ჩვენებურის მეტოქე იქნება კვალიფიკაციიდან აღზევებული მასპინძელი ანტონინა ლოტნერი
შტუტგარტ-ვაიჰინგენის (გერმანია) ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) მეოთხედფინალში გავიდა მე-5 ნომერი სოფიო შაფავათა, რომელმაც პირველ წრეში დალილა იაკუპოვიჩს (სლოვენია) აჯობა, 27 ივნისს კი დანიელა ჰარმსენი (ჰოლანდია) დაჯაბნა - 6:3, 6:2.

ჩვენებურის მეტოქე იქნება კვალიფიკაციიდან აღზევებული მასპინძელი ანტონინა ლოტნერი - 27 ივნისს მან მეორე ნომრად განთესილი შტეფანი ვოგთი (ლიხტენშტეინი) ჩამოიშორა გზიდან.

ჯერ კიდევ პირველ წრეში გადაინაცვლა მაყურებლებში ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ანდრეა მიტუმ (რუმინეთი). პირველი ხელი მან ფრანგ ესტელა გუიზარდს 6:1 მოუგო, მეორეში მშრალი ანგარიშით დამარცხდა - 0:6; როცა მესამესაც 1:4-ს აგებდა, ეტყობა, ტრავმა მიიღო და ასპარეზობის გაგრძელება ვერ შეძლო.

27 ივნისს ვერც გუიზარდმა იყოჩაღა - ფრანგს კარინ მორგოშოვამ (სლოვაკეთი) აჯობა - 6:4, 6:2 და მეოთხედფინალში მე-8 ნომერ სანდრა ზანიევსკას (პოლონეთი) გაუწევს მეტოქეობას.

საფრანგეთში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ასპარეზობა დაასრულა მაკა ჩახნაშვილმა, რომელმაც წარმატებით განვლო ორი წრე, მაგრამ 27 ივნისს მერვე ნომრად განთესილ ალბერტა ბრიანტისთან (იტალია) დამარცხდა 4:6, 6:3, 1:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს