4-11 ივლისს ტყვიის მსროლელთა და მესტენდურთა მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი იმართება
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა დაასრულა მორიგი შეკრება ერევანში და 26 ივნისს სამშობლოში დაბრუნდა.

ჩვენები იქ ნაცნობ მისამართზე - საპრეზიდენტო ფონდის დაფინანსებით აგებულ და უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სუპერთანამედროვე ბაზაზე ვარჯიშობდნენ, სადაც სპორტსმენებს ყველა პირობას უქმნიან ვარჯიშისთვის.

ერევანში ოთხი ჩვენებური გადიოდა წვრთნას, რომელთა ნაწილიც სულ მალე ესპანურ გრანადაში იასპარეზებს.

იქ 4-11 ივლისს ტყვიის მსროლელთა და მესტენდურთა მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი იმართება, სადაც ორივე სასროლ სახეობაში მივიღებთ მონაწილეობას.

ესპანეთში თავდაპირველად ტყვიის მსროლელები გაემგზავრებიან - 2 ივლისის დილას, სადაც ქალთა შორის კვლავაც ჩვენი უცვლელი ლიდერი, ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე გამოვა, ვაჟებში კი ლევან ქადაგიძე და სალუქვაძის ვაჟი ცოტნე მაჭავარიანი იასპარეზებენ. გუნდის მწვრთნელი ვახტანგ სალუქვაძე იქნება.

მესტენდურები ესპანეთში ოდნავ მოგვიანებით - 7 ივლისს გაფრინდებიან ასეთი შემადგენლობით: ნატალია პანასი, დავით და გივი ქვათაძეები, მამუკა ზარაფიშვილი და პავლე ლაკია.

ამათგან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მხოლოდ პანასს აფინანსებს, ვაჟები კი საკუთარი ხარჯებით მიდიან. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ყველა მათგანი მრგვალ სტენდზე ისვრის.

გრანადაში ჯერ ტყვიის მსროლელთა შეჯიბრება გაიმართება. 6 ივლისს ქალები - 25, ვაჟები კი 50-მეტრიან დისტანციებზე შესარჩევი ციკლის პირველ ნახევარს მოიმთავრებენ, ანუ სამივე ჩვენებური ერთად გავა სტარტზე.

ისინი ამავე დისტანციებზე მეორე ნაწილსა და ფინალს კი (იქ გასვლის შემთხვევაში) 7-ში ისვრიან. 8-ში სალუქვაძე პნევმატური პისტოლეტიდან იასპარეზებს, ქადაგიძე და მაჭავარიანი კი იმავე დისტანციაზე 10 ივლისს ისვრიან.

ასევე 10-ში იასპარეზებს ნატალია პანასი, ვაჟები კი მეორე და ტურნირის ბოლო დღეს, 11 ივლისს დადგებიან სტარტზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
VIDEO. ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-2 დილა. ის, რაც ფეხბურთში მთავარია...
გატუზომ იტალიის ნაკრები დატოვა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
[VIDEO] გულიაშვილმა გაიტანა - "რასინგმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
გულიაშვილმა ესპანეთში დაბრუნებისთანავე გაიტანა
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
ნინო სალუქვაძეს სპეციალური ჯილდო გადასცეს
ᓢᕧᓕᕘᓘᕡ ᕛᓡᕠᕝᕚᓔᓚᓗᓐ ᓞᕠᕝᕑᕚᓔᓛᕐ: ᓘᓡᕔᓕ ᕣᓤᓣᓚᓝᕑᕐ! ᕠᕝᕓᓔᓛᕓᓔ?
გუნდური ბრინჯაოს მედალი ტყვიის მსროლელთა დიდ პრიზზე
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
53 წლის ნინო სალუქვაძის ვერცხლი
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს