ქართველ ლეგიონერთა მონაგარი ევროსარბიელზე
განვლილ უქმეებზე ზაზა ფაჩულიამ საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის "ფინიქსის" წინააღმდეგ ითამაშა. ჩვენი ნაკრების მწვრთნელის გუნდს დაუპირისპირდა ლაშა გამყრელიძეც. მისი "გისენი" გორდონ ჰერბერტის (ეროვნულ ნაკრებს 2005-06 წლებში ხელმძღვანელობდა) "სკაილაინერსს" ეწვია და 64:82 დამარცხდა.

ლაშამ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 27 წუთი ითამაშა და 7 ქულას 3 პასი და 1 ჩაჭრა მიამატა. გისენელთაგან ყველაზე მეტი პიკოკმა ჩააგდო - 16 ქულა.

ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა გორდონ ჰერბერტის "სკაილაინერსი" (6 მოგება, 2 წაგება). "გისენს" 5 გამარჯვების წილ 3 წაგება აქვს და მე-5 ადგილზეა. პლეი ოფში რვა გუნდი გადის.

ესპანეთის ჩემპიონატში ნიკა ცქიტიშვილის "ლაგუნ არო" მადრიდის "რეალს" ესტუმრა და 30 ქულის სხვაობით დამარცხდა - 83:53. ბასკების გუნდში 10 ქულას მხოლოდ ჯიმი ბარონი ასცდა - 18 ქულა მიითვალა. ცქიტიშვილი მხოლოდ თითო მოხსნა-დაფარებას გამორჩა.

ტორინ გრინი (გრან კანარია) საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრ ტაირონ ელისს დაუპირისპირდა. მატჩი მადრიდში, ელისის "ესტუდიანტესის" მოედანზე გაიმართა და მისივე გამარჯვებით დასრულდა - 73:71.

ტაირონმა 20 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ტორინმა - 24 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი.

ქუინტონ ჰოსლის "ხუვენტუდმა" ვალიადოლიდში 72:91 წააგო.

ქუინტონმა 28 წუთში 13 ქულა და 6 მოხსნა მოინაგრა.

ბალტიის ლიგაში სატურნირო ცხრილის ლიდერი "ვეფ რიგა" ტარტუს ესტუმრა და "როკი" 85:77 დაამარცხა. გამარჯვების შემთხვევაში "როკერებს" რიგელებზე ერთით მეტი, 6 მოგება მოუგროვდებოდათ და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ავიდოდნენ. წაგების შემდეგ კი მესამე პოზიციაზე დამკვიდრდნენ (5 მოგება, 3 წაგება). პირველია "ვეფ რიგა" - 6 გამარჯვება, 1 მარცხი.

ტარტუელმა გიორგი ცინცაძემ 22 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

ბელგიის ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას "პეპინსტერი" "აალსტს" ესტუმრა და 81:85 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და 4 ქულას 1 მოხსნა მიამატა.

"პეპინსტერს" ხუთი მატჩიდან 2 აქვს მოგებული და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა. თორნიკეს გუნდი მომდევნო მატჩში, 13 ნოემბერს "გენტს" ესტუმრება.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა