2-7 ივლისს მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს ახალგაზრდა მოჭიდავეთა შორის
2-7 ივლისს მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს ახალგაზრდა მოჭიდავეთა შორის. ამ პრესტიჟული ტურნირისთვის ჩვენი გუნდები ბორჯომში გადიან დასკვნით შეკრებას, მანამდე კი ბაკურიანში ივარჯიშეს.

პარალელურად, ძალები საერთაშორისო შეჯიბრებებშიც მოსინჯეს, სადაც მწვრთნელებს კიდევ ერთხელ მიეცათ შანსი, საქმეში ენახათ ყველა კონკურენტი, თუმცა ამან არსებითი სურათი არ შეცვალა და ორივე თავკაცი მთლიანად საქართველოს ჩემპიონებს დაეყრდნო.

ტურნირში თავდაპირველად ბერძენ-რომაელები ჩაებმებიან და სკოპიეშიც პირველად ისინი გაფრინდებიან - 30 ივნისს, გამთენიისას. ნაკრების მთავარ მწვრთნელ ზაზა სილაგაძეს იქ ირაკლი შავაძე (50), ედნარ შავაძე (55), ხვიჩა ჭითავა (60), ფირუზ წულუკიძე (66), ლაშა გობაძე (74), რობერტ ქობლიაშვილი (84), კუკური კირცხალია (96) და იაკობ ქაჯაია (120) მიჰყავს.

როგორც გითხარით, ამ შვიდეულმა გაიმარჯვა საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში, თუმცა მოგვიანებით ედნარ შავაძემ და ქობლიაშვილმა უფროსებშიც იჩემპიონეს.

"თავისუფალთა" ნაკრების თავკაცმა გიორგი გოგშელიძემ გუნდში ნიკა ტატუაშვილი (50), ბექა ბუჯიაშვილი (55), შოთა ფარტენაძე (60), დავით ბუზიაშვილი (66), ლაშა გიგაშვილი (74), ლევან გოგრიჭიანი (84), როლანდ ანდრიაძე (96) და გენო პეტრიაშვილი (120) შეიყვანა.

ნუ გვიწყენენ სხვები - საბედნიეროდ, პერსპექტიული და თავიანთ ასაკში წარმატებული მოჭიდავეები აქაც ბლომად არიან, მაგრამ ამ გუნდში გენო პეტრიაშვილი, უდავოდ, გამორჩეულია - ახალგაზრდა ტალანტი შინ თუ გარეთ, ახალგაზრდებში თუ უფროსებში ყოველთვის იგებს.

ევროპის შარშანდელ ახალგაზრდულ პირველობაზე ბერძენ-რომაელებმა სამი მედალი მოიპოვეს - 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. მაშინ კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი ლევან არაბული (120) გახდა, რომელმაც უკვე დაასრულა გამოსვლა ამ ნაკრებში; მესამეზე კი ქობლიაშვილი და ქაჯაია გავიდნენ, რომელიც იმხანად 96-ში ასპარეზობდა.

"თავისუფლებს" ბევრად მწირი მონაგარი ჰქონდათ - აწ უკვე უფროსებში გადაბარგებულ ჯუმბერ ყველაშვილის (74) ბრინჯაოსღა დასჯერდნენ.

სკოპიეში პირველი საჭიდაო დღე 2 ივლისია, როცა ბერძენ-რომაელთაგან 50, 60, 74 და 96-ის ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენი ოთხეული კი 3-ში იასპარეზებს. 4-5 ივლისს გოგოები იასპარეზებენ, მაგრამ იქ მონაწილე არ გვეყოლება, 6-7-ში კი ლეიბზე "თავისუფლები" გავლენ ზუსტად იმავე თანმიმდევრობით, როგორითაც - ბერძენ-რომაელები.

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა