ლეგენდარულმა ეთიოპიელმა სტაიერმა ჰაილე გებრსილასიემ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა
ლეგენდარულმა ეთიოპიელმა სტაიერმა ჰაილე გებრსილასიემ კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. კვირას აფრიკელმა მორბენალმა პირველად მიიღო მონაწილეობა ნიუ იორკის სახელგანთქმულ მარათონში, მაგრამ 26-ე კილომეტრზე მიატოვა გარბენი - მიზეზი მარჯვენა მუხლის ტკივილი იყო.

"სპორტიდან წასვლის შესახებ არასოდეს მიფიქრია. ეს აზრი პირველად და უკანასკნელად გამიჩნდა და ვარსულებ გამოსვლას დიდ სპორტში. აღარ მინდა ასეთი ტრავმების გამო შეჯიბრებების ნაადრევად დასრულება. ეს ჩემს სტილში არ არის", - განაცხადა პრესკონფერენციაზე თვალცრემლიანმა ეთიოპიელმა.

გებრსილასიემ ორჯერ მოიგო 10 ათას მეტრზე ოლიმპიური ოქრო (1996 წელს ატლანტაში და 2000 წელს - სიდნეიში). ამავე დისტანციაზე ოთხჯერ გაუმარჯვია მსოფლიოს ჩემპიონატზე. 2004 წელს, ათენის ოლიმპიადაზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, ეთიოპიელი უფრო გრძელ დისტანციებზე გადავიდა და უდიდეს შედეგებს მიაღწია. კერძოდ, გებრსილასიე მსოფლიოს რეკორდსმენია 20 კილომეტრზე, 10 და 20 კილომეტრზე კროსში, ერთ საათზე სირბილში, 2008 წლის 28 სექტემბერს კი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა მარათონში - მან დისტანცია ორ საათში, სამ წუთსა და 59 წამში დაფარა.

1995 და 1998 წლებში გებრსილასიე სეზონის საუკეთესო მძლეოსნად დაასახელეს.

ეთიოპიელის გამოსვლის გარდა, ნიუ იორკის წლევანდელი მარათონი იმითაც იყო გამორჩეული, რომ მასში მონაწილეობა მიიღო ჩილელმა მაღაროელმა ედისონ პენიამ, რომელიც ქალაქ სან დიეგოს მაღაროში 69-დღიან "ტყვეობას" გადაურჩა. ჩილელმა გებრსილასიესგან განსხვავებით ბოლომდე გაირბინა 42 კილომეტრი.

"მთელი დისტანცია ვიბრძოდი. ვებრძოდი საკუთარ თავს, ტკივილს, დისტანციას, მაგრამ მაინც მივაღწიე ფინიშს, - განაცხადა პენიამ, რომელიც აქამდე ჩილეს საზღვრებს არ გასცდენია. - ჩემი მაგალითით მინდა ყველას მოვუწოდო იპოვნონ საკუთარ თავში ძალა ტკივილთან საბრძოლველად. ამერიკელებმა ძალიან თბილად მიმიღეს და სულ მიყვიროდნენ: "მიდი, ედისონ". ასეთი მხარდაჭერა ძალიან მესიამოვნა".

ჩილელმა მაღაროელმა განაცხადა, რომ მისთვის მთავარი ფინიშზე მისვლა იყო. პენიამ დისტანცია ხუთ საათში, 40 წუთსა და 51 წამში დაფარა. ედისონი ელვის პრესლის ფანია და როცა ფინიშამდე მიაღწია, მის საპატივცემულოდ დინამიკებიდან "როკ-ნ-როლის მეფის" ხმა გაისმა.

მამაკაცებს შორის ნიუ იორკის მარათონის გამარჯვებული გახდა ეთიოპიელი გებრე გებრმარიამი. მისი დრო იყო ორი საათი, რვა წუთი და 14 წამი. ქალებს შორის ყველას აჯობა კენიელმა ედნა კიპლაგატმა, რომელმაც 42 კილომეტრი და 195 მეტრი ორ საათში, 28 წუთსა და 20 წამში დაფარა.

რიგით 41-ე მარათონში მონაწილეობა მიიღო 45-მა ათასმა ადამიანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება