოში სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატში იასპარეზონ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე სულ მცირე სამი კონკურენტუნარიანი მოკრივით წარვსდგეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა