პალერმოს ლიდერი დაკითხეს
"პალერმო" და მისი მწვრთნელ-ფეხბურთელები კვლავაც ყურადღების ცენტრში არიან, მაგრამ თუ მაგალითად აბელ ერნანდესმა თავისი კარგი თამაშით მიიქცია ყურადღება, როდესაც ტაიტის ოთხი გოლი შეუგდო, ამჯერად საქმე სულ სხვა თემას ეხება...

27 ივნისს, სიცილიური გუნდის ლიდერი, 34 წლის ფაბრიციო მიკოლი იტალიის სამართალდამცავმა ორგანიებმა დაკითხვაზე დაიბირეს და მთელი ხუთი საათი კითხვებს უსვამდნენ. ერთი ხანობა, ისიც კი ითქვა, რომ ფაბრიციო დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა ეს ინფორმაცია ტყუილი გამოდგა. მიკოლის კვლავაც ემუქრება დაკავების საშიშროება და წესით, უსაფრთხოდ არ უნდა გრძნობდეს თავს.

სამართალდამცავებს ეჭვი აქვთ, რომ მიკოლი ვალის დაბრუნების საქმეში მაფიოზურ მეთოდებს იყენებს და ამ ამბავში კრიმინალური ავტორიტეტები ჰყავს ჩართული. მოკლედ, ფაბრიციოს სიცილიაზე რამდენიმე მევალე ჰყოლია, რომლებიც ფულს არ აბრუნებენ და ერთ-ერთი ვერსიით, მიზნის მიღწევა ცნობილ ფეხბურთელს აკრძალული მეთოდით უცდია.

სამართალდამცავებმა ისიც დაადგინეს, რომ თურმე მიკოლის მეგობრული ურთიერთობა აქვს უკვე განადგურებული დაჯგუფების, "კოზა ნოსტრას" ყოფილი ლიდერის ვაჟთან, მაურო ლაურიჩელასთან, რომელიც რამდენჯერმე ნასამართლევია და პოლიციის მუდმივ კონტროლში იმყოფება. საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი ნიუანსი, რომლის მიხედვითაც მიკოლი ლაურიჩელას სხვა კუთხითაც დაეხმარა - ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიის უფროსთან მეგობრული კავშირი გამოიყენა და ცნობილი მაფიოზის შვილს ისეთი სიმ-ბარათის აღებაში დაეხმარა, რომელიც არ ისმინებოდა.

მიკოლის წარსულში გაკეთებული ფრაზაც ამოუქექეს, რომელსაც თავის დროზე დიდი ყურადღება არ მიექცა - ფეხბურთელმა "კოზა ნოსტრასთან" მებრძოლი, ლეგენდარული კომისარი ჯოვანი ფალკონე გააკრიტიკა და მას ნაგავი უწოდა. მოკლედ, ფაბრიციომ შარში გაყო თავი, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ფაბრიციო მიკოლის ნაკრებზე გული წყდება

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" მერვედფინალში გავიდა
ცნობილი გახდა "პალერმოსთან" მატჩში "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობა
კვარაცხელიას გადაცემა ლუკაკუმ ვერ გამოიყენა - "ნაპოლიმ" "პალერმო" გაანადგურა [VIDEO]
ინძაგი კვლავ სერია B-ში იმუშავებს - ფილიპომ "პიზა" დატოვა
ლოჩოშვილმა მატჩის შემდეგ წითელი ბარათი მიიღო და მკაცრად დასაჯეს
ბალოტელი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს